„რა ფასს ვიხდით ამაში? რად გვიჯდება ეს?“ | Jolo.ge


„რა ფასს ვიხდით ამაში? რად გვიჯდება ეს?“

„რა ფასს ვიხდით ამაში? რად გვიჯდება ეს?“

დაცულობის შეგრძნება… რა საინტერესო რამ არის 

სად ვეძებთ ხოლმე დაცულობის განცდას?

ძირითად შემთხვევაში გარეთ — “მე მინდა მან გამიგოს”, “მე მინდა ის მეგობრული იყოს”, “მე მინდა მან მიმიღოს”, “მე მინდა მას მოვწონდე” და ა.შ.

ურთიერთობებში რატომ გვინდა ეს სხვა ადამიანისგან მივიღოთ?

იმიტომ ხომ არა, რომ თავი დაცულად ვიგრძნოთ და საკუთარი თავი ადვილად გამოვხატოთ?

და სადაც ამ დაცულობას ვერ ვგრძნობთ რა ხდება?

ხომ არ ვიზღუდებით, თავისუფლებას ხომ არ ვკარგავთ, უარყოფის ხომ არ გვეშინია, საკუთარ თავსაც ხომ არ ვკარგავთ და ვეღარ გამოვხატავთ?

და რა ფასს ვიხდით ამაში?
რად გვიჯდება ეს? 

და რა იქნება ეს საყრდენი რომ საკუთარ თავში გვეპოვა და დაცულობის განცდაც თავად მიგვეცა საკუთარი თავისთვის?

არჩევანი რომ მქონდეს რა მირჩევნია, თავად მე მივცე ჩემს თავს ეს საყრდენი და დაცულობა, თუ სხვა ადამიანებმა მომცენ და მუდმივად გარეთ ვეძებო?

თუ გარეთ ვეძებ, ვერასდროს მივდივარ საკუთარ თავთან და ამ საყრდენით მიღებულ სიხარულს, თავისუფლებას და სიმშვიდეს ვერასდროს ვეზიარები…

ვინ ვიქნებოდი იმ ფიქრის გარეშე, რომ სხვა ადამიანებმა უნდა მომცენ დაცულობის შეგრძნება? რა ძალას ვიპოვიდი საკუთარ თავში?
როგორ ვიურთიერთობებდი სხვა ადამიანებთან?
როგორ ვიცხოვრებდი?

სიყვარულით, თინი ბასილაია 💛☀️

ნანახია:(73)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ცხოვრება ყავის ფინჯანს ჰგავს…

კურსდამთავრებულთა მცირე ჯგუფი თავის ძველ პროფესორს ეწვია სტუმრად. მათ დაიწყეს თავიანთი სტუდენტობის შემდგომი ისტორიების მოყოლა. ყველას ამბავი რაღაცით გავდა ერთმანეთს.


ყოველ წუთს, რომელსაც აქ ატარებთ თავის საფასური აქვს

წარმოიდგინეთ, მხოლოდ რამოდენიმე წუთი დაგრჩათ, შეიძლება ერთი საათი. რაღაც შემთხვევის წყალობით ზუსტად გაიგეთ, თუ როდის გარდაიცვლებით. რას გააკეთებდით თქვენი ცხოვრების


მიიღე ის რაც ასე ძალიან, ძალიან, ძალიან გინდა!

რა უნდათ ადამიანებს? ჯანმრთელობა, ბედნიერება, სიყვარული, საკუთარი თავის პოვნა, ფინანსური სტაბილურობა, ოჯახური სითბო, მეგობრები, საინტერესო გარემოცვა, მატერიალური ფასეულობები, სულიერი ზრდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*