და რა არის ტკივილის შედეგად შობილი გაცნობიერება? | Jolo.ge


და რა არის ტკივილის შედეგად შობილი გაცნობიერება?

და რა არის ტკივილის შედეგად შობილი გაცნობიერება?

თქვენი ტკივილი და ტანჯვა გამოწვეულია, არსებული სიტუაციის, მოვლენის მიმართ დამოკიდებულებით და მიუღებლობით. არსებული შეხედულების, მტკიცებულების და რწმუნებულებების მსხვრევით და გაცამტვერებით.

თქვენ ხედავთ ცხოვრების მოცემულ, კონკრეტულ ფრაგმენტს, სამყარო ხედავს სრულ სურათს.

— შეგწევდეს უნარი გვერდიდან დაინახო ცხოვრების ილუზორულობა — უმაღლესი ცნობიერი მდგომარეობაა!!!

— როგორ ფიქრობთ სამყარო ქაოტურია? შემთხვევით ხდება რამე?

— კი მაგრამ ეს ხომ არ გაგვხდის გულგრილს? ეს ხომ არ გულისხმობს პრობლემიდან გაქცევას?
— არა, რადგან ტკივილი გესტუმრათ, შეგეხოთ და თუნდაც გაიგეთ მასზე, ეს უკვე თქვენი ტკივილია. აუცილებლად უნდა გაიაროთ მასში, ისწავლოთ ბევრი რამ (თანადგომა, მიმღებლობა, მადლიერება, სიკეთე, უპირობო სიყვარული…) და მიხვიდეთ აუცილებელ გაცნობიერებამდე. ტკივილში იშვა რა? — პასუხის შემთხვევეაში შეძლებთ აღიქვა სამყარო თავისი დიდებულებით.
— ეს რას მომცემს? ნიშნავს თუ არა რომ მომავალში მსგავსი არ მოხდება?
— არანაირად, რადგან დედამიწა არ არის ის ადგილი, სადაც მოკვდავთათვის ყველაფერი იდეალურად არის მოწყობილი და სადაც, სულები დროებით განხორცდებიან იდეალური სიცოცხლისთვის… მაგრამ უმთავრესია — გაცნობიერება მოხდება ან არ მოხდება. პირველ შემთხვევაში, იშვებით ახალი ცნობიერში , მეორე შემთხვევაში ივლით გაუთავებად ჩაკეტილ წრეზე…

— და რა არის ტკივილის შედეგად შობილი გაცნობიერება? შეგიძლია, კომენტარში დამიტოვო საკუთარი გამოცდილებიდან პასუხი?

სიყვარულით და მადლიერებით
თამარ კვარაცხელია

ნანახია:(145)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორია ქალი, რომელსაც მამაკაცები ვერ თმობენ, ვისთანაც სამუდამოდ რჩებიან

ყველა ქალს სურს ისეთი სასურველი იყოს, ვერ დათმონ, ვერ მიატოვონ, ვერ გაუშვან…. მაგრამ ხშირად ავიწყდებათ რა ატმოსფეროს ქმნიან ირგვლივ. როგორც


ათენიდან 21 წლის ბიჭის გადასარჩენად

რამდენიმე ხნის წინ „ჟოლომ“ მოგითხროთ ათენში მცხოვრები იმ ქართველი გოგონას შესახებ, რომელიც საკუთარ თავზე მეტად სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავს. ქველმოქმედების შედეგად შეგროვილი ფულით


„აუცილებლად თქვენ თავში უნდა ეძებოთ პრობლემები“

„თუ თქვენ ხშირად გაქვთ პრობლემები ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და თანამშრომლებთან, თუ თქვენ გაკეთებულ სიკეთეს ვერ ხედავენ, ხშირად გტკენენ გულს და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*