„ … და ნახავ ცხოვრება როგორ შეიცვლება გარშემო!!!!“ — თამარ კვარაცხელია | Jolo.ge


„ … და ნახავ ცხოვრება როგორ შეიცვლება გარშემო!!!!“ — თამარ კვარაცხელია

„ … და ნახავ ცხოვრება როგორ შეიცვლება გარშემო!!!!“ — თამარ კვარაცხელია

იყავი „მეწვრილმანე“
ეგ როგორ????

გახდი საკუთარი ბედნიერების, წარმატების, სიყვარულის, მადლიერების მეწვრილმანე და ნახავ ცხოვრება როგორ შეიცვლება გარშემო!!!!

იყავი საკუთარი წარმატების და ბედნიერების მეწვრილმანე“!!!!

დიახ,
იცხოვრო დილის ხუთ საათიდან მზესთან ერთად ადგომისთვის და საღამოს ხუთ საათზე მზესთან დამშვიდობებისთვის

ჩიტების ჭიკჭიკისთვის თუ ყურსასმენებიდან დაღვრილი მუსიკისთვის.

იცხოვრო წვიმის ქვეშ ცეკვისთვის, ქარისგან გაწეწილითმებისთვის…
იცოცხლე მუცლის ტკივილემდე სიცილისთვის…

საყვარელი მელოდიის კიდევ ერთხელ გაგონების შანსისთვი.
კიდევ ერთი, ახალი საინტერესო წიგნის აღმოჩენისთვის.

უმიზეზოდ გაღიმებისთვის და ტკბილი საუბრებისთვის ყავასთან ან ჩაისთან ერთად რომ მიირთმევთ შოკოლადს.

მოგზაურობისთვის შინ თუ გაერთ…

დასვენებისთვის დაღლის შემდეგ.

თვალებში და ცაზე აკიაფებული ვარსკვლავებითვის.

იცოცხლო თავგადასავლებისთვის.

იცოცხლო მთვარისთვის, რომელიც სახლამედე ერთგულად ფეხდაფეხ მოგყვება, მიგაცილებს და გზას გინათებს.

იცოცხლო იმ ადამიანების გულისთვის რომლებსაც ახსოვთ, რომ ყავას, მწვანე უშაქრო ჩაი გირჩევნია და ვერ იტან ხახვს.

იცოცხლი პირველი კოცნისთვის…
უმისამართო ხეტიალისთვის. ქალაქებს, სოფლებს, სახლებს, უბნებს, ქუჩებს შერჩენილი ნაფლეთი მოგონებებისთვის…

სულში სასიამოვნო გაელვებებისთვის…

საბედისწერო ნაცნობებისთვის… გულის საგულედან ამოვარდნის ან ჩადგომისთვის…
მოულოდნელი საჩუქრებისთვის და „დიახ!“ „კი!“ „აბა, რა..!!!“ პასუხისთვის!

იცოცხლო ყველა იმ წვრილმანებისთვის, რაც გაგრძნობინებს რომ ცოცხალი ხარ.

მოდი, ახლა, წამოდექი და კარგად იჩქმიტე, მ-ა-გ-რ-ა-დ…

თვალები დაჭყიტე
ყნოსვა გაამძაფრე,
ყურადღება გაამახვილე,
შეგრძნებები მომართე წვრილმან ბედნიერებებზე
და გახდი შენი ბედნიერების მეწვრილმანე….

💃👯🙋🙆💁🤷ახლავე!!!!!

ეს ხომ ასე მარტივია…

და კიდევ, იდენი რამეა რაც სიცოცხლედ ღირს…
კიდევ რამდენი წვრილმანია… ვინ მოსთვლის…

P.S. მგონი ახალი ჰობი აღმოვაჩინე 🙂🙃🤣😉🕵️🤘
ვინც იჩქმიტა და იგრძნო, რომ ცოცხალია დამიკომენტაროს 🎼🎧🏵️💝💖💘💞🤘

მადლობააა!!!

სიყვარულით, თამარ კვარაცხელია

http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

ნანახია:(1305)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როცა გადაწყვეტ იარო სინათლისკენ, ყველაზე მეტად მაშინ შეგაშინებს სიბნელე…

როცა გადაწყვეტ იარო სინათლისკენ, ყველაზე მეტად მაშინ შეგაშინებს სიბნელე; გათენება დაღამება გეგონება და აისი — დაისად მოგეჩვენება; შიში შეგიბორკავს ფეხებს


„იმისათის რომ ქალებმა და მამაკაცებმა ერთხელ და სამუდამოდ დაალაგონ ურთიერთობა“…

„კასკა დავიხურე!ბრონი ჟილეტი ჩავიცვი და მზად ვარ, გითხრათ ის რისი თქმაც მსურს: — მე არ ვეთანხმები გენდერული თანასწორობის იდეას!არ ვეთანხმები


ეშმაკიც აიძულე, ილოცოს – გურჯიევის რჩევები ქალიშვილს

გურჯიევი გიორგიალბათ, ყველას გსმენიათ ცნობილი მისტიკოსის, ეზოთერიკოსის, ოკულტისტისა და სულიერი მასწავლებლის – გიორგი გურჯიევის შესახებ. იგი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*