და მთავარი, უნდა მევლო — ხოხვით, ბობღვით, ფრენით… | Jolo.ge


და მთავარი, უნდა მევლო — ხოხვით, ბობღვით, ფრენით…

და მთავარი, უნდა მევლო — ხოხვით, ბობღვით, ფრენით…

რაც მინდოდა….
ჯერ უბრალოდ ვიფირე, ვიფიქრე, ვიფიქრე… წლები…

მერე უბრალოდ, ვწერე, ვწერე, ვწერე 📝📝📝.

💙💙💙💙
მერე, შევქმენი საუკეთესო სამყარო სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი — სიტუაციებით, ადამიანებით, გარემოცვით, მეგობრებით, დამოკიდებულებებით…

მერე, რამდენჯერმე შევხვდი და თავიდან გავიცანი, ბავშვობაში დაკარგული — ბედნიერება, სიხარული და სიყვარული!

მერე?
მერე… დავვირუსდი… უკვე, აღარ მინდოდა უკან დაბრუნება.
მერე, ადგლიდან ვერ ვიძროდი.
მერე, გავაცნობიერე აქ და ამ წუთას მადლიერება და მიმღებლობა მაკლდა, შექმნილი სამყარო, პერიოდულად მიგზავნიდა შეუზღუდავ ენერგიას. თავიდან თავბრუ დამეხვა, მერე ნელ, ნელა წლების მანძილზე ვისწავლე მათი გარჩევა, მათკენ გზის გაკვლევა, მათი ენა… შევიჩვიე… გავიხსენე…
მერე, გავაგრძელე მოგზაურობა. ამ შარა გზაზე ზოგჯერ ეჭვი სურდოსავით შემეყრებოდა — ხან გადამდებდა დამგზავრებული, ხან თავად ვიცოდებდი თავს — „დავიღალე“…

აღარაფერი სჩანდა, გარდა…

მერე, მომბეზრდა, ავდექი და უბრალოდ, ვიწამე!
მერე მტკიცედ ვიწამე! ურყევი გამოდგა რწმენა — ჩემი სამყაროს არსებობის!
მერე,, გავაცნობიერე — თავი ღრუბლებში მქონდა, ამიტომ გადვწყვიტე — ფეხები მიწაზე მყარად დამედგა …
და მთავარი, უნდა მევლო — ხოხვით, ბობღვით, ფრენით…
მნიშვნელობა არ ქონდა, როგორ და რანაირად!!!

უმარავი რამ ვისწავლე სიარულში. ნელა და ნელა, წლები ვაგროვე გამოცდილება.
მერე, არაფერი… სულ არაფერი…

მერე, ავდექი და მივიღე სამყარო ისეთი როგორიც არის, ტოტალური ნდობა გამოვუცხადე….
💜💛💚
და ვერც კი გავიგე, როგორ ავღმოჩნდი ამ სამყაროში!

💜💛💚მადლიერებით და 🙏🙏🙏 სიყვარულით, ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

თამარ კვარაცხელია

თუ გინებავთ გაიმარტივოთ ცხოვრების გზაზე სიარული, სასურველის მისაღებად
გაიარეთ რეგისტრაცაია 21 დღიან ონლაინ ტრენინგზე #ზრდისფაქტორის07 სეზონზე ➡️ http://kvaratskhelia.pro/zrdisfactori/

ნანახია:(211)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„თუ თქვენ ხშირად „იკვებებით“ Fast food ინფორმაციით“ — რამაზ გიგაური

ადამიანი ენერგიის ძირითად ნაწილს იღებს ჰაერისგან, წყლისგან და საკვებისგან. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია რამდენად სუფთა ჰაერს სუნთქავს, რამდენად სუფთა წყალს


„მცდელობა არ დააკლოთ სიტუაციის გამოსწორებას“ …

თუ რამეზე დარდობთ ან განიცდით, არაუშავს, თქვენს ემოციას დრო და სხვა მოვლენები აუცილებლად ჩააცხრობს.  გინდათ თუ არ გინდათ, მოსახდენი მაინც


ამოუხსნელი ამოცანა

ისტორია, რომელიც გაჩვენებთ, რომ შეუძლებელი არაფერია და აუცილებლად პოულობს მხოლოდ ის ვინც ეძებს. 1939 წელს, შრომითი სტატისტიკის ბიუროში 2 წლიანი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*