„და მაინც რა არის წარმატების საიდუმლო, როგორ გავხდეთ წარმატებული?“

by admin | Октябрь 29, 2016 12:58

რა არის მთავარი საიდუმლო წარმატებისა? ამაზე შეიძლება გაუთავებლად ვიდავოთ.

წლების განმავლობაში ვიკვლევდი ამ საკითხს მთელი მონდომებით და ახლა, როცა წარმატების საიდუმლოს ვფლობ მინდა გითხრათ,

შეხედეთ ამ კაცს. მას არც ხელები აქვს, არც ფეხები, იქნებ სკოლაც არ დაუმთავრებია (რა გასაკვირი იქნება ასე რომ იყოს) და მაინც ის მთელ მსოფლიოში ცნობილი მოტივატორია, ცნობილი სპიკერი, მდიდარიც არის, წარმატებული.. სრულყოფილი ცხოვრება აქვს… ჰყავს მსოფლიოში ერთერთი ულამაზესი ცოლი (მის ამერიკა, ზუსტად არ მახსოვს შეიძლება რომელიმე შტატის მის სილამაზე, — და მეშლება) და შვილი.

%e1%83%9c%e1%83%98%e1%83%994[1]როგორ მიაღწია მან ამ ყველაფერს?

სურვილი მქონდა წარმატების ფორმულა მათემატიკურად გადმომეცა წრფივად, თუმცა ყველაფერს წრფივად ვერ ჩაწერ! მათ შორის ვერც წარმატებაზე იტყვი მიუმატე ეს, გამოაკელი ის.

ზუსტად ასე გვითხრა ერთ-ერთმა ცნობილმა მათემატიკოსმა რამდენიმე წლის უკან სტუდენტებს ლექციაზე, რომ წარმატება ეს არისო.. ამას დამატებული და ამას გამოკლებულიო. და რა თქმა უნდა ის არ ცდებოდა, თუმცა, წრფივი მოდელები ვერასდროს გადმოცემენ ზუსტ კონტურსაც კი.

და მაინც რა არის წარმატების საიდუმლო, როგორ გავხდეთ წარმატებული?

რადგან ვიცი ადამიანის ბუნება, ამ ფორმულას არ გეტყვით, რადგან უფასოდ მოცემული, არაფერში გამოგადგებათ ჩემო ძვირფასებო. როგორც ნათქვამია ქარის მოტანილსო, ზუსტად ასეა. თქვენ თუ უშრომლად მიიღებთ ამ ფორმულას ჩემგან თქვენს ცხოვრებაში არაფერიც არ შეიცვლება. ასე რომ ადექით და თავად მიაგენით თქვენს წარმატების საიდუმლოს, თავად შექმენით ის! თუ მართლა გსურთ გახდეთ ის, ვინც გინდათ გახდეთ, ადექით და გახდით!.

ჩემი მხრივ კი გეტყვით ყველაზე მთავარს, რომ არ გადაუხვიოთ წარმატების გზას!

1. იყავით კეთილი
2. დაისახეთ მიზანი
3. იშრომეთ ბევრი მიზნის მისაღწევად (საკუთარ თავზე)
4. არ აქვს მნიშვნელობა თუ რას იტყვიან შენზე,
(რადგან, ის ვინც წარმატების გზაზე დგას, აუცილებლად ა) დაცინებენ, შემდეგ ბ) შეეწინააღმდეგებიან, ბოლოს კი გ) აღიარებენ!)

5. გახდი თვიდსციპლინირებული და ისწავლე თვითმოტივირება

და ბოლოს ყველაზე მთავარი

5. არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს გესმის! არასოდეს არ დანებდე! არასოდეს! არასოდეს არ დანებდე!

წარმატებას გისურვებთ ჩემო ძვირფასებო!

მე მჯერა, რომ შენში სძინავს გენიოსს, დაიჯერე შენც!

გიორგი შალამბერიძე

 

ნანახია:(4258)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2016/10/ნიკ4.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/da-mainc-ra-aris-warmatebis-saidumlo/