„და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, სულ მტკივა უსამშობლოდ ყოფნა“ …

by admin | Декабрь 27, 2018 15:42

ზუსტად სამი წლის უკან, თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, ცრემლები ღაპაღუპით თავისით მომდიოდა, მაშინ საკუთარ თავს შევპირდი, როგორც არ უნდა რთული ყოფილიყო უნდა გამეძლო და მებრძოლა ბოლომდე…

რომ არასოდეს დავბრუნდებოდი ისეთი დაუცველი, როგორიც წამოვედი,

რომ საკუთარმა ქვეყანამ ზურგი შემაქცია და არ აინტერესებდა რა ბედი მეწეოდა მარტოხელა დედას,

[1]რომ ყველაფერს გავაკეთებდი და აუცილებლად ვიპოვიდი ადგილს, სადაც მეც და ჩემი შვილებიც საჭირო ვიქნებოდით… მოვდიოდი და თითქმის არც ვიცოდი სად მოვდიოდი, როცა არავინ არსად გელოდება, გყავს მხოლოდ ერთადერთი მეგობარი, შენივე თავი, მაგრამ იცი რომ უნდა წახვიდე და გადარჩე, სამი წელი გავიდა ზუსტად და ჩვენ ყველაფერს გავუძელით…

ჩვენ, მეც და ჩემი შვილები ამ უცხო ქვეყნის ნაწილი გავხდით, ქვეყნის სადაც არაფერია ჩვენი, შეგვიყვარა და ჩაგვიხუტა და რასაც აუცილებლად დავუფასებთ ყოველთვის 🇩🇪😘

და მაინც მიუხედავად ყველაფრისა ,ხშირად და სულ მტკივა უსამშობლოდ ყოფნა, ხშირად და სულ ზღვის და წვიმის, ან „ბერეგზე“ მოდუღებული ყავის სუნი მელანდება… სულ და ხშირად ბათუმის ქუჩები ,ჩემი ეზო და ბავშვობის სახლი მესიზმრება, სახლი რომელშიც მამაჩემის გადიდებული ფოტოებიდან გაბუტული მზერა და მოხუცი დედა მელოდება, რომელიც ისეთივე თბილია როგორიც დავტოვე😘

ესმა შავაძე, დრეზდენი

ნანახია:(93)-ჯერ


Endnotes:
  1. [Image]: http://www.jolo.ge/wp-content/uploads/2018/12/ესმა.jpg

Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/da-mainc-miuxedavad-yvlafrisa-sul-mtkiva/