„და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, სულ მტკივა უსამშობლოდ ყოფნა“ … | Jolo.ge


„და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, სულ მტკივა უსამშობლოდ ყოფნა“ …

„და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, სულ მტკივა უსამშობლოდ ყოფნა“ …

ზუსტად სამი წლის უკან, თვითმფრინავში რომ ჩავჯექი, ცრემლები ღაპაღუპით თავისით მომდიოდა, მაშინ საკუთარ თავს შევპირდი, როგორც არ უნდა რთული ყოფილიყო უნდა გამეძლო და მებრძოლა ბოლომდე…

რომ არასოდეს დავბრუნდებოდი ისეთი დაუცველი, როგორიც წამოვედი,

რომ საკუთარმა ქვეყანამ ზურგი შემაქცია და არ აინტერესებდა რა ბედი მეწეოდა მარტოხელა დედას,

რომ ყველაფერს გავაკეთებდი და აუცილებლად ვიპოვიდი ადგილს, სადაც მეც და ჩემი შვილებიც საჭირო ვიქნებოდით… მოვდიოდი და თითქმის არც ვიცოდი სად მოვდიოდი, როცა არავინ არსად გელოდება, გყავს მხოლოდ ერთადერთი მეგობარი, შენივე თავი, მაგრამ იცი რომ უნდა წახვიდე და გადარჩე, სამი წელი გავიდა ზუსტად და ჩვენ ყველაფერს გავუძელით…

ჩვენ, მეც და ჩემი შვილები ამ უცხო ქვეყნის ნაწილი გავხდით, ქვეყნის სადაც არაფერია ჩვენი, შეგვიყვარა და ჩაგვიხუტა და რასაც აუცილებლად დავუფასებთ ყოველთვის 🇩🇪😘

და მაინც მიუხედავად ყველაფრისა ,ხშირად და სულ მტკივა უსამშობლოდ ყოფნა, ხშირად და სულ ზღვის და წვიმის, ან „ბერეგზე“ მოდუღებული ყავის სუნი მელანდება… სულ და ხშირად ბათუმის ქუჩები ,ჩემი ეზო და ბავშვობის სახლი მესიზმრება, სახლი რომელშიც მამაჩემის გადიდებული ფოტოებიდან გაბუტული მზერა და მოხუცი დედა მელოდება, რომელიც ისეთივე თბილია როგორიც დავტოვე😘

ესმა შავაძე, დრეზდენი

ნანახია:(85)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„წლების მანძილზე აშენებ ოცნების კოშკს! აშენებ, რომ ნანგრევებში მოყვე“- ემიგრანტი ათენიდან

ეს, რასაც ახლა ვწერ, არ არის ერთი ადამიანის ტრაგედია. ამ ამბავს არ ჰყავს ერთი კონკრეტული ადრესატი. გმირი, მითუმეტეს !  გარდაიცვალა!


„ამაოდ ვეძებდი საქართველოს, ქართულ ტრადიციებსა და კულტურას სხვაგან“…

„ბავშვობაში, საქართველოში  ცხოვრების პერიოდში, მეგონა რომ მსოფლიო საქართველოსავით ლამაზი, თბილი, მდიდარი კულტურისა და ტრდიციების მქონე იყო, მაგრამ იმის შემდეგ რაც სამ


„ნუ გეშინიათ სიღარიბის და ნუ გეშინიათ რას იტყვის თქვენზე ხალხი“ — რამაზ გიგაური

ქართველ ემიგრანტებზე მინდა დავწერო. რამდენ ქართველ ემიგრანტსაც შევხვედრივარ ან მათთან მისაუბრია (ინტერნეტით), ყველა მათგანი იყო საოცრად კეთილი, მოსიყვარულე, სინათლით სავსე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*