„და დაიწყება ასე სინათლის გავრცელება დედამიწაზე…» | Jolo.ge


„და დაიწყება ასე სინათლის გავრცელება დედამიწაზე…»

„და დაიწყება ასე სინათლის გავრცელება დედამიწაზე…»

«შენ დგახარ მთის მწვერვალზე და აღტაცებული ტკბები ბუნების საოცარი ხედებით, შენს თვალწინ გადაშლილი ხეობების თვალუწვდენელი სივრცითა და დათოვლილი მწვერვალების სიდიადით.

განა შეეძლო სუსტ ადამიანს აქ ამოსვლა? ან არაგულწრფელს? არა, მთები ყველას არ ღებულობენ. ისინი ცდიან ადამიანს გამძლეობასა და სულის სიმტკიცეზე.

იყო მომენტები, როცა დაღლილობისგან არაქათგამოცლილს სასოწარკვეთილება გიპყრობდა და გულში გაგიელვებდა აზრი: „ვის რაში სჭირდება ეს ყველაფერი?“ , მაგრამ იმავე დროს შენშივე იყო ბევრად უფრო მეტი, ვიდრე დაღლილობა და სისიუტე, რომელიც გეძახდა და გიზიდავდა მწვერვალისკენ.

და აი შენ აქ ხარ, შენი სული ზეიმობს და ახლა უკვე აღარ განაღვლებს გადატყავებული, დასისხლიანებული ხელ–ფეხი და დაზიანებული მუხლი. შენ ბედნიერი ხარ!

შენ მარტო დგახარ მწვერვალზე, მაგრამ არა ხარ მარტო. შენთან ერთადაა თავალუწვდენელი მწვერვალების სიდიადე და ლაჟვარდოვანი ცის უზარმაზარი სივრცე და სამყარო მზადაა შეგმოსოს მადლიერებით იმის გამო, რომ შენ მასთან ხარ, რომ აქამდე მოაღწიე!

შენ უკვე რჩეული ხარ!

შენ დაბრუნდები ადამიანებთან, მაგრამ დაბრუნდები უკვე სულ სხვანაირი, ბევრად უფრო ძლიერი და თავდაჯერებული. ადამიანებიც იგრძნობენ ამას და როცა შენ მოუყვები თუ რა იგრძენი იქ, მაღლა, მათაც მოუნდებათ მწვერვალების დაპყრობა, ოღონდ ყველას საკუთარი მწვერვალის!

და დაიწყება ასე სინათლის გავრცელება დედამიწაზე…»

წყარო: mebonia.com

ნანახია:(426)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დაიჯერე, რომ მარცხი — შენი ხვედრი არ არის!

«ძალიან ბევრი ადამიანი, პატარა და უღიმღამო ცხოვრებით ცხოვრობს. უმეტესობა ჩვენგანი ოცი წლის ასაკში კვდება, უბრალოდ, მათ ოთხმოცი წლის ასაკში ასაფლავებენ.


გამოიცნოთ გაქვთ თუ არა დადებითი ველი

გაგეხარდა რომ გათენდა. სახლში გაქვთ თუ არა სიმყუდროვე, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია ჩათვალოთ, რომ თქვენს ირგვლივ რაღაც ხდება. გაფუჭდა,


მოქმედების ძალა, ანუ — ვის მიყვება ხალხი და რას მივყავართ წარმატებისკენ

«მე მქონდა უამრავი იდეა, თუ როგორ დავხმარებოდი ადამიანებს, ამიტომ გადავწყვიტე გავმხდარიყავი ლიდერი, რომელიც უწინამძღვრებდა მათ და წაიყვანდა წარმატების მწვერვალებისკენ. პირველ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*