ცხოვრების ყველა მოსახვევი უდაოდ გაკვეთილია… | Jolo.ge


ცხოვრების ყველა მოსახვევი უდაოდ გაკვეთილია…

ცხოვრების ყველა მოსახვევი უდაოდ გაკვეთილია…

გამარჯობა და გამარჯვება მინდა გისურვოთ ყველას, ვისაც გამარჯვება გჭირდებათ…..
რთულია მოიძებნოს ადამიანი, ვისაც დამარცხება შეიძლება ჭირდებოდეს, გამარჯვება ყველას უნდაო — მეტყვით თქვენ….
მაგრამ …

გამარჯვება ბრძოლის შემადგენელი ნაწილი რომაა ხომ არ დაგავიწყდათ?
სავარძელში ჯდომის დროს გამარჯვება ჩანაფიქრშიც არაა, არა თუ ჰორიზონტზე)))

ანუ…იმისათვის რომ გაიმარჯვოთ, გჭირდებათ ბრძოლა….
ბრძოლის გაჩაღებას კი აუცილებლად ჭირდება მტერი ( მოწინააღმდეგე)..

საკუთარ თავთან ბრძოლა????????

არა ძვირფასებო, ეს უტოპიაა….საკუთარი თავის რომელი ნაწილიც არ უნდა დაამარცხოთ, მაინც თქვენ მარცხდებით….

თანაც…

ხანდახან გამარჯვება გაცილებით ნაკლებ სასარგებლოა, ვიდრე მარცხი…
ცხოვრების ყველა მოსახვევი უდაოდ გაკვეთილია და დამარცხებაზე დიდი და ეფექტური გაკვეთილი ძნელად თუ მოიძებნება დედამიწაზე:)

გამარჯვებისათვის აუცილებელია დამარცხების ყველა შანსის აღმოფხვრა: — ანუ, თუ თხილამურებით უნდა დაეშვათ მთის წვერიდან იმისათვის რომ რეკორდი მოხსნათ, უნდა იყოთ:
ნავარჯიშები,
მოტივირებული,
მომზადებული,
დაახლოებით აცნობიერებდეთ კონკურენტებს,
იცოდეთ  საკუთარი ძალების გათვლა,
ამის მერე მოდის:
თხილამური და სპეც ტანისამოსში შემავალი ყველა დეტალი…
შემდეგ:
მიზანი .
და მთავარი — წაგებას „შენობით „ უნდა იცნობდეთ, იმისათვის რომ წაგების არ გეშნოდეთ….

წაგებას პერიოდულად ვეცნობით ხოლმე ადამიანები ცხოვრების გზაზე, მაგრამ აქ კიდევ არის ერთი ნიუანსი: — „წაგებამ“ იღლიაში არ უნდა ამოგიდოთ , ვერ უნდა დაგჩაგროთ და დაგაკომპლექსოთ…

თუ წაგებას შევეჩევით, მერე იმის იქით ვეღარ ვხედავთ გზას….ის თქვენი ერთგული ხდება და გაიძულებთ თქვენც უერთგულოთ…..

ამ პროცესს გვერდიდან თუ შევხედავთ, ჩაკეტილი წრის მსგავსია…..თითქოს სულ რაღაცას აკეთებთ უკეთესობისათვის, მაგრამ ბოლოს მაინც არ გამოდის…და როცა არ გამოდის, გიჩნდებათ განცდა, რომ „ასეც იცოდით.“

ავტორი: ხათუნა მუზაშვილი

ნანახია:(108)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მიიღე , ადექი და წადი!!!

…რა გასაოცარი რამაა მისი უდიდებულესობა — ნებისყოფა… უპრეცენდენტო დედოფალია ( ან იქნებ თქვენთვის მამრობითი სქესისაა))))) ისე როგორც ჩვენი lexus -ი,


ეს კარგია?!

ერთ ერთ აფრიკის ტომის ბელადს ყავდა მეგობარი, რომლეთანაც ერთად გაიზარდა. მეგობარს ნებიმიერ სიტუაციაში, ჰქონდა ესეთი ჩვევა, რომ ამბობდა ესეთ სიტყვას:


ტრენინგი მათთვის, ვინც ძლიერია….

„სუსტ ადამიანებს ვთხოვ თავი შეიკავონ, რადგან ჯგუფის არსებული ნაწილის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ტრენინგი ჩაივლის „პირველი ხარისხის სირთულით“ — ამგვარია ფსიქოლოგ ხათუნა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*