„ცხოვრების შეცვლა გინდათ და თანაც სწრაფად?“ — ფსიქოლოგის რეცეპტი | Jolo.ge


„ცხოვრების შეცვლა გინდათ და თანაც სწრაფად?“ — ფსიქოლოგის რეცეპტი

„ცხოვრების შეცვლა გინდათ და თანაც სწრაფად?“ — ფსიქოლოგის რეცეპტი

…ცხოვრების შეცვლა გინდათ და თანაც სწრაფად?
ახლავე მოგახსენებთ რეცეპტს.

სულ რამოდენიმე ხასიათის თვისება უნდა დანერგოთ საკუთარ თავში…

1. თანმიმდევრულობა-სისტემატიურობის ნაზავი;
2. მოთმინება-ნებისყოფის ნაზავი;
3. სიმტკიცე-მიზანდასახულობა;
4. სიბეჯითე-ქმედება;
5. ნდობა-მადლიერება.

სულ ეს არის….
პრაქტიკაში გამოიყურება ასე:
მაგ. გინდათ ლამაზი სხეული;

1. იწყებთ იმ ქმედებების კეთებას, რომელიც ჩემზე უკეთ იცით…..და იწყებთ არა ორშაბათიდან არამედ ახლავე…. აი, ახლავე გადადეთ ეგ ნახევრად მოკბეჩილი ნაჭერი და დაიწყეთ 🙂
მთავარია არა დაწყება, არამედ სისტემატიურად ამის კეთება…როცა მოტივაცია მოგაკლდებათ საცურაო კოსტუმების ახალი კოლექცია გადაათვალიერეთ გუგლში, რომელიც ნატიფ სხეულებზეა ჩამოცმული 🙂

2. ყოველდღიურად უთხარი საკუთარ თავს ყოჩაღ!!!!! თუნდაც 1 პაწაწუნა წინ გადადგმული ნაბიჯისათვის.დაითვალეთ შედეგები და არა წარუმატებლობები.

3.ზუსტად უნდა იცოდეთ, ეს «ახალი» ჯანმრთელი და უფრო ლამაზი სხეული რისთვის გჭირდებათ…. რა შეიცვლება მას მერე რაც გალამაზდები? — ამ კითხვაზე მინიმუმ 40 პასუხი უნდა გაგაჩნდეთ 🙂

4. ხალისით გააკეთეთ ყველა მოქმედება დღის განმავლობაში….როცა რაიმე დაგრჩებათ და მიბრუნება მოგიწევთ, ამაშიც იპოვეთ სიამოვნება — უფრო მეტი გადადგმული ნაბიჯი — მეტი პოზიტიური განწყობა … ასე უფრო მალე მიხვალთ მიზნამდე..

5. დაჯექით სარკის წინ და გაესაუბრეთ საკუთარ თავს…. მოუხადეთ ბოდიში ყველა იმ შეურაცხყოფისათვის რომელიც მიაყენეთ….ყველა იმ ფრაზებისათვის რომელიც მტკივნეულად ახსოვს თქვენს სულს:
«მე ვერ შევძლებ», «ნებისყოფა არ მაქვს»,»რას ვგავარ», «გენეტიკურად სპილოსებრთა ოჯახიდან ვარ» და ა.შ……

იქამდე ესაუბრეთ საკუთარ თავს, სანამ ცრემლი არ მოგადგებათ თვალზე…..გამოუცხადეთ უპირობო ნდობა, უთხარით «მე შენ გენდობი, მე შენი მჯერა, მე შენ მიყვარხარ».
როცა თავს არ ენდობი — არ ენდობი არავის… როცა არავის ენდობი, ავტომატურად ირჩევ ადამიანებს, რომლებიც გღალატობენ.

დაიწყეთ ამის კეთება დღესვე და სიამოვნებით დააკვირდით როგორ გახდებით მმართველი იმ სიკეთისა, რასაც თქვენი ღვთით ბოძებული ცხოვრება ქვია 🙂

ხათუნა მუზაშვილი, ფსიქოლოგი

ნანახია:(940)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ბედნიერება სიმდიდრეს არ მოაქვს …

ჩემი ბედნიერების ერთ-ერთი მიზეზი — ბავშვობიდან დღემდე, ფერად, ულამაზეს და საოცარ სიზმრებს ვხედავ. ვიღვიძებ ბედნიერი და ეს განწყობა მთელი დღე


„დიახ, მე ჩემი შვილი არ მიყვარს!“

დიახ, მე ჩემი შვილი არ მიყვარს, იმიტომ, რომ, როცა დაეცემა ვაცდი როდის წამოდგება თვითონ. დადგება დრო, როცა მე აღარ ვეყოლები


რა არის საჭირო იმისთვის, რომ გახდეთ მილიონერი?

წარმატებული ადამიანების 70% თვითშემოქმედებაა. შესაძლოა ისინი დასაწყისში სესხულობენ თანხას ან ინვესტორებს ანდობენ თავიანთ იდეას, თუმცა განვითარებას თავად ახერხებენ. მილიონერად თითქმის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*