ცხოვრების საფუძვლიანად შეცვლის 100 წესი | Jolo.ge


ცხოვრების საფუძვლიანად შეცვლის 100 წესი

ცხოვრების საფუძვლიანად შეცვლის 100 წესი

თუ უკმაყოფილო ხართ ცხოვრებაში არსებული მდგომარეობით, გადახედეთ ამ წესებს. ისინი საფუძვლიანად შეგიცვლით ცხოვრებას, შეგიძლით ამობეჭდოთ და ეტაპობრივად გადაიყვანოთ ჩვევაში. შედეგად, იქნება გაცნობიერებული ცხოვრება და ჰარმონია –  შინაგან და გარეგან სამყაროთა შორის.

1. მადლიერებით დაიწყე დღე იმის მიმართ, რაც გაქვს.
2. ადექი ადრე (დილის 5-6 სთ).

3. ივარჯიშე ყოველ დღე.
4. ჯანმრთელობისთვის, მიიღე კონტრასტული დუში.
5. დაგეგმე დღე.
6. დაისახე მიზნები, მაგრამ ნუ იქნები მათზე მიჯაჭვული.
7. დალიე ბევრი წყალი (დღეში 2-3 ლიტრა).
8. ჭამის მერე ნუ დალევ სითხეს.
9. დღეში, მინიმუმ 15 წუთი გაატარე სუფთა ჰაერზე, უკეთესია — 30—60 წუთი.
10. გაერიდე ნეგატიურ გარემოს.
11. თუ მაინც აღმოჩნდი „ტოქსიკურ“ გარემოში, ისწავლე „საპირისპირო“ ანუ ისწავლე – „როგორი, არ უნდა იყო“.
12. შეიქმენი ღირსეული ადამიანების გარემოცვა, რომლებიც ხელს შეგიწყობენ რეალიზებაში.
13. იყავი ოცნების ერთგული.
14. მიუტევე, მიუტევე, მიუტევე მეგობრებს და მტრებს. სრულყოფილი არც შენ ხარ, ამიტომ, აპატიე სხვებს მათი არასრულყოფილება.
15. კრიზისის პერიოდებში შეასრულე პროგრამა-მინიმუმ.
16. ისწავლე პროფესიონალი წინამძღოლიდან, ის დაგეხმარება პროფესიული ზრდის დაჩქარებაში.
17. იმუშავე, სიამოვნებით.
18. თუ სამუშაო არ მოგწონს, მაგრამ ის აუცილებელია ზრდისთვის და გაახლოებს მიზანს, განაგრძე კეთება.
19. თუ სამუშაო არ მოგწონს და არ გაახლოებს მიზანს, შეეშვი.
20. ირწმუნე საკუთარი თავის.
21. დღის განმავლობაში, რაც შეიძლება ხშირად ისუნთქე ღრმად.
22. ილოცე ან შეასრულე ყოველდღე მედიტაცია, გაწმინდე სული.
23. რეგულარულად განაახლე საყვარელი მუსიკის სია. მოუსმინე, როდესაც იგრძნობ, რომ გჭირდება ენერგიით დამუხტვა.
24. ყველა ცხოვრების სფეროში, იპოვე საუკეთესო მასწავლებელბი და ისწავლე მათგან.
25. გაეცი შემოსავლი 10% ქველმოქმედებაზე.
26.შექებაზე ნუ იძუნწებ, განსაკუთრებით შენს გუნდთან.
27. იყავი ემოციური შექების დროს და თავშეკავებული და დელიკატური კრიტიკისას.
28. გახსოვდეს: რა კარგ საქმესაც არ უნდა აკეთებდე, ყოველთვის ვიღაც იქნება უკმაყოფილო. ეს გარდაუვალია.
29. წარმატებაში განიცადე მადლიერება, გამარჯვებისთვის. მარცხში განიცადე მადლიერება, გამოცდილებისთვის.
30. ზოგჯერ იყავი ბავშვური. მიეცი თავს უფლება იცელქო.
31. გახსოვდეს, ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და პირველრიგში გასაკეთებელია.
32. რაც შეგიძლია ხშირად გამოიყენე პრინციპი «ორი ერთში» ( მაგ: ერთდროულად სპორტი და აუდიოწიგნის მოსმენა…).
33. რომ მიიღო მუშაობისგან სიამოვნება, იფიქრე შედეგზე და არა იმაზე, რამდენ ფულს გამოიმუშავებ.
34. ისწრაფე ზრდისკენ, არ შეგეშინდეს წინააღმდეგობების.
35. გახსოვდეს: ნებისმიერ საქმიანობაში, დიდოსტატობის მისარწევად, საჭიროა ყველაზე მცირე – ბეჯითი მუშაობის 10 ათასი საათი .
36. ყოველდღიურ, მცირედ ზრდას, მიჰყავხარ მაშტაბურ წარმატებამდე.
37. მიესალმე ადამიანებს პირველი და გაუღიმე მათ. მხოლოდ წარმატებულ და ძლიერ ადამიანს შეუძლია თავს მისცეს უფლება, პირველმა გამოავლინოს კეთიკგანწყობა.
38. ერთადერთი, ღირსეული სტანდარტია — საუკეთესო.
39. დელიკატურად დაემშვიდობე იმ ადამიანებს, რომლებიც ხელს არ გიწყობენ შენი პიტენციალის გახსნაში.
40. თუ ეს ადამიანები ნათესავები არიან, მიიღე და გიყვარდეს ისინი ისეთი, როგორებიც არიან. ისინი სავარაუდოდ, არსდროს შეიცვლებიან.
41. საერთოდ ნუ ეცდები ვინმეს შეცვლას. გარშემო მყოფი ადამანების შეცვლის მცდელობა – პირდაპირი გზაა უბედურებისკენ.
42. შთაგონება მოდის, სწორი ცხოვრების წესით, ცხოვრების შედეგად.
43. რაც უფრო უარესია კვება, მით მეტად უმოძრაოდ ხარ, მით მეტად არ გაქვს მუშაობის სურვილი.
44. იყავი «ლიფტი» გარშემომყოფი ადამიანებისთვის.  აიყვანე ისინი.
45. კრიტიკოსებს მოეკიდე გაგებით. ისინი არარელიზებული ადამიანები არიან, რომლებსაც არ აქვთ მეტი სიამოვნების მიღების საშუალება, ვიდრე იყვნენ არაკეთილგანწყობილნი.
46. თუმცა, თუ კრიტიკოსს აქვს კვალიფიკაცია და საუბრობს წრფელი გულით, გაიხადე ის მეგობრად. დაე, ის დაგეხმაროს გახდე უკეთესი. შენ კი, შენის მხრიდან გამონახე საშუალება, მიღწული წარმატების კომპენსირების.
47. ის რაც, უკან ჩამოიტოვე ცხოვრებაში და ის რაც, გელოდება მომავალში – სარკისებრი ანარეკლია იმისა, რაც გავს მოცემულ მომენტში.
48. მოტივაცია უნდა მოდიოდეს შინაგანად. თუ ის არ არის, მაშინ მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ორი: ან არ გაქვს ენერგია ან არ აკეთებ „იმ“ საქმეს.
49. ცხოვრებაში, არასოდეს ცუდ განწყობაზე მყოფმა, არ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები.  დასაწყისში შეეცადე დამშვიდდე და ამის მერე, გადაწყვიტე რას იზამ.
50. წაიკითხე ფოსტა,  Facebook-ი –  2-ჯერ დღეში, მაქსიმუმ.
51. სიტვები აშენებენ და სიტყვები ანგრევენ. ამოირჩიე ისინი, სიყვარულით და მგრძნობელობით.
52. გიყვარდეს ადამიანი — ნიშნავს, დაეხმარო რეალიზებაში. თუნდაც ეს დაგიჯდეს, საკუთარ სურვილებზე, უარის თქმის ფასად.
53. დატკბი მარტოობით.
54. არსდროს არის გვიან, ახალი საქმის დაწყება, ახალი ჩვევის დანერგვა და ახალი ჰობის გაჩენა. განაგრძე იმის ძიება, რაც გაგიფართოვებს ხედვას.
55. შესაძლებლობა და უნარი შთააგონო სხვებს მათი პოტენციალის რეალიზება – ყველაზე დიდი ჯილდოა იმათგან, რაც არსებობს.
56. აწარმოე წარმატების დღიური, განსაკუთრებით იმ კატეგორიების მიხედვით, რომელზედაც მუშაობ ყველაზე დიდი ხანი.
57. შეასრულე შეთანხმებები. ამიტომ არ დაპირდე არაფერი . თუ არ ხარ, მის განხორციელებაში 100% დარწმუნებული.
58. განერიდე ჭორებს.
59. თვალყური ადევნე ახალ ამბებს, პოლიტიკას, ეკონომიკას და განვითარდი სფეროს შესაბამისად.
60. მაგრამ, გახსოვდეს ცხოვრების აზრი სხვა რამეშია — სამყაროს ხედვის, კანონების ღრმა გააზრებაში და მათ მიმდევრობაში.0987

61. «აქტიური და ჭკვიანი ადამიანთაგან იმარჯვებს აქტიური. ხოლო აქტიურთა შორის  — ყველაზე ჭკვიანი». შეუხამე ჭკუა და აქტიურობა ერთმანეთს.
62. გაანალიზე, ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა ცხოვრებაში. რა გაკვეთილი გამოიტანე მისგან?
63. შეწყვიტე იმის კეთება, რაც შენს რეალიზებას არ უწყობს ხელს.
64. იკვებე, რაც შეიძლება მეტი უჯრედისი პროდუქტებით (უმი ხილი, ბოსტნეული) და სასარგებლი ცხიმებით.
65. რაც მეტად კარგია ჯანმრთელობის მდგომარეობა, მით მეტია ენერგია, ეს კი ნიშნავს, მით მეტი სარგებლობა მოგაქვს, ამ ქვეყნიერებისთვის.
67. გაწყვიტე დამოკიდებულებების ჯაჭვი. იყავი დამოუკიდებელი და მიეცი სრული თავისუფლება მათ, ვინც გიყვარს.
68. კვირაში ერთხელ, მიეცი თავს უფლება არაფერი აკეთო. სავარაუდოდ ეს იქნება ყველაზე ბედნიერი, სავსე და პროდუქტიული დღეები შენს ცხოვრებაში.
69. მნიშვნელივანი შემოქმედებითი საქმე აკეთე პიკურ მდგომარეობაში.
70. დაკავდი შემოქმედებით,  ნუ მოცდები სასწრაფო, მაგრამ უმნიშვნელო რამეებზე.
71. გახსოვდეს სულიერის და მატერიალური ბალანსზე. ნუ გაგიტაცებს ერთი და არ გადაგავიწყდეს მეორე.
72. შეისწავლე, გამოჩენილი ადამიანების ცხოვრება.
73. შეიქმენი ყველაზე ნიჭიერი და ბედნიერი ადამიანების გარემოცვა, როგორის პოვნასაც შეძლებ.
74. არასდროს არფერი აიღო ადამიანისაგან თუ არ ხარ მზად, მისცე ის, რასაც შენგან ითხოვს ან ელოდება.
75. თუ შენ გიღალატეს, ამაში შენ ხარ დამნაშავე.
76. რაც მეტად რთული აღმართია, მით მეტად მტკივნეულია დამარცხება, რომელიც ზოგჯერ მას მოჰყვება. იყავი მზად ამისათვი. (შეიქმენი ზურგი და სანდო გუნდი).
77. დამარცხებები გარდაუვალია. ისინი შენი მთავარი მასწავლებლები არიან. გიყვარდეს ისინი.
78. რაც მეტად მძიმეა ჩავარდნა, შემდეგი გამარჯვებისთვის მოგიწევს სერიოზული მუშაობა. სწორედ, უმძიმესი დამარცხების და მომავალი გამარჯვების აღმართზე, ხდება ნამდვილ წარმატებისთვის გარადტეხა.
79. იყავი გახსნილი ადამიანებთან, რომლებიც სულიერად ახლოს დგანან შენთან და დახურული, ვინც შორს დგანან შენი ფასეულობებისგან.
80. ყოველთვის, დააფიქსირე ყველა მოლაპარაკება წერილობითი სახით. ზოგჯერ, ადამიანებს ავიწყდებათ რა მოილაპარაკეთ ან „ავიწყდებათ“.
81. ხელგაშლილ ხალხათან იყავი ხეგაშლილი.  ძუნწებთან – ძუნწი. მაშინ არ დაარღვევ ენერგიების ურთიერთგაცვლის კანონს.
82. ბევრი რომ გასცე ადამიანებზე, საჭიროა ბევრი და ხარისხიანი აიღო ცხოვრებისგან. ეს შეიძლება იყოს ხარისხიანი საკვები, ხარისხიანი დასვენება, სპორტი, საუნა, ცურვა, მზე, ურთიერთობები.
83. დაიმახსოვრე, ცხოვრებაში არსებული „შავი ზოლი შეიძლება გახდეს, ასაფრენი ხაზი“.
84. ყველაფრის მიმართ გქონდეს კეთილშობილური დამოკუდებულება.
85. ანვითარე შიდა საზღვრები — სიბრძნე, ღირსება და კეთილშობილება.
86. არ მიაქციო ყურადღება შენი წარსულიდან ადამიანებს. რადგან, ყოველთვის არის მიზეზი, რის გამოც ისინი არ იქნებიან შენს მომავალში.
87. ყველაზე კარგი ინვესტიცია — ეს ინვესტიციაა სწავლაში დაურთიერთობებში.
88. «კედელი — ესეც საფეხურია. უბრალოდ იქამდე უნდა გაიზარდო».
89. ცხოვრების ბოლოს, შენ უფრო მეტად იმაზე ინანებ – რაც არ გააკეთე, ვიდრე იმაზე – რაც გააკეთე.
90. «ზოგჯერ წინ გადადგმული ნაბიჯი,  წიხლის ამორტყმის შედეგია». ის ადამიანები, რომლებმაც „შენს საქმეში“ მიაღწიეს წარმატებას, შეიძლება გამოგადგეთ, სწორედ, ამ სამოტივაციო „წიხლად“.
91. რაც მეტი პასუხისმგებლობა გაქვს, მით მეტი ძალაუფლება გაქვს. რაც მეტი ძალაუფლება გაქვს, მით მეტი შესაძლებლობაა დაეხმარო სხვა ადამიანებს. რაც მეტ ადამიანს ეხმარები, მით მეტად ბედნიერი ხდები.
92. რეგულარუად დაალაგე ცხოვრება და „დაუნდობლად“ მოიშორე ნაგავი.
93. ყოველთვის დააფიქსირე ადამიანებისგან რას ელოდები და გაიაგე, მათი მოლოდინების შესახებ, შენთან მიმართებაში ან დადე პირობა. 99 % ჩხუბის და წყენების  წარმოიქმნება, სწორედ, მეორე მხრიდან მოლოდინების გაუგებრობისგან.wYd8MfGVYBI
94. ცხოვრება ველოსიპედის ტარებასავითაა: თუ შენ გიჭირს, გამოდის, რომ ადიხარ აღმართზე.
95. რეგულარულად წადი გააზრებულ და გათვლილ რისკზე.  ეს წვრთნის ხასიათს და ინტუიციას.
96. ყველაზე მცირე, თვეში ერთხელ იყოდე ახალი კაბა ან ფეხსაცმელი ან აქსექსუარი. უკიდურეს შემთხვევაში იყიდე ტექნიკიდან რამე. მაგრამ არ შეწყვიტო საკუთარი თავის გახარება მატერიალური რამეებით. შენ ხომ – ქალი ხარ!
97. მადონა — მაგალითია, თუ როგორ შეიძლება გახდე საუპერვალსკლავი, განსაკუთრებული ნიჭის გარეშეც. დედა ტერეზა – როგორ შეიძლება შეცვალო სამყარო, მსახურებით. ოპრა – როგორ გადალახო ნებისმიერი წინააღმდეგობა და გახდე ყველაზე გავლენიანი ქალი, ტელევიზიაში. დევა პრემალი –  მუსიკის საშუალებით, როგორ განკურნო ადამიანების სული. გახსოვდეს, თითოეული ამ ქალის უნიკალურობა და განავითარე შენი ინდივიდუალურობა.
98. ქალის მთავარი ამცანა — სიყავრულის სწავლა, სიმყუდროვის, თბილი და კეთილგანწყობილი ატმოსფეროს შექმნა ყველგან, სადაც არ უნდა იყოს და რასც არ უნდა აკეთებდეს.
99. გიყვარდეს ყველა,  იმეგობრე რამდენიმესთან, იყავი ერთთან.
100. ბედნიერება — შენი ცხოვრების სფეროებში, მაქსიმალური რეალიზაციაა.

მადლობა, რომ ბოლომდე დარჩით და წაიკითხეთ.

თითოეული ზემოთცამოთვლილი, კარგად გასააზრებელი და ცხოვრებაში დასანერგია. მინდა გთხოვოთ : კომენტარებში დაწეროთ, რომელი მოგეწონათ, რომლის დანერგვას შეუდგებით ამ წუთიდანვე.

წარმატებები

მასალაზე იმუშავა:

თამარ კვარაცხელიამ

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(791)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

არ დაგავიწყდეს მთავარი (იგავი)

უღარიბესი ქალი პატარა ბავშვით ხელში, გზას მიუყვებოდა, როცა გვერდზე მდგომი ტრაქტირიდან ხმა მოესმა: «შემოდი და აიღე ყველაფერი რაც მოგესურვება, მაგრამ არ დაგავიწყდეს


როდესაც გავიზრდებით, მივხვდებით, რომ…..

როდესაც გავიზრდებით, მივხვდებით, რომ ის ერთადერთი ადამიანიც კი, რომელსაც არასდროს უნდა ეტკინა ჩვენთვის გული — გვატკენს. შენ გეტკინება და ატკენ


ტყუილა არავინ ცხოვრობს, ყველას აქვს მისია

ამ ცხოვრებაში არაფერია მუდმივი… სიხარულსაც, ბედნიერებასაც თავის ვადა აქვს, ჩვენც არ ვართ მუდმივები, ერთადერთი რამ, რაც მუდმივია — ეს რის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*