«ცხოვრების არსის საიდუმლო» – შენი შინაგანი ხმა | Jolo.ge


«ცხოვრების არსის საიდუმლო» – შენი შინაგანი ხმა

«ცხოვრების არსის საიდუმლო» – შენი შინაგანი ხმა

იცი თუ არა, რა ძალა აქვს შენს შინაგან ხმას, რა სასწაულებს ახდენს და როგორ უნდა მოუსმინო მას? — ამ და სხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე, ავსტრიაში მოღვაწე ქოუჩი, ნინო ძიძიგური გვესაუბრება და წარმატების მაძიებელთათვის, საინტერესო პროგრამას გვთავაზობს.

ნინო ძიძიგური: ჩემს პროგრამას „ცხოვრების არსის საიდუმლო“ დავარქვი , როცა ამ სახელს ვარქმევდი, ვფიქრობდი, რომ ადამიანებს ცხოვრების არსის პოვნაში ვეხმარებოდი, თუმცა, მაინც რაღაც მაკლდა… ერთხელაც, გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის მომესმინა და აღმოვაჩინე, რომ ცხოვრების არსის საიდუმლო ნაპოვნია და საკუთარი თავის მოსმენასა და ამ მოსმენილის რწმენაში მდგომარეობს. მე  კი ადამიანებს ამ პროგრამით რეალურად იმაში ვეხმარები, რომ საკუთარი თავის მოსმენა და მისი დაჯერება ისწავლონ…

ეს არის ჩვენი შინაგანი ხმა, რომელიც აბსოლუტურად ყველას გვესმის, მაგრამ არ ვუსმენთ, არ ვიჯერებთ…  მეც ყოველთვის მესმოდა, ბავშვობაშიც კი, მაგრამ ვერ ვხვდებოდი რა იყო, ვერც ვერავისთან ვამბობდი… მერეც ხშირად ვაიგნორებდი და სხვების აზრს უფრო ვითვალისწინებდი… არადა სწორედ ჩვენი შინაგანი ხმა არის ჩვენი მთავარი განძი და ცხოვრების არსის საიდუმლო, რომელსაც აუცილებლად უნდა მოუსმინო, უნდა ენდო, დაუჯერო და მერე სასწაულებიც ხდება…

– როგორ უნდა მოვუსმინოთ შინაგან ხმას, ან როგორ უნდა გაარჩიო რომელია, მაშინ როცა თავში უამრავი ქაოტური ფიქრი გვიტრიალებს? ამისთვის რამე ტექნიკა, მედიტაცია, თუ კიდევ რაღაც სხვა ხერხი არსებობს?…

— იგრძნობ და უბრალოდ უნდა ენდო… მედიტაციაც ერთ-ერთია, მაგრამ მედიტაციამდე მისვლაა საჭირო. საკუთარი თავის მოსმენა მცირედით უნდა დავიწყოთ. აუცილებელია ამაზე მუშაობა. პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმა. შეიძლება ისეთი პასუხიც მიიღო, რისი მოსმენაც საერთოდ არ გინდა, მაგალითად შეიძლება შენმა შინაგანმა ხმამ გთხრას – «მე მეუღლესთან არ მინდა ცხოვრება, ეს ტანჯვაა, თავის მოტყუებაა»…  მაგრამ იმდენად შეჩვეული ხარ ამ ყოფას და იმდენად «შენად» თვლი, რომ შეიძლება შინაგან ხმას არ მოუსმინო, არ ენდო, არ გაყვე, დააიგნორო და ისევ იმ ტყუილში დარჩე, რომელშიც ცხოვრობ… არადა რომ გაჰყოლოდი «გაგათავისუფლებდა».

–საინტერესოა, მაგრამ ბევრისთვის ალბათ რთული… შენ როგორ შეძელი ეს?

მახსოვს კარპატებში ყოფნისას, ცნობილი უკრაინელი ტრენერის, ნიკოლაი ლატანსკის ერთ-ერთ ტრენინგზე «ცხოვრება მომენტში», აღმოვაჩინე, რომ ასე საქვეყნოდ აღიარებული ლატანსკი, არის უბრალო ადამიანი, რომელიც უსმენს საკუთარ თავს, მიყვება მას და ამით განსხვავდება სხვებისგან. მაშინ გავიფიქრე — ეს ჩვენც გვაქვს, ჩვენც შეგვიძლია, უბრალოდ საკუთარი თავის მოსმენის გამბედაობაა საჭირო!

მე სანამ აქამდე მოვიდოდი ძალიან ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე, პიროვნული ზრდა და განვითარებაც ძალიან დამეხმარა და ახლა უკვე ჩემს პროგრამაში სწორედ ის გზაა რაც მე გავიარე. ადამიანებს ვეხმარები იმაში, რომ საკუთარი თავის მოსმენა შეძლონ, ვასწავლი როგორ გაყვნენ შინაგან ხმას და როგორ დაუჯერონ მას.  რთულიაო თქვით, არადა ცხოვრება ბევრად ადვილი ხდება, როცა საკუთარი თავის მოსმენას სწავლობ.

— ყოველთვის სიმართლეს გვეუბნება ჩვენი შინაგანი ხმა? არ გვატყუებს?

მთვარია მოუსმინო ნდობით. მთლიანად უნდა მოგიცვას ნდობამ და თუ ამას გააკეთებ აუცილებლად აღმოაჩენ იმ პასუხს, რომელიც შენშია, ამას იგრძნობ და აგავსებს. არანაირი ლოგიკა არ უნდა ჩართო და არანაირი გამართლება არ უნდა ეძებო, იმისი, თუ რატომ მოვიდა ეს პასუხი. ის მოვიდა იმ მომენტში, იმიტომ რომ გჭირდებოდა… პროგრამაში მაქსიმალურად ამ გრძნობებზეა დაყრდნობილი თითოეული მოდული. მთავარია ვიგრძნოთ და შიგნიდან მოვუსმინოთ პასუხს და არა ფიქრების დონეზე. რადგან ფიქრი არ ვართ ჩვენ. ამიტომ რას ფიქრობ?! — ეს შეკითხვა ზედმეტია. მთვარაია რას ვგრძნობთ.

— თუ შეიძლება პროგრამის შესახებ კიდევ უფრო დეტალურად გვითხარით

პროგრამა სულ 10 მოდულისგან შედგება. დასაწყისში ვაფიქსირებთ თუ სად ვართ ახლა, ცხოვრების რა ეტაპზე და ამა თუ იმ სფეროში რა გვჭირდება. პატარ-პატარა ნაბიჯებით ვიწყებთ ჩვენი სურვილების მოსმენას, ეტაპობრივად ვერკვევით რა არის მიზიდულობის კანონი, მედიტაცია, ბალანსი…  ვსწავლობთ მიზნების დასახვას, მათ რეალიზებას, ნეგატიური ფიქრების პოზიტიურით შეცვლას. ასევე ვსწავლობთ როგორ უნდა შევძლოთ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის 100%–ით აღება და რა დიდი ძალა აქვს ამის ჩვევად დანერგვას… ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოდული არის «ფინანსური ინოვაცია», ეს მოდული რადიკალურად შეცვლის იმ ფინანსურ პროგრამებს, რომლებიც ბავშვობიდან მოგვყვება და ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე გამუდმებით გვიშლის ხელს.

პარალელურად თითოეულ მონაწილეს ჩემთან ექნება 5 ინდივიდუალური ქოუჩ–სესია და ერთი ბონუს-სესია კურატორთან.

ჩატარდება 3 ვებინარი მოწვეულ სტუმრებთან:

თინათინ ბასილაია — ფსიქოლოგი, ქოუჩი, სპიკერი, ტრენერი და ბაირონ ქეითის “სამუშაოს” ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
მარინა კვატაია — ჰათჰა და კუნდალინი იოგას ინსტრუქტორი.
მზევინარ თოფაძე — სოციალ მუშაკი და არტ თერაპევტი.

მიღებული გამოცდილებიდან და მონაწილეების შედეგებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ეს პროგრამა  ცხოვრებას რადიკალურად ცვლის, რადგან აქ სწავლობ ყველაზე მთავარს, საკუთარი ხმის მოსმენას, გაგებას და ამის დაჯერებას. ეს კი ყველაზე ნამდვილი გზაა ცხოვრების არსის საიდუმლოს შესაცნობად.

✅ ონლაინ პროგრამა «ცხოვრების არსის საიდუმლო» იწყება 28 მაისს  👉   https://bit.ly/2W7Zp3L

რეგისტრაცია დაწყებულია  👉  https://bit.ly/3cju7g1

ან მოგვწერეთ 👉 Nino Dzidziguri — ნინო ძიძიგური

ნანახია:(347)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

მანდალათერაპია — მიიღე მნიშვნელოვანი მესიჯები საკუთარი ქვეცნობიერიდან

მანდალა სათავეს ინდური და ბუდისტური კულტურებიდან იღებს. მანდალა,- ნახატი წრეში, რომელსაც აქვს ცენტრი, საიდანაც იშლება სხვადასხვა პერსპექტივა. 🔴 იუნგმა ყურადღება


კლუბი მათთვის, ვინც ბედნიერებას და წარმატებას ეძებს

…სამყარო ის ადგილია, სადაც ჩენ დაბეჯითებით ვეძებთ იმ კარს, რომლის მიღმაც ის არის რასაც ვეძებთ. როდესაც ამ კარს იპოვნით, უმნიშვნელოვანესია


მოზარდთა პიროვნული ზრდის ტრენინგი თქვენი შვილებისთვის — ,,გაიცანი საკუთარი თავი“

საბედნიეროდ პიროვნული ზრდის საკითხებით დაკავება დღეს საქართველოში აქტუალური გახდა და ძალიან სასიამოვნოა ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გარდა, უამრავი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<