«ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება»… | Jolo.ge


«ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება»…

«ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება»…

ბაბუა და შვილიშვილი გზაზე მიდიოდნენ. კაცი ცხენზე იჯდა, ხოლო შვილიშვილი, პატარა ბიჭი კი ცხენს წინ მიუძღვებოდა. მოულოდნელად მათ წინ გამვლელი შემოხვდათ.

– ეს ამხელა კაცი უსირცხვილოდ ცხენზე ზის, ხოლო პატარა ბავშვი კი ფეხით მოდის. საწყალი ბავშვი, როგორ დაღლილა, მისი შიშველი ფეხები მზით გახურებულ მიწას ვეღარ უძლებენ, – თავისთვის ჩაილაპარაკა გამვლელმა.

მაშინ მოხუცი ჩამოქვეითდა და ცხენზე ბავშვი შესვა, თვითონ კი ცხენს წინ გაუძღვა. მათ მეორე გამვლელი შემოხვდათ:

– როგორ არ გრცხვენია, – უთხრა გამვლელმა ცხენზე მჯდომ ბავშვს, – შენ ცხენზე წამომჯდარხარ, ეს მოხუცი, თეთრწვერიანი კაცი კი ფეხით მოდის.

ბავშვს შერცხვა და სთხოვა მოხუც პაპას, რომ ცხენზე მასთან ერთად შემჯდარიყო. მოხუცი ბიჭს უკან მიუჯდა და ორივე ცხენზე ამხედრებულებმა განაგრძეს გზა.

მალე მათ მესამე გამვლელი შემოხვდათ.

– საწყალი ცხოველი, ჩუმი, უტყვი, რახან მას ლაპარაკი არ შეუძლია, ასე უნდა გაიმეტოთ. ორივე წამომჯდარხართ ცხენზე და არ ფიქრობთ, რომ მას არ შეუძლია ერთდროულად თქვენი ტარება.

მაშინ მოხუცი ცხენიდან ჩამოქვეითდა და შვილიშვილსაც უბრძანა ჩამოსვლა. ისინი ფეხით გაუძღვნენ ცხენს და ასე გააგრძელეს გზა. გარკვეული მანძილი რომ გაიარეს მათ კიდევ

შემოხვდათ გამვლელი, რომელმაც დასცინა მოხუცსა და შვილიშვილს:

– ცხენს არავითარი ტვირთი არ ჰკიდია და ესენი ფეხით მიჰყვებიანო. აი, ნამდვილი სულელები.

მაშინ, მოხუცი მოუბრუნდა პატარა ბავშვს, მხარზე ხელი დაადო და უთხრა:

– ცხოვრებაში რაც არ უნდა გააკეთო, ყოველთვის გამოჩნდება ვიღაც, ვისაც შენი საქციელი არ მოეწონება. სჯობს ყოველთვის გქონდეს საკუთარი აზრი და ყოველთვის შენ უნდა გადაწყვიტო რა უნდა გააკეთო.

ნანახია:(463)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ცხენი

Related Articles

ეს ტექსტი პორტუგალიის რამდენიმე სკოლაში გამოაკრეს

საყვარელო მშობლებო! — ჩვენ გვინდა თქვენ შეგახსენოთ, რომ ჯადოსნური სიტყვები, როგორებიცაა: გამარჯობა, მადლობა, არაფრის და ბოდიში , პირველ რიგში სახლში


7 გზა სტრესთან გასამკლავებლად…

სტრესული სიტუაციები ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში არსებობს და ხშირად წარმოუდგენლად გვეჩვენება მათი თავიდან არიდება, თუმცა არსებობს რამდენიმე გზა იმისთვის, რომ გავუმკლავდეთ


„სიყვარული უძლიერესი ძალაა, რადგან არ გააჩნია საზღვრები“ — ალბერტ აინშტაინი

ალბერტ აინშტაინის წერილი თავის შვილს – ლისერლის — არსებობს ძალიან ძლიერი ძალა, რომელსაც მეცნიერებამ აქამდე ვერ მოუძებნა ახსნა. ეს ძალა


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*