ცხოვრება ყავის ფინჯანს ჰგავს… | Jolo.ge


ცხოვრება ყავის ფინჯანს ჰგავს…

ცხოვრება ყავის ფინჯანს ჰგავს…

კურსდამთავრებულთა მცირე ჯგუფი თავის ძველ პროფესორს ეწვია სტუმრად. მათ დაიწყეს თავიანთი სტუდენტობის შემდგომი ისტორიების მოყოლა. ყველას ამბავი რაღაცით გავდა ერთმანეთს. ისინი ამბობდნენ, რომ ჰქონდათ მძიმე სამუშაო, ცოტა თავისუფალი დრო, სტრესი და უამრავი ამდაგვარი პრობლემა.

პროფესორმა სტუდენტებს ყავა შესთავაზა. იგი დროებით სამზარეულოში გავიდა და ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა ყავასთან და სხვადასხვა სახის ფინჯნებთან ერთად.

ფინჯანთაგან ზოგი ძვირადღირებული იყო და ზოგი იაფი. ზოგი მათგანი უბრალოდ გამოიყურებოდა, ზოგი კი სოლიდურად.

როდესაც ყველა სტუდენტმა დაისხა ყავა თავის სასურველ ფინჯანში, პროფესორმა თქვა:

თუ შეამჩნიეთ, თითოეულმა თქვენგანმა მხოლოდ ის ფინჯანი აირჩია, რომელიც ლამაზად და ძვირადღირებულად გამოიყურებოდა. ყველამ თვალი აარიდეთ მათ, რომლებიც იაფად და უბრალოდ მოგეჩვენათ.

ჩვენ ჩვენთვის მხოლოდ საუკეთესო გვსურს და სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემებისა და სტრესის მთავარი მიზეზი.

ფინჯანი ყავის ხარისხს არ განსაზღვრავს და ხშირად იგი ბევრად უფრო ძვირია იმაზე, რასაც ვსვამთ.ის რაც ნამდვილად გსურდათ იყო ყავა და არა ფინჯანი, თუმცა ყველამ შეგნებულად აირჩიეთ საუკეთესო და ამის შემდეგ ერთმანეთს დაუწყეთ ყურება იმის გასაგებად, თუ ვის შეხვდა უფრო უკეთესი.

ცხოვრება ყავაა და სხვა ყველაფერი (სამსახური, ფული, საზოგადოებრივი და სოციალური მდგომარეობა) მის ფინჯანს გავს. ისინი მხოლოდ საშუალებებია იმისა, რომ ვიცხოვროთ.

და ხშირად, როდესაც ჩვენ კონცენტრირებას ვახდენთ, მხოლოდ ფინჯანზე( ფულზე, სამსახურზე და ა.შ) ვკარგავთ იმის საშუალებას, რომ სიამოვნება მივიღოთ ყავისაგან ( ცხოვრებისგან). ბედნიერ ადამიანებს სულაც არ აქვთ ყველაფერი საუკეთესო, მათ უბრალოდ შეუძლიათ დაინახონ საუკეთესო იმაში, რაც აქვთ.

იცხოვრე უბრალო და კეთილი ცხოვრებით, გულწრფელად გიყვარდეს და ზრუნავდე საყვარელ ადამიანებზე, აი რა არის ბედნიერება..

 

ნანახია:(236)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

გენიალური ვირთხების მარათონი — ექსპერიმენტი და შედეგი, რომელიც ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ…

რა გავლენა აქვს ფიქრს და როგორ მოქმედებს ის არა მარტო საკუთარ, არამედ თქვენი შვილებისა და ახლობლების ცხოვრებაზე – ამას, წარმატების


მის მიღმა კი ჩვენ ვართ ნამდვილები, ბედნიერები, მშვიდები, თავისუფლები …

რისი მჯერა? ✨☀️✨ მჯერა იმის, რომ თითოეული ჩვენგანი იმსახურებს იყოს ბედნიერი და რომ ბედნიერება ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა ✨💛🌈☀️🌈💛✨ უბრალოდ ამის


ფსიქოენერგეტიკული აიკიდო — იმისთვის რომ ბევრად უკეთ იცხოვრო …

ეს ტექნიკა, რომლის ავტორიც გახლავთ ცნობილი უკრაინელი ფსიქოლოგი ვალერი სინელნიკოვი,  არის გარემომცველ სამყაროსთან ეფექტური ურთიერთქმედების ხელოვნება და მისი სრულყოფილად დაუფლებისთვის


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*