«ცხოვრება შეზღუდვების გარეშე» ანუ ოცნებები სრულდება!

by admin | 4 декабря, 2019 15:36

⚜ ყველას ცხოვრებაში დგება ის მდგომარეობა, ფიქრების მთელი არმია რომ გვიტრიალებს თავში. უკეთესი ცხოვრება გვინდა, შეცვლით კი ვერაფერს ვცვლით. ერთი და იგივე გარემოებების და მოვლენების გარშემო ვტრიალებთ, ვერაფრით ვხვდებით როგორ უნდა გამოვაღწიოთ ამ ლაბირინთიდან.

ადამიანების უმრავლესობა ასეთ სიტუაციაში უამრავ შეცდომას უშვებს, რის შედეგადაც არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად მძიმდება. იმაზე ფიქრს ვიწყებთ როგორ უნდა შევცვალოთ გარემო, სამსახური, საცხოვრებელი ადგილი, ზოგიერთი საყვარელი ადამიანის შეცვლაზეც კი ფიქრობს.

ამ დროს მთავარი რამ გვავიწყდება, უნდა შევცვალოთ ცნობიერება და მოვლენებს უნდა შევხედოთ სხვა კუთხით, უნდა მოვიცილოთ ის რწმუნებულებები, რომლებიც ბავშვობიდან გვაქვს და იმდენად ღრმად აქვს ჩვენში ფესვები გადგმული სხვანაირად ვერც კი წარმოგვიდგენია ცხოვრება.

დროა განთავისუფლდეთ.
თუ რაიმეს მიღწევას ცდილობთ, თუ გინდათ წარმატების მწვერვალზე ასვლა, ამისთვის პირველ რიგში საკუთარ თავზე მუშაობა მოგიწევთ.

გინდათ იყოთ ბედნიერი?
მოიძიეთ ის რესურსები და ტალანტები რომლებიც გაქვთ, მაგრამ დიდი ხნის წინ დაივიწყეთ, იფიქრეთ იმაზე რა გინდათ, რისი კეთება გაგხდით ბედნიერს, თუნდაც ეს რაღაც ყველანაირ ლოგიკას სცდებოდეს.

დაძლიეთ შიში რიმელიც აუცილებლად გამოჩნდება, შიში ნისლივით იფანტება როდესაც მის პირისპირ აღმოჩნდებით.

არასოდეს მოუსმინოთ ადამიანებს რომლებიც აუცილებლად დაგიწყებენ მტკიცებას, რომ არ გამოგივათ, ის რომ უკვე გვიანია, ნუ მისცენთ მათ უფლებას, უარი თქვათ თქვენს ოცნებაზე.

კონცენტრირება მოახდინეთ შედეგზე, წარმოიდგინეთ თქვენი თავი საბოლოო შედეგით, რას იგრძნობთ მაშინ, როდესაც თქვენი მიზანი რეალიზდება?!
ეს იმდენად შთამბეჭდავია წარმოდგენაც კი აბედნიერებს ადამიანს.

იქონიეთ დაუოკებელი წინსვლის წყურვილი, ნუ დაელოდებით ხვალინდელ დღეს, ახლა დაიწყეთ… გადადგით სულ პირველი ნაბიჯი…. არ გაჩერდეთ! წააგებთ?? მერე რა წაგება უფრო დიდი მოტივაცია რომ თავიდან დაიწყოთ და არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ…. ეს გამარჯვებული ადამიანის თვისებაა, ადამიანის რომელმაც იცის რომ წაგება არაფერია, თუ არა მოგებამდე ახალი
გამოცდილების შეძენა.

ყველას შეუძლია გახდეს გამარჯვებული… ყველა ადამიანშია გენიოსი, ვინ იცის რამდენ ადამიანს დაეხმარება თქვენი ტალანტები.

დაარწმუნეთ საკუთარი თავი რომ არაფერია შეუძლებელი და თქვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურად მოხდება ისეთი რაღაცეები რაც რწმენას კიდევ უფრო გაგიმყარებთ.

მალე ჩემი ტრენინგი
«ცხოვრება შეზღუდვების გარეშე» ანუ ოცნებები სრულდება!

სალომე გოგეშვილი

მეორედდაბადებული

ნანახია:(1759)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/cxovreba-shezgudvebis-gareshe/