«ცხოვრება შეზღუდვების გარეშე» ანუ ოცნებები სრულდება! | Jolo.ge


«ცხოვრება შეზღუდვების გარეშე» ანუ ოცნებები სრულდება!

«ცხოვრება შეზღუდვების გარეშე» ანუ ოცნებები სრულდება!

⚜ ყველას ცხოვრებაში დგება ის მდგომარეობა, ფიქრების მთელი არმია რომ გვიტრიალებს თავში. უკეთესი ცხოვრება გვინდა, შეცვლით კი ვერაფერს ვცვლით. ერთი და იგივე გარემოებების და მოვლენების გარშემო ვტრიალებთ, ვერაფრით ვხვდებით როგორ უნდა გამოვაღწიოთ ამ ლაბირინთიდან.

ადამიანების უმრავლესობა ასეთ სიტუაციაში უამრავ შეცდომას უშვებს, რის შედეგადაც არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად მძიმდება. იმაზე ფიქრს ვიწყებთ როგორ უნდა შევცვალოთ გარემო, სამსახური, საცხოვრებელი ადგილი, ზოგიერთი საყვარელი ადამიანის შეცვლაზეც კი ფიქრობს.

ამ დროს მთავარი რამ გვავიწყდება, უნდა შევცვალოთ ცნობიერება და მოვლენებს უნდა შევხედოთ სხვა კუთხით, უნდა მოვიცილოთ ის რწმუნებულებები, რომლებიც ბავშვობიდან გვაქვს და იმდენად ღრმად აქვს ჩვენში ფესვები გადგმული სხვანაირად ვერც კი წარმოგვიდგენია ცხოვრება.

დროა განთავისუფლდეთ.
თუ რაიმეს მიღწევას ცდილობთ, თუ გინდათ წარმატების მწვერვალზე ასვლა, ამისთვის პირველ რიგში საკუთარ თავზე მუშაობა მოგიწევთ.

გინდათ იყოთ ბედნიერი?
მოიძიეთ ის რესურსები და ტალანტები რომლებიც გაქვთ, მაგრამ დიდი ხნის წინ დაივიწყეთ, იფიქრეთ იმაზე რა გინდათ, რისი კეთება გაგხდით ბედნიერს, თუნდაც ეს რაღაც ყველანაირ ლოგიკას სცდებოდეს.

დაძლიეთ შიში რიმელიც აუცილებლად გამოჩნდება, შიში ნისლივით იფანტება როდესაც მის პირისპირ აღმოჩნდებით.

არასოდეს მოუსმინოთ ადამიანებს რომლებიც აუცილებლად დაგიწყებენ მტკიცებას, რომ არ გამოგივათ, ის რომ უკვე გვიანია, ნუ მისცენთ მათ უფლებას, უარი თქვათ თქვენს ოცნებაზე.

კონცენტრირება მოახდინეთ შედეგზე, წარმოიდგინეთ თქვენი თავი საბოლოო შედეგით, რას იგრძნობთ მაშინ, როდესაც თქვენი მიზანი რეალიზდება?!
ეს იმდენად შთამბეჭდავია წარმოდგენაც კი აბედნიერებს ადამიანს.

იქონიეთ დაუოკებელი წინსვლის წყურვილი, ნუ დაელოდებით ხვალინდელ დღეს, ახლა დაიწყეთ… გადადგით სულ პირველი ნაბიჯი…. არ გაჩერდეთ! წააგებთ?? მერე რა წაგება უფრო დიდი მოტივაცია რომ თავიდან დაიწყოთ და არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ…. ეს გამარჯვებული ადამიანის თვისებაა, ადამიანის რომელმაც იცის რომ წაგება არაფერია, თუ არა მოგებამდე ახალი
გამოცდილების შეძენა.

ყველას შეუძლია გახდეს გამარჯვებული… ყველა ადამიანშია გენიოსი, ვინ იცის რამდენ ადამიანს დაეხმარება თქვენი ტალანტები.

დაარწმუნეთ საკუთარი თავი რომ არაფერია შეუძლებელი და თქვენს ცხოვრებაში, ყოველდღიურად მოხდება ისეთი რაღაცეები რაც რწმენას კიდევ უფრო გაგიმყარებთ.

მალე ჩემი ტრენინგი
«ცხოვრება შეზღუდვების გარეშე» ანუ ოცნებები სრულდება!

სალომე გოგეშვილი

მეორედდაბადებული

ნანახია:(1729)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ხვალ ან ორშაბათს კი არა, დღეს, ახლა ამ წუთიდან“…..

სანამ მიზნამდე მივალთ მთავარი ის გზაა რომლსაც მიზნამდე მივყავართ… გზა რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავიაროთ👣👣ტკივილით, უძილობით, ოფლის ღვრით. წარმოუდგენლად დიდი შრომაა


„როცა თავის შეცოდებას, თვითგვემას მოეშვები, შენთვის ახალი სამყარო გადაიშლება“…

საოცარია! ამ სამყაროში რაღაც კანონზომიერებით როგორ ლაგდება ქაოსი. თითქოს უხილავი შემოქმედი ერთი ფუნჯის მოსმით ამყარებს წესრიგს, აცოცხლებს მიძინებულ, გახუნებულ სამყაროს?


„აუცილებლად უნდა გადამარჩინოთ!! არა არ უნდა მოვკვდე“…

„ნუ გეშინია… ნუ გეშინია… უცნობი ადამიანის ხმა ჩამესმის. ბურუსში ვარ, ღმერთო ნეტავ სად ვარ?! ან სხეულს რატომ ვერ ვგრძნობ, ან


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*