ცხოვრება ეს არჩევანია, აირჩიე ბედნიერება | Jolo.ge


ცხოვრება ეს არჩევანია, აირჩიე ბედნიერება

ცხოვრება ეს არჩევანია, აირჩიე ბედნიერება

«ფრაზები, რომლებსაც სიკვდილის წინ ყველაზე ხშირად ამბობენ.»

პალიატური მკურნალობის დარგში ვმუშაობდი. ჩემს პაციენტებთან ერთად ცხოვრების ბოლო 2-3 თვეს ვატარებდი. როდესაც მათ ვეკითხებოდი თუ რას ნანობდნენ და რის შეცვლას ისურვებდნენ ყველაზე მეტად, მათი პასუხები ასეთი იყო:

ნეტავი მქონოდა იმის გამბედაობა, რომ ისე კი არ მეცხოვრა, როგორც სხვები მოელოდნენ ჩემგან, არამედ ისე, როგორც მე მსურდა.

— მათში ეს ყველაზე გავრცელებული ფრაზა იყო. გარდაიცვალნენ იმის ცოდნით, რომ მათი სურვილების ასრულება დამოკიდებული იყო იმ არჩევანზე, რომელიც მათ გააკეთეს ან არ გააკეთეს.

ნეტავი ასე მძიმედ არ მემუშავა!

— ამას თითქმის ყველა მომაკვდავი ამბობდა, რომელსაც მე ვუვლიდი. ცხოვრების გამარტივება და გონივრული არჩევნის გაკეთება გვიჩვენებს, რომ ბევრად ნაკლები გვჭირდება, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.

ნეტავი მქონოდა იმის გამბედაობა, რომ ჩემი გრძნობები გამომეხატა.

— ბევრი ადამიანი გულში ინახავდა თავის გრძნობებს, შედეგად, ბევრის ცხოვრება იყო უღიმღამო და ისინი არასოდეს გამხდარან ის ადამიანები, ვინც შეეძლოთ ყოფილიყვნენ.

ნეტავი ჩემს მეგობრებთან უფრო ახლო ურთიერთობა მქონოდა.

— ძალიან ბევრი მძიმედ წუხდა იმის გამო, რომ მეგობრობას არ დაუთმეს იმდენი დრო და ძალისხმევა, რამდენსაც ის იმსახურებდა, სიცოცხლის ბოლო კვირას კი ადამიანს მხოლოდ სიყვარული და ურთიერთობა რჩება.

ნეტავი საკუთარი თავისთვის ბედნიერების უფლება მიმეცა.

— ბევრი ადამიანი ბოლომდე ვერ ხვდება, რომ ბედნიერება ეს არჩევანია. როდესაც სასიკვდილო სარეცელზე წევხარ, აღარ განაღვლებს სხვების აზრი.

„ცხოვრება ეს არჩევანია. ეს შენი ცხოვრებაა. ამიტომაც, აირჩიე გონივრულად. აირჩიე ბრძნულად. აირჩიე მართებულად. აირჩიე ბედნიერება, რომელსაც შენ იმსახურებ.“

ნანახია:(394)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

იყავი ფხიზლად, კარგად დააკვირდი მოვლენებს …

რთულია, როცა ადამიანი ვერ აანალიზებს რა შედეგი შეიძლება მოყვეს მის ქმედებას. ისიც რთულია შეაგნებინო ადამიანს, რომ მისმა არასწორმა ქმედებამ და


9 ფრაზა, რომელიც ბავშვს არ უნდა უთხრათ!

<p>1. „თავი დამანებე!“ – ამ გზავნილის ვარიანტი ბევრი შეიძლება იყოს: „შემეშვი“, „ხელს ნუ მიშლი“, „ახლა არ მცალია“, „შემეშვი, მაცალე“ და


თუ გსურთ თქვენი ცხოვრება შეცვალოთ…

უამრავი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოვრება ბრძოლის ველია, თუ გსურს რაიმეს მიაღწიო აუცილებელია იბრძოლო ამისთვის და ამ შემთხვევამაც შესაძლოა არ გაამართლოს.


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*