„ცხოვრება ჩვენს წინ გადაშლილი წიგნია, უბრალოდ საჭიროა ვიცოდეთ მისი სწორად წაკითხვა“ | Jolo.ge


„ცხოვრება ჩვენს წინ გადაშლილი წიგნია, უბრალოდ საჭიროა ვიცოდეთ მისი სწორად წაკითხვა“

„ცხოვრება ჩვენს წინ გადაშლილი წიგნია, უბრალოდ საჭიროა ვიცოდეთ მისი სწორად წაკითხვა“

მინდა ჩემი ერთ-ერთი კლიენტის ისტორია მოგიყვეთ, მისგან თანხმობა მივიღე, რომ ეს თქვენთვისაც გამეზიარებინა… რა თქმა უნდა კონფიდენციალურობა დაცულია და სახელს და გვარს არ ვასახელებთ ?

ეს ისტორია კარგად დაგანახებთ, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს ჩვენი შინაგანი მდგომარეობა ჩვენს ირგვლივ მომხდარ ყოველდღიურ მოვლენებს და როგორ ვქმნით თავად გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ჩვენს რეალობას.

დაახლოებით 10 დღის წინ გვქონდა სესია. მას სურდა, რომ მეტი პასუხისმგებლობა აეღო საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე და თავად წარემართა ის. ჰქონდა განცდა, რომ სხვა ადამიანები წყვეტდენ მის ბედს და თავად არ იყო საკუთარი ცხოვრების გამგებელი.

მუშაობის პროცესში მივედით მისი ბავშობის გამოცდილებამდე და კონკრეტულად ერთ სიტუაციამდე, რომელიც, როგორც აღმოჩნდა მიუხედავად იმისა, რომ მას მერე უკვე 24 წელი იყო გასული, მას გაშვებული არ ჰქონდა… დაახლოებით 13-14 წლის იყო, როდესაც ნათესავების გარემოცვაში სტუმრად იმყოფებოდა. ის იქ ძალიან მოეწონა ერთ სიმპატიურ ახალგაზრდას, რომელიც მასთან შედარებით ცოტათი დიდი იყო და იმდენად მოიხიბლა მისით, რომ იქვე პირდაპირ თქვა, რომ ცოლადაც კი მოიყვანდა მას. მისი მშობლები და ნათესავები რა თქმა უნდა ამაზე ძალიან ახმაურდნენ და თქვეს, რომ ის ჯერ ბავში იყო და მათ კარგად ან უბრალოდ გაცნობის საშუალებაც კი არ მისცეს.

ჩემი კლიენტი გულის სიღრმეში ძალიან აღფრთოვანდა ამ ახალგაზრდა მამაკაცით, მაგრამ ისეთი პროტესტი წამოვიდა მისი ოჯახისგან და ნათესავებისგან, რომ თავად ამ სიტუაციაში ხმის ამოღება ვერც კი გაბედა და მათ დაემორჩილა უხმოდ. იმ დღის მერე ამ სიტუაციაზე არავისთან ულაპარაკია… უბრალოდ გამოუხატავი ემოცია და ფიქრები მის გულში დარჩა და გადაწყვიტა ეს ყველაფერი დაევიწყებინა. თუმცა გულის სიღრმეში სულ აინტერესებდა ეს ადამიანი და ხშირად ფიქრობდა მასზე. მაგრამ განცდა ჰქონდა, რომ იყო პატარა და არ ჰქონდა იმის უფლება, რომ მოქცეულიყო როგორც „დიდი“ და თავისი ინტერესი უბრალოდ დაეფიქსირებინა მაინც ან უბრალოდ თავად მას ეთქვა უარი თავის ოჯახის წევრებთან ერთად. ამ სიტუაციის შედეგად მან (მისმა ქვეცნობიერმა) დაიჯერა, რომ ის არის პატარა და მის მაგივრად გადაწყვეტილებებს იღებენ დიდები და სხვები მართავენ მის ცხოვრებას.

ჯერ მარტო ამ სიტუაციის გახსენება იყო მისთვის ძალიან დიდი შოკი, რადგან იმდენად დამალული და “სადღაც” შენახული ჰქონდა, რომ ბუნებრივია ძალიან კარგად ჰქონდა დავიწყებული, მაგრამ ასევე ძალიან ბუნებრივად, ძალიან კარგად ახსოვდა ეს მის არაცნობიერს და ხშირად ქმნიდა მის ცხოვრებაში მსგავს სიტუაციებს, სადაც ის თავს გრძნობდა, როგორც პატარა გოგო, რომლის ცხოვრებასაც მართავენ „დიდები“.

დღეს კი თავის ცხოვრებაში იყო ისეთი რეალობის წინაშე, სადაც სურდა, რომ თამამად დაეწყო მოქმედება, გამოეხატა საკუთარი თავი, თამამად დაეფიქსირებინა თავისი პოზიციები, მაგრამ ვერ ბედავდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ის 35 წელზე მეტის არის, შიგნიდან განცდა ჰქონდა, რომ ისევ ის 13-14 წლის პატარა გოგონა იყო, რომელსაც არ ეკითხებიან აზრს და რომლის მაგივრადაც სხვები იღებენ გადაწყვეტილებებს და დღეს ეს განცდა მას არ აძლევდა მას თამამად მოქმედების საშუალებას…

სპეციალური პროცესების დახმარებით ვიმუშავეთ ამ სიტუაციაზე და ძალიან ბევრი უარყოფითი ემოცია, წყენები, ბრაზი, იმედგაცრუება და გულისტკივილი გავუშვით და შევძელით, რომ ეს სიტუაცია 180 გრადუსით შემოგვეტრიალბინა. სესიის ბოლოს მან მადლიერებაც კი იგრძნო თითოეული იმ ადამიანის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა ამ სიტუაციაში, მივიღეთ საჭირო გაკვეთილი ამ არაცნობიერი პროგრამისგან და მოვახდინეთ მისი ტრანსფორმაცია სასურველი მიმართულებით.

სესიის ბოლოს გავიხუმრეთ კიდეც, და წარმოვიდგინეთ, რომ ამდენი წლის შემდეგ სადმე შემთხვევით შეხვედროდა… მან მითხრა, რომ ეხლა უკვე შიგნიდან გრძნობდა ამის მზაობას, თუმცა მისი თქმით სესიამდე ამას ვერც კი დაუშვებდა, რადგან ძალიან დიდი მიუღებლობა ჰქონდა ამ სიტუაციის მიმართ, მაგრამ სესიის შემდეგ ფიქრობდა, რომ ძალიანაც გაუხარდებოდა მისი ნახვა და მოკითხვა.

და… ჰოი საოცრებავ… რამდენიმე დღის წინ მირეკავს ჩემი კლიენტი, აღელვებული, გაოცებული, შოკირებულ მდგომარეობაში და მეუბნება, რომ მართლაც შეხვდა ეს ადამიანი (24 წლის შემდეგ!!!!) ძალიან შემთხვევით, თან ისეთ ადგილას, სადაც ძალიან იშვიათად თუ მოხვდება ხოლმე ))))))

აი ესეთი საოცრებებიც ხდება ხოლმე… ეს არ არის უბრალო დამთხვევა მეგობრებოო )))) ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში იმართება შიგნიდან, ყველაფერი ხდება იმის მიხედვით, რამდენადაც ვართ მზად მის მისაღებად… ეს ადამიანი მას 24 წელი არ ჰყავდა ნანახი, მაგრამ როგორც კი გადავამუშავეთ ეს სიტუაცია, გავუშვით და გავთავისუფლდით ამ უარყოფითი გამოცდილებისგან, უარყოფითი შეხედულებებისგან და განცდებისგან, სამყაროსგან მალევე მიიღო უკუაკვშირი, რომ გაუშვა, გათავისუფლდა და ამის დასტურად ეს ადამიანიც კი შეხვდა და ძალიან თბილად და სიყვარულით მოკითხეს ერთმანეთი…

რაც ხდება ჩვენს შიგნით ის ხდება ჩვენს გარეთაც, ცხოვრება ჩვენი შინაგანი მდგომარეობის და ჩვენი შინაგანი სამყაროს ანარეკლია. ყოველი, ჩვენს შგნით მომხდარი ცვლილება, მომენტალურად გარეთ, ფიზიკურ სამყაროშიც ვლინდება…

ძალიან დიდ შინაგან ძალას გრძნობ ადამიანი, როდესაც აცნობიერებ ამ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, რასაც ზოგი შემთხვევითობასაც კი ეძახის. მაგრამ, როდესაც ცნობიერად იწყებ შენი ცხოვრების შექმნას, ასეთი შემთხვევითობები უკვე შენთვის მოსალონდელი და გაშიფრული კანონზომიერებებია, რომლებიც გკარნახობენ რამდენად სწორი მიმართულებით მიდიხარ 🙂 <3

როდესაც ცნობიერად იწყებ ცხოვრებას, უკვე ნებისმიერი წინააღმდეგობით სავსე სიტუაციაც კი საინტერესო გამოწვევას ემსგავსება, რადგან უკვე იცი, რომ თავად ქმნი მას შიგნიდან, სპეციალისტის დახმარებით კი შეგიძლია ეს ყველაფერი შიგნიდავე შეცვალო და თავისუფლად გააგრძელო წინსვლა ახალი ენერგიებით, შეხედულებებითა და გაცნობიერებებით. სამყარო კი ყოველდღიური მოვლენებით გკარნახობს რამდენად წინ და რამდენად სწორად მიდიხარ…

ეს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი და ძვირფასი გაცნობიერებაა, რომელმაც ძალიან დიდი შინაგანი ძალა მომცა თავის დროზე. ჩვენ, ადამიანებს, ხშირად გვეჩვენება, რომ ჩვენს გარშემო არსებული მოვლენები ჩვენგან დამოუკიდებლად ხდება, სინამდვილეში კი მათ ქმნის ჩვენი შინაგანი მდგომარეობა და კონკრეტულად ის, თუ რისი გვჯერა ზოგადად ცხოვრების თუ საკუთარი თავის შესახებ.

შეიძლება გავიდეს, 10, 20, 30 წელი, მაგრამ ჩვენს შიგნით მაინც ცხოვრობდეს 10 წლის გოგონა ან ბიჭი, რომელსაც ოდესღაც ძალიან ატკინეს, ან უსამართლოდ მოექცნენ და დღესაც ამ ემოციით ან ამ გადმოსახედით უყურებდეს თავის ცხოვრებას, მოვლენებს, ადამიანებს და თავად მას – მის ფიქრებს, მოქმედებებს ეს გაუცნობიერებელი ემოციები და შეხედულებები მართავდეს.

როგორც Byron Katie ამბობს ჩვენ ვიზრდებით და ვმწიფდებით არა ასაკის მატებასთან ერთად, არამედ ჩვენი ცნობიერების დონის ზრდის მიხედვით – რამდენად ვაცნობიერებთ საკუთარ თავს, საკუთარ ფიქრებს, საკუთარ ემოციებს და იმას, თუ როგორ ვქმნით ყოველდღიურად ჩვენს რეალობას.

კარგი ამბავი კი ის არის, რომ ყველას გვაქვს იმის შესაძლებლობა და შინაგანი ძალა, რომ ჩვენს თავზე მუშაობით, საკუთარი თავისა და იმ პროცესების გაცნობიერებით, რაც ჩვენში ხდება გავარღვიოთ ჩაკეტილი წრე და შევცვალოთ ჩვენთვის არასასურველი რეალობა, მის მაგივრად კი შევქმნათ ის, რაც თავად გვსურს❤გავხდეთ ჩვენი ცხოვრების გაცნობიერებული შემოქმოქმედნი!❤❤❤

სიყვარულით, თინი ბასილაია ❤

წყარო: TiniBasilaia.wordpress.com

ნანახია:(463)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ჩვევები“ — „თქვენი არჩევანი განაპირობებს თქვენს შედეგს“…

რატომ ვაქვეყნებ ამ ჩვევებს? მე მჯერა-სამყაროს ჰარმონიის, მისი კანონების. მჯერა რომ ჩვენი არჩევანი განაპირობებს ვიქნებით თუ არა ამ სამყაროს ნაწილი, რათა მივიღოთ


რამოდენიმე რჩვევა როგორ მივაღწიოთ წარმატებას პოლ არდენის მსოფლიო ბესტსელერიდან

პოლ არდენი – შემოქმედებითი პიროვნება, გენიოსი რეკლამის სფეროში, უსაზღვრო პოტენციალის მქონე არაპროგნოზირებადი პიროვნება. მის სამუშაო ადგილების სამსახურებრივ სიაში არის ისეთი


„მიჰყევით თქვენს გულსა და ინტუიციას“- სტივ ჯობსი

„თქვენი დრო შეზღუდულია, ნუ გაფლანგავთ მას. ნუ მისდევთ დოგმებს, რომლებიც სხვა ადამიანების ცხოვრებიდან გამომდინარეობს და მათი გამოცდილების შედეგია. ნუ მისცემთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*