“ცხოვრება არის ცეკვა შიშებსა და სურვილებს შორის“…

by Ann | 6 февраля, 2017 15:34

ტონი რობინსი ამერიკელი ბიზნესმენი, ფილანტროპისტი და სამოტივაციო წიგნების ავტორი. მისი სამოტივაციო საუბრები ამ თემით დაინტერესებული ადამიანებისთვის საკმაოდ ცნობილია.

ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში რობინსს დაუსვეს შეკითხვა, რა არის სტრესი, რაზეც მან ძალიან საინტერესო პასუხი გასცა. მისი თქმით ის, რასაც ადამიანები ტანჯვას და გონებრივ სტრესს ეძახიან, სინამდვილეში ყველაზე ხშირად გადაღლასთან არის დაკავშირებული.

ტონი რობინსი: „თუ ღრმად გავყვები თქვენი სტრესის გამომწვევ მიზეზს, ეს აუცილებლად თქვენს ყველაზე ღრმა შიშებამდე მიმიყვანს. დარწმუნებული ვარ, რომ ცხოვრება არის ცეკვა შიშებსა და სურვილებს შორის. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ ზედმეტად დიდ დროს ვუთმობთ ფინანსებზე ფიქრს და ეს გამუდმებით გვტანჯავს. წარმატებისთვის საჭიროა დატკბეთ თითოეული მომენტით, რადგან ასე სტრესისგან გათავისუფლებას შეძლებთ. ადამიანის ტვინი არ არის მოწყობილი იმისთვის, რომ გაგაბედნიეროთ, ის მხოლოდ გადარჩენაში გვეხმარება. ბედნიერება თქვენი საქმეა, ტვინი ამაში ვერ დაგეხმარებათ.“

ნანახია:(766)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/cxovreba-aris-cekva-shishebsa-da-survilebs/