ცვლილებები გარდაუვალია!!! — დაიწყეთ მთავარით თამარ კვარაცხელიასთან ერთად | Jolo.ge


ცვლილებები გარდაუვალია!!! — დაიწყეთ მთავარით თამარ კვარაცხელიასთან ერთად

ცვლილებები გარდაუვალია!!! — დაიწყეთ მთავარით თამარ კვარაცხელიასთან ერთად

მიუხედავად გამოსასვლელი დღისა ვმუშაობ და ჩემთვის ამ ყველაფერს მოაქვს სიხარული. ისე, რომ დააკვირდე როგორი შეუთავსებელი რამეა,სამუშაო და სიხარული

მაგრამ, ნება მომეცით ძვირფასებო, გაგიზიაროთ კოუჩინგის ერთ-ერთი პრინციპი, რომელიც მე ვისწავლე.

ცვლილებები გარდაუვალია!!!

შეგიძლიათ თუ არა გაიაზროთ, რომ იმ დროისთვის სანამ თქვენ ამ წინადადებას ჩაიკითხავთ, თვენი სხეულის 50000 უჯრედი კვდება და მათ ადგილზე ჩნდება ახალი?

იცით თუ არა, რომ ჩვენ ვაახლებთ ჩვენს ძვლებს სამ თვეში ერთხელ, ხოლო ჩვენს კანს ყოველ თვე?

ყველაფერი ცვალებადია. არაფერი არ დგას ერთ ადგილზე.

ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი შინაგანი და გარეგანი სამყარო მუდმივად იცვლება და თქვენ არ შეგიძლიათ არ განიცადოთ ტრანსფორმირება ყველა ამ, ცვლილებებიდან გამომდინარე.

ამასთან დაკავშირებით ჩნდება შემდეგი კითხვები:

ხართ თუ არა თქვენ ის ადამიანი, რომელიც თანახმაა მუდმივად განვითარდეს, თუ თქვენ ხდებით ისეთი, როგორიც არ გინდოდათ რომ ყოფილიყავით?

ან აირჩიეთ თუ არა გააზრებული ცხოვრება თუ თქვენ მიჰყვებით დინებას და ელოდებით შემთხვევითობას?

განვმეორდები, გინდა თუ არ გინდა: coaching

ცვლილებები გარდაუვალია!!! 

თუ ადამიანი არ იზრდება, არ გაიაზრებს, არ შეიმეცნებს, არ აუმჯობესებს და არ მიისწრაფის შინაგან და გარგეგანი სამყაროთა ჰარმონიისკენ, მაშინ ის – დეგრადირდება.

ჩემი საქმე მაძლევს საშუალებას სიხარულით ვიმუშაო. ყოველი კოუჩ-სესიის მერე ვიყო მადლიერი ადამიანის რომელიც მენდო… მადლობელი ვარ მისი გაბრწყინებული, იმედიანი თვალების, ამაღლებული განწყობის და იმ ნაბიჯების რომელსაც ის ახორციელებს მიზნის მისაღწევად სესიის შემდეგ… და იმ „იარღის“ რომელიც მე ხელთ მომცა განგებამ კოუჩინგის სახით.

ჩვენ ერთად ვქმნით ენერგიას, რომელიც შენი სასურველი შედეგებისკენ არის მიმართული.

მთავარია გადადგა პირველი ნაბიჯები.

რეგისტრაცია:http://infopositiv.ru/formula/
თვიდან არის ძალიან ძნელი, შემდეგ გამოჩნდება გზები, გარემოებები, საშუალებები, შესაძლებლობები….

მადლიერებით და თქვენს წარმატებებში რწმენით

კოუჩი და წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია.

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(177)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

არტთერაპია ყველასთვის — კოლაჟირება (ღია შეხვედრა)

არტთერაპია არის თანამედროვე ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი უნიკალური და ეფექტური მიმართულება, რომელიც იყენებს ხელოვნების სხვადასხვა სახეს და ეყრდნობა ადამიანის შემოქმედებას.


„სიმდიდრის კანონები“- მათთვის ვინც თავისუფლება გადაწყვიტა

თემა, რომელსაც მინდა გესაუბროთ, იმდენად აქტუალურია, რომ მისი შესწავლის „დროში გაჭიმვა“, პირდაპირ პროპორციულია თქვენი ოცნებების ასრულებასთან, დასვენების თუ განათლების ხარისხთან,


»მინდა წინასწარ მოგილოცოთ წარმატება რომელიც გარდაუვალია…..» ხათუნა მუზაშვილი

…ყოფილა თქვენს ცხოვრებაში პერიოდი, როცა ყველაფერი თავზე დაგემხოთ????? როცა ძალიან გეტკინათ, უზომოდ გეწყინათ, ღალატის გემო გაიგეთ და მიტოვებას ჩახედეთ თვალებში?


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*