«ჩვენ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია» | Jolo.ge


«ჩვენ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია»

«ჩვენ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია»

მეგობარს ვესაუბრებოდი და დავფიქრდი, რა მაგალითს ვიძლევი და რას ვავრცელებ, როდესაც ვთანხმდები და ვაიარებ ლოზუნგს #ამცხოვრებისდედაც

რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, ეს ლოზუნგი ამის ძალიან კარგი გამოხატულებაა, გული შემტკივა, რომ ერთ ნეგატიურ მოვლენას, მეორე ენაცვლება, მეორეს მესამე და ა.შ. მაგრამ საშიშია მისი პროპაგანდირება… ეს გადამდები შეიძლება იყოს, განსაკუთრებით კი ახალი თაობისთვის… ასე ფიქრი ყველაზე ცუდი მაგალითია, რაც შეიძლება მათ მივცეთ…

ცხოვრება არის ისეთი როგორიც არის, არც კარგი, არც ცუდი. სისტემა შეიძლება იყოს ცუდი, აზროვნების სტილი შეიძლება იყოს ცუდი, დამოკიდებულება შეიძლება იყოს ცუდი, მაგრამ თავად ცხოვრება არა.

ჩვენ ბევრი რამის შეცვლა შეგვიძლია, ძალიან დიდი ძალა გვაქვს და თუ ვიტყვით, რომ ამ ცხოვრების დედაც, ეს ნიშნავს დანებდე და საკუთარი თავი დაასუსტო, ის უზარმაზარი რესურსი, რომელიც ჩენშია და რომლის გამოყენებითაც უზარმაზარი ცვლილებები შეგვიძლია თითოეულმა ჩვენგანმა მოვახდინოთ, როგორც საკუთარ ისე, სხვა ადამიანების ცხოვრებაში, ქვეყანაშიც და სამყაროშიც!

ის მასიური ნეგატიური დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში, ეს იმდენად გადამდებია, რომ თუ რაღაც გიხარია, შეიძლება იფიქრო, რომ არაადაკვატური ადამიანი ხარ…

მე, პირადად თავი ზოგჯერ უცხოპლანეტელი მგონია, თუ ვცდილობ უარყოფითში დადებითი ვიპოვო, თუ ვცდილობ საკუთარ თავზე ვიმუშავო, ბედნიერი ვიყო, სხვებსაც ამისკენ მოვუწოდო, ვიღაცისთვის ვიყო მაგალითი.

ძალიან ბევრი რამ არის ჩვენს ქვეყანაში გადასახედი, შესაცვლელი… პირველ რიგში კი ჩვენი აზროვნება, ჩვენი დამოკიდებულება…

მნიშვნელოვანია, რომ უმცროსი თაობისთვის ვიყოთ მაგალითები, რომ ცხოვრება მათ ხელშია, რომ თუ ისინი მოინდომებენ, ყველაფერს მიაღწევენ, რომ ისინი მნიშვნელოვნები არიან, რომ მათი აზრი მნიშვნელოვანია, რომ გამოსავალი არსებობს, რომ ბევრი რამ შეიძლება მათ ხელში იყოს!

კანტის აკადემიაში უმაგრესი ბავშვები მყავს, ლექციიდან ვბრუნდებოდი და ვფიქრობდი, ნეტავ მე ვეხმარები მათ თუ ისინი მეხმარებიანთქო, ნეტავ მე ვასწავლი მათ, თუ ისინი მასწავლიანთქო… როდესაც მათ ვუსმენდი, მათ აზრებს, მათ შეხედულებებს — ყველაფერი ისეთი მართალი, ალალი, გულწრფელი, ჭკვიანური, კრეატიული, ინოვატორული იყო, რომ თუ ახალ თაობას მოვუსმენთ და მათ ხედვას, მათ აზრებს გავითვალისწინებთ, მჯერა ჩვენი ქვეყანა აუცილებლად ფეხზე დადგება და ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.

თუ ჩვენ დათრგუნულები ვიქნებით, რას ვასწავლით ბავშვებს? რომ ცხოვრება რთულია და რომ ისინიც დაითრგუნონ… რომ გამოსავალი არ არის.

მაგრამ, რას ვასწავლით მაშინ, თუ ავიღებთ ჩვენს ცხოვრებაზე, ჩვენს აზროვნებაზე და დამოკიდებულებაზე პასუხისმგებლობას? რომ ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, რომ გამოსავალი არსებობს, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს!

რაც ხდება, გეთანხმებით ტრაგედიაა, მაგრამ გამოსავალი რომ არსებობს და გზა, რომ ყოველთვის მოინახება, მოდით, ამას გავუწიოთ პროპაგანდა!

თინათინ ბასილაია, ფსიქოლოგი

ნანახია:(719)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ყველაფერი, ყოველთვის ისე არ არის, როგორც ეს ერთი შეხედვით მიგვაჩნია“…

„პატარა გოგონას, ორივე ხელში თითო ვაშლი ეჭირა. დედამ გაუღიმა, და სთხოვა თავის პრინცესას : «საყვარელო, შეგიძლია, რომ დედიკოს მაგ ორი


რამდენიმე საათში აგროვებული 3000 დოლარი — ამერიკაში მცხოვრები ქართველების სიკეთე

«ამერიკის ქართველობამ უკვე ბევრჯერ დავამტკიცეთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო ემიგრაცია ვართ, უკვე რამდენი ადამიანი გამოვგლიჯეთ სიკვდილს ხელიდან… დავეხმაროთ» — წერს ამერიკაში


მსოფლიოში 5 ყველაზე ძვირადღირებული ბრენდი — ფორბსის 2016 წლის რეიტინგი

კომპანიები რომლებიც რეკლამაში მილიარდობით თანხას ხარჯავენ. გთავაზობთ 2016 წლის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების პირველ ხუთეულს ფორბსის რეიტინგის მიხედვით. 1. Apple —


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*