ცუკერბერგმა მეზობლები გააბრაზა | Jolo.ge


ცუკერბერგმა მეზობლები გააბრაზა

ცუკერბერგმა მეზობლები გააბრაზა

მარკ ცუკერბერგი ჯერ სულ რაღაც 32 წლისაა და უკვე მოახერხა მილიონების შოვნა, თუმცა მხოლოდ მილიონები სულაც არაა საკმარისი იმისთვის, რომ ირგვლივ ყველა კმაყოფილი იყოს. Facebook-ის დამფუძნებელმა ჰავაიზე უზარმაზარი მამული შეიძინა და მას 2 მეტრამდე სიმაღლის გალავანი შემოავლო. სწორედ ეს გახდა მისი მეზობლების უკმაყოფილების მიზეზი. მათი თქმით, ამ საქციელით მან მეზობლებს ოკეანეზე ხედი მოუსპო და ქუჩაში სეირნობისას მხოლოდ კედლის ყურება უწევთ.

 

„ეს უსამართლობაა. მოვა ვიღაც, იყიდის უზარმაზარ მიწის ნაკვეთს და პირველი რასაც აკეთებს თვალთახედვიდან აქრობს მშვენიერ ხედს.“ — განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა.

 

რამდენიმე მათგანის თქმით, ეს მონსტრული საქციელია და არა მეზობლური. ის, რომ ვიღაცას ბევრი ფული აქვს არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფრის უფლება უნდა მიეცეს და დაიჩაგრონ ადამიანები, რომლებსაც მილიონები არ უშოვიათ.

 

მეზობლები აცხადებენ , რომ მათ სცადეს ხმა მიეწვდინათ ცუკერბერგისთვის ამისთვის სოციალური ქსელიც გამოიყენეს, თუმცა მათ წერილებს ვიღაც უსინდისოდ შლიდა.

 

მარკ ცუკერბერგის წარმომადგენლების თქმით, გალავანი აშენებულია ქვეყანაში არსებული რეგულაციების სრული დაცვით და მისი მიზანი ხმაურის დახშობა იყო.

 

„ფორბსის“ ცნობით ცუკერბერგს მამული 2014 წელს 100 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ნანახია:(36)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
მარკ ცუკერბერგი

Related Articles

რაც გეგონა, რომ მოხდა, სინამდვილეში არ მომხდარა — ეს თავისუფლებაა

“სამუშაოს” შესრულება სულის მალამოსავით არის, ის ყოველგვარ სტრესულ შეგრძნებას, ბრაზს, წყენას, იმედგაცრუებას, გულისტკენას აქრობს, მათში სინათლე, სხივი შეაქვს, გონებაში ქაოტური


ფინანსური კეთილდღეობა და ხანგრძლივი სიყვარული

ფინანსურად ძლიერი ადამიანები სიყვარულშიც წარმატებულები არიან. ხშირად გვესმის, რომ სადაც სიყვარულია, იქ ფინანსური საკითხები ნაკლებად მნიშვნელოვანია, თუმცა ფაქტია, რომ ოჯახში


„მე არ ვარ შენზე უკეთესი“ — ჰარპერ ლის წერილი თაყვანისმცემელს

ცნობილ ამერიკელ ნოველისტს ჰარპერ ლის ერთხელ თაყვანისმცემელმა სთხოვა გაეგზავნა მისთვის თავისი ფოტოსურათი ავტოგრაფით. მწერალმა საპასუხოდ მას მისწერა:   „ძვირფასო ჯერემი,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*