„ცრემლმორეულმა, გაბრაზებით შეუყვირა შორიდან…“ — მასწავლებლის მიმართვა მამებს | Jolo.ge


„ცრემლმორეულმა, გაბრაზებით შეუყვირა შორიდან…“ — მასწავლებლის მიმართვა მამებს

„ცრემლმორეულმა, გაბრაზებით შეუყვირა შორიდან…“ —  მასწავლებლის მიმართვა მამებს

„საპირისპირო სქესთან მეგობრობა, ურთიერთობა, თამაში, ისევ ტაბუდადებულია ჩვენთან“-წერს ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი სოციალურ ქსელში და ბიჭების მამებს ურჩევს ქალის პატივისცემა პატარაობიდანვე ასწავლონ შვილებს.

ელეონორა ქვილითაია: „ოდეს ყოფილ არს მამათა და დედათა ერთად ეჭამათ პური» — ნუთუ კიდევ არსებობს ასეთი გადარჩევა და ასე ვიზრდებით?!
საპირისპირო სქესთან მეგობრობა, ურთიერთობა, თამაში, ისევ ტაბუდადებულია ჩვენთან.
დღეს კლასშიც წარმოიშვა იგივე თემა, სასაცილოდ (როგორც ყოველთვის) და დამაფიქრებლად.
ბიჭები თამაშობენ რაღაცას, ხატავენ და ნათიაც მიუცუცქდა გვერდით გოგო, რომელიც ზედმეტად ემოციურია, ყოველთვის სამართლიანობისათვის მებრძოლი და ზოგჯერ შეიძლება ისე გაწიწმატდეს, მასწავლებელმაც ვერ გააჩეროს)))
ჰოდა, ერთ-ერთმა პატარა ბიჭმა წარბაწევით, მამაკაცური ტონით უთხრა:
«რა გინდა ჩვენთან, ადექი, სად გინახავს გოგო ბიჭებთან თამაშობდეს, იქნებ რა თემაზე ვლაპარაკობთ კაცებიო!» (მესამე კლასელი!
ნათიას ჯერ სახე შეეცვალა, ადგა, სწრაფი ნაბიჯებით დაუბრუნდა თავის ადგილს, თვალები გაუსწორა და ცრემლმორეულმა, გაბრაზებით შეუყვირა შორიდან:
«შენ რა გგონია, შენნაირი მე სამი ბიჭი მყავს სახლში და ისინი მეთამაშებიანო!»

ყველაფერი აღზრდაზეა დამოკიდებული. არ ვარგა ბიჭს ასწავლოთ მამებმა, რომ გოგოს ადგილი არ არის მათთან, ის მერე ვერასდროს სცემს მომავალში ქალს პატივს, რაც არ უნდა გაუკეთოს!

და კარგია, ვინც ვიცით — «ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუნდა ხვადია». პატივისცემაა მთავარი და არა ის აზრი, რომ «ქალია და შენზე დაბალი»… ესაა დამამცირებელი, თორემ ზღვარი, ისევე, როგორც ყველაფერში, რა თქმა უნდა არსებობს“…

ნანახია:(36)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

«გოგონების საყურადღებოდ! თუ მამათქვენი იმაზე მკაცრია, ვიდრე უნდა იყოს»…

გოგოების საყურადღებოთ: თუ მამათქვენი იმაზე მკაცრია ვიდრე უნდა იყოს, გიწესებთ კანონებს, სახლში მისვლის დედლაინებს და ა.შ (მიხვდით ხომ რასაც ვგულოსხმობ?),


თურქეთში მარიხუანას დეკრიმინალიზაცია მოხდა

თურქეთის 19 პროვინციაში კანაფის ლეგალიზება მოხდა. აღნიშნული იმ კანონიდან გამომდინარეობს, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო და რომელიც მარიხუანას მოყვანისა და


103 წლის ბებოს დახმარება სჭირდება

გუდამაყარში მცხოვრები 103 წლის ბებოს შესახებ ინფორმაციას აკა სინჯიკაშვილი ავრცელებს.  ვართ გუდამაყარში, სოფელ ჩოხში. ამ სახლში სულ მარტო ცხოვრობს 103


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*