„ცრემლიანი თვალებით ისმენდა ჩემს ქართულს“ — რას ჰყვება ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტი | Jolo.ge


„ცრემლიანი თვალებით ისმენდა ჩემს ქართულს“ — რას ჰყვება ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტი

„ცრემლიანი თვალებით ისმენდა ჩემს ქართულს“ — რას ჰყვება ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტი

დღეს უცნაურ სიტუაციაში აღმოვჩნდი, შვილს სკოლაში მივაკითხე, თან ტელეფონზე ქართულად ვსაუბრობდი. უცებ სკოლის დაცვის თანამშრომელი(, სრულიად არაქართული გარეგნობით) მეკითხება- ქართველი ხარ?

მე სადაც ვცხოვრობ იქ ქართველები ცოტანი არიან, ამიტომ გამიკვრიდა. როცა შეკითხვა დავუბრუნე, მითხრა მე ესპანელი ვარ მაგრამ, სამი შვილი მყავს და ქართველ ვაჟკაცებად ვზრდიო.

როგორც გავარკვიე ქართველი მეუღლე ჰყოლია, რომელიც რამოდენიმე წლის წინ გარდაცვლილა, მაგრამ მოახერხა ქმარ-შვილს ისე შეაყვარა საქართველო, რომ ცრემლიანი თვალებით ისმენდა ჩემს ქართულს. ჩვენს სახლში ყველაზე წმინდა სიტყვა- დედა არისო. ბიჭები ქართულ ეკლესიაში დამყავს და მალე საქართველოში მივდივარო!  

ბოლოს მკითხა იქნებ იცნობდი ჩემს ცოლს- ეკატერინე ერქვაო. არ ვიცნობდი, არც ბანალური მინდა ვიყო, მაგრამ დაილოცოს მისი ქალობა, ოთხი ესპანელი ვაჟკაცისთვის დედა რომ ყველაზე წმინდა სიტყვად აქცია და საქართველო სალოცავად გაუხადა!!!

მარიტა დამენია

წყარო: ჩვენ ამერიკაში

ნანახია:(1066)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„წლების მანძილზე აშენებ ოცნების კოშკს! აშენებ, რომ ნანგრევებში მოყვე“- ემიგრანტი ათენიდან

ეს, რასაც ახლა ვწერ, არ არის ერთი ადამიანის ტრაგედია. ამ ამბავს არ ჰყავს ერთი კონკრეტული ადრესატი. გმირი, მითუმეტეს !  გარდაიცვალა!


„ფრთხილად, ემიგრანტო დედებო!“

დღეს დილით მოგვიანებით გავიღვიძე, რადგან წუხელ მე და ჩემმა მოხუცმა ჩვეულზე გვიან დავიძინეთ. ის იყო საუზმეს ვამზადებდი, რომ ჩემს მობილურ


გადარჩენილი სიცოცხლე და ქართველი გოგონას კეთილი საქმეები ათენიდან

დღეს, მინდა გაგაცნოთ ათენში მცხოვრები ქართველი გოგონა, რომლის ინიციატივითაც საბერძნეთსა თუ საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვის ძალიან ბევრი კეთილი საქმე გაკეთდა. მე


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<