„ვერ გაიგებ? ნუ წაიკითხავ, გაიარე!“ — ცოტნე გამსახურდია | Jolo.ge


„ვერ გაიგებ? ნუ წაიკითხავ, გაიარე!“ — ცოტნე გამსახურდია

„ვერ გაიგებ? ნუ წაიკითხავ, გაიარე!“ — ცოტნე გამსახურდია

„არავითარი პრეტენზია არ მაქვს არაფერზე, მოგეხსენებათ. საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობ, მარტო, ასე ოცი წლიდან და ავიცა და კარგიც საკუთარ თავს უნდა დავაბრალო. თუ რამ გავაკეთე, გამომივიდა ან ვიზარმაცე, შევძელი ან შევცდი, შეცდომა დავუშვი, პირადად ვაგებ პასუხს. კიდევ კარგი, რომ ცხოვრება ისე გავიდა, რომ სხვის თავზე, ცხედრებზე არ მივლია ფულის, ძალაუფლების, კომფორტის გულისთვის. ძალიან მაგრად მკიდია ეგ ყველაფერი, რომ ადამიანი გავწირო ან ცხოვრება დავუნგრიო…

ვარსკვლავებს ვუყურებდი წეღან და ვფიქრობდი… ასე, ოცი წელიც და მოვა სიბერე… რა არის ოცი წელი მაგ ვარსკვლავებისთვის? გაელვება? არა, კიდევ ნაკლები… ამავ დროს არაფერი იკარგება! საოცარია ცხოვრება — წარმავალი და მნიშვნელოვანი ერთდროულად.

აგერ, გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ ვსწავლობდი ინსტიტუტში ოცი წლის წინ. ერთი ამდენიც და მოხუცი ხარ თუ მიხვედი იქამდე… უბრალოდ მინდა, რომ აქედან უკეთესი წავიდე, ვიდრე ამ აბსურდისტანში მოსვლამდე ვიყავი… ვინ იცის?

სადღაც ბანალურია ეს ყველაფერი. მაგრამ ეს რეალობას არ ცვლის. ვიღაც გაიგებს, ვიღაც — ვერა. ვერ გაიგებ? ნუ წაიკითხავ, გაიარე!“

ცოტნე გამსახურდია

წყარო:facebook.com

ნანახია:(68)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ცოტნე გამსახურდია

Related Articles

„ბოდიშს გიხდი როგორც რუსი ქართველს“

„მე მრცხვენია ჩემი ქვეყნის ნაბიჯების და მტკივა, ამიტომ ბოდიშს გიხდი როგორც რუსი ქართველს“ — ეს ბოდიში რუსეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ ქართველ


თუ ცალ ფეხზე დგომა გიჭირთ, შესაძლოა, სერიოზული რისკის ქვეშ ხართ

იაპონელი მეცნიერების ეს აღმოჩენა შესაძლოა ბევრისთვის უცნაური ან სასაცილოც კი იყოს, თუმცა ფაქტია, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თუ თქვენ 20 წამის


ქუდზე კაცი სიყვარულისთვის, რომ გადავრჩეთ, ახლა ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას!

როგორ მინდა კარდაკარ ჩამოვიარო მთელი საქართველო, მივუაკუნო უცხო კარებს, ნაცნობს, ჩემსას, სხვისას და თითოეულ ადამიანს ვინც კარს გააღებს ვთხოვო რომ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*