„ცოდნა და ინტუიცია არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის“ | Jolo.ge


„ცოდნა და ინტუიცია არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის“

„ცოდნა და ინტუიცია არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის“

არ იცი, არ გესმის, ვერ გაიგე, ვერ მიხვდი.
ეს ის სიტყვებია, რასაც მეუბნება ზოგიერთი ადამიანი. უმალვე ვეთანხმები, ვუსმენ ,, ვიზიარებ» ,,სწორ» და ,,მართალ» აზრს.

მე არაფერი არ ვიცი, მე მხოლოდ ვაკვირდები მოვლენებს. დაკვირვების შედეგად ვდებ უტყუარ დასკვნებს.

არ გაგიკვირდეთ. ვინც ყველაფერი იცის და ძლიერი ინტუიცია აქვს, მუდმივ დისკომფორტშია და ცხოვრებას ვერ იწყობს.

ცოდნა და ინტუიცია არ არის საკმარისი ბედნიერებისთვის. ბედნიერება მხოლოდ გონიერ ადამიანებთან მიდის.

რაც უნდა იშრომო და იწვალო, თან გადაყვე ადამიანს, იყო კეთილი და კეთილშობილი, თუ გონიერი არ ხარ, ხელმოცარული და ყველასგან მიტოვებული დარჩები.

ნუ გაგიკვირდება, გული ნუ დაგწყდება, — ვერავინ დაინახავს შენს ნიჭს, შენს თავდადებას, შენს ერთგულებას, შენს სიყვარულს, შენს სილამაზეც კი ვერ დაინახავენ.

ყველაფერში უნდა გქონდეს მოთმინების უნარი, შეგეძლოს დაინახო ყველა შენი შეცდომა. უნდა გაიხედო შორს, სანანებლად რომ არ გაგიხდეს ეს საწუთრო.

გონიერებაა ერთადერთი, რომელსაც შეუძლია სიხარული მოგანიჭოს და ბედნიერი გაგხადოს.

გიორგი ჯაჯანიძე

ნანახია:(244)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ დავიწყოთ ბიზნესი — ცუკერბერგის საქმიანი რჩევები

„ფეისბუქის» დამაარსებელი და მფლობელი მარკ ცუკერბერგი 29 წლის არის, თუმცა, კარგა ხანია, მილიარდიან ქონებას უდგას სათავეში. ამჟამად მისი ქონება 28,6 მლრდ დოლარია. 


კრის გარდნერი — საოცარი ადამიანი “ბედნიერების ძიებაში”

კრის გარდნერი — საოცარი ადამიანი “ბედნიერების ძიებაში” დაიბადა თუ არა, მამამისი წავიდა ოჯახიდან. მამინაცვალი გამოდგა სატიკი. სანამ დედა იხდიდა სასჯელს


არ დაგავიწყდეს მთავარი (იგავი)

უღარიბესი ქალი პატარა ბავშვით ხელში, გზას მიუყვებოდა, როცა გვერდზე მდგომი ტრაქტირიდან ხმა მოესმა: «შემოდი და აიღე ყველაფერი რაც მოგესურვება, მაგრამ არ დაგავიწყდეს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<