„ცოცხალი წიგნების“ სამტომეულის პრეზენტაცია

by Ann | Апрель 14, 2016 14:05

 13 აპრილს, კულტურის სამინისტროში პროექტი „ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში გამოცემული სამტომეულის პრეზენტაცია გაიმართა. სამტომეული .გამომცემლობამ „ნოტა ბენე“ გამოსცა. პრეზენტაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრო. „ცოცხალი წიგნები“- 2015 წლის 14 აპრილიდან ჩაეყარა საფუძველი,რომელშიც 75 მწერალია ჩართული და გულისხმობს მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე. 2015 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურული პროექტი „ცოცხალი წიგნები“ საზოგოდოებრივი მაუწყებლის ჯილდოს „წლის საუკეთესო მოვლენა ლიტერატურის დარგში“ მფლობელი გახდა.

ნანახია:(25)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/cocxali-wignebis-samtomeuli/