კოკო შანელის რჩევები | Jolo.ge


კოკო შანელის რჩევები

კოკო შანელის რჩევები

1. შარვალი ქალს ათავისუფლებს. კოკომ პირველად მოირგო შარვალი იმ დროს, როდესაც ქალებს გრძელი ქვედაბოლო ერჩივნათ. სულ მალე მსოფლიოს ქალებმა აღიარეს, რომ შარვალი ძალიან კომფორტული და მოდური სამოსია. ახლა ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ სწორედ კოკო შანელმა მისცა ქალებს სწრაფი სიარულისა და კომფორტულად ჯდომის საშუალება. ყოველდღიურად კოკო ვიწრო ჯინსებსა და კლასიკურ ჯემპრეში გამოწყობილი დადიოდა, ხოლო წვეულებებსა და საღამოებზე ის განიერ შარვლებს ირგებდა. სწორედ ისეთს, როგორსაც მოგვიანებით მარლენ დიტრიხი ატარებდა.

 2. იდეალური ქვედაბოლო მუხლებს უნდა ფარავდეს. მადმუაზელ კოკო თვლიდა, რომ ქალის მუხლები ძალიან მახინჯია, ამიტომ უნდა დაიმალოს. აღმოჩნდა, რომ კოკო არ ცდებოდა. სუსტი სქესის წარმომადგენელთა უმეტესობას, ყველაზე მეტად, სწორედ ასეთი “კლასიკური” სიგრძის კაბა უხდება. შანელმა, სპეციალურად საქმიანი ქალებისთვის, ასეთი კომფორტული კაბების რამდენიმე მოდელი შეიმუშავა. ყველა მათგანი სწორი და ვიწროა და მათი კიდეები დეკორატიული ხაზებითაა გაფორმებული.

3. აქსესუარი უნდა იყოს ბევრი – რაც მეტი, მით უკეთესი. კოკო შანელი გიჟდებოდა აქსესუარებზე. მას სამკაულებში საოცრად დიდი თანხის გადახდაც შეეძლო. კოკო პირველი იყო, რომელმაც ერთად გაიკეთა ბიჟუტერია და ძვირფასი სამკაულები. ის იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში მარგალიტების, ლალისა და ზურმუხტის მძივების, ბროშების (რაც მის საფირმო ნიშნად ითვლება), შლაპებისა და ბერეტების გარეშე. მაშინაც კი, როდესაც მას უბრალო, მამაკაცის თეთრი პერანგი ეცვა, კოკო აუცილებლად ირგებდა რაიმე თვალისმომჭრელ სამკაულს.

4. პიჯაკი უნდა იყოს მჩატე, როგორც ჟაკეტი. 1925 წელს კოკო შანელმა მჩატე პიჯაკების სერია შექმნა, რომელიც ქალის სილუეტს უსვამდა ხაზს და ამასთან ძალიან კომფორტული იყო. ტრადიციული პიჯაკების მაგივრად, რომელსაც საკმაოდ უხეში ფორმა ჰქონდა, შანელმა ქალებს ნაზი აბრეშუმის ქსოვილისგან შექმნილი, ვიწრო, გრძელმკლავიანი დიზაინი შესთავაზა. ასეთი პიჯაკი არ ზღუდავს ჟესტებს. კოკომდე ქალებს ძალდატანების გარეშე ტაქსის გაჩერებაც კი უძნელდებოდათ. ამბობენ, შანელის მიერ შექმნილი ასეთი პიჯაკების ორიგინალები დღემდე არსებობს. ისინი მეორად ბაზრობებზე, ძალიან იაფად იყიდება.

5. იდეალური სამოსი მამაკაცურსა და ქალურ დეტალებს უნდა აერთიანებდეს 1920 წელს კოკო შანელმა ახალი სტილი დანერგა. ეს იყო ქალი – მოკლე ვარცხნილობით, მამაკაცური სილუეტითა და ავხორცობით სავსე, რომელიც საოცრად პოპულარული გახდა. მეზღვაურის პერანგი, პოლოს მოთამაშეთა სვიტერი, მამაკაცური ქურთუკები და წინდები. კოკო შანელი არ ერიდებოდა მათ ჩაცმას და ამასთან, ყველაფერს ძვირფასი სამკაულებით აფორმებდა

6. პატივი მიაგეთ პატარა შავ კაბებს. LBD – little black dress შანელმა მოდაში 1926 წელს შემოიტანა. მას სურდა ისეთი კაბის შექმნა, რომლის მორგება ნებისმიერ ქალს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეეძლებოდა. ამასთან, კაბა ისეთი უნდა ყოფილიყო, რომ განსხვავებულ აქსესუარებს მისთვის განსხვავებული ვიზუალი მიენიჭებინათ. შანელამდე შავი ფერი მხოლოდ ტრაურის სინონიმი იყო, თუმცა გენიალურმა დიზაინერმა შეძლო და პატარა შავი კაბა უკვდავ, ელეგანტრურ სამოსად აქცია.

7. ელეგანტური ფეხსაცმელი ორ ფერს უნდა შეიცავდეს. ცნობილია, რომ კოკო შანელი ფერთა გამაში მხოლოდ შავსა და თეთრს აღიარებდა. დიზაინერი აღმერთებდა ამ ორი ფერის შერწყმას. სწორედ შანელმა შექმნა ცნობილი ფეხსაცმლის მოდელი – ლაქის საზაფხულო ფეხსაცმელი თეთრი ყელითა და შავი ძირით. ის მიიჩნევდა, რომ ასეთი ფეხსაცმელი ქალს უფრო სექსუალურს აჩენს და ამასთან, ტერფის სიგრძეს ვიზუალური ეფექტის მეშვეობით ფარავს. ამასთან, კოკოს აზრით, ასეთი, თუნდაც დაბალქუსლიანი ფეხსაცმლი, ნებისმიერ სამოსს იდეალურად ეხამება.

8.ფუფუნება უნდა იყოს კომფორტული- წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფუფუნება არ არის. ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ შანელის დღისა და საღამოს კაბები ისე იყო შექმნილი, რომ ქალებს მათი ტარებისას, უხერხულობა არ ეგრძნოთ. დაბალი ქუსლები, უსახელო მაისურები და ელასტიკური ჟაკეტები – ყველაფერი ეს მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ ქალებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ. კოკოსთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო თავისი კლიენტების ცხოვრების სტილი და მათთვის გამოსადეგი სამოსის შექმნა. ის არასოდეს ქმნიდა მოდას, მხოლოდ მოდისთვის.

“ყოველთვის ეძებეთ ქალი, კაბის ქვეშ – არ არის კაბა, არ არის ქალიც”, – ამბობდა შანელი.

ნანახია:(10514)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
კოკო შანელი

Related Articles

ყოველი ადამიანი — ეს უსასრულობაა

«ქმრებს ცოლები ბეზრდებათ, ცოლებს კი ქმრები. მიზეზი ისაა, რომ ისინი ვერ ახერხებენ თავისი პარტნიორის სულთან შეხებას. მათთვის ერთმანეთის სხეულები უკვე


ადამიანები, რომლებიც გვიან იძინებენ, უფრო ჭკვიანები არიან

ტოროლები მუდამ ამაყობენ იმით, რომ ღამით დროულად იძინებენ და დილით ადრე დგებიან, რადგან ეს გაცილებით უფრო ჯანსაღ ცხოვრების წესად მიიჩნევა.


როცა თქვენი ქალიშვილი შეყვარებულია — რჩევები დედებს

დედებისთვის, როგორც წესი, რთული ეტაპია, როდესაც აანალიზებენ, რომ მათი შვილები, განსაკუთრებით ქალიშვილები უკვე დიდები არიან და გარკვეული გრძნობა უჩნდებათ საპირისპირო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*