ცნობიერი და ქვეცნობიერი სამყარო — ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ | Jolo.ge


ცნობიერი და ქვეცნობიერი სამყარო — ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

ცნობიერი და ქვეცნობიერი სამყარო — ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

ცნობიერი და ქვეცნობიერი ეს არის ორი სამყარო, რომელთა ურთიერთქმედებაზეც არის დამოკიდებული, თუ რამდენად მიაღწევ ცხოვრებაში დასახულ მიზნებს. იმისათვის, რომ სწრაფად შეძლო დასახული მიზნების მიღწევა, აუცილებელია გესმოდეს, თუ როგორ ფუნქციონირებს შენი ცნობიერი და ქვეცნობიერი.


«მიზნის მიღწევა იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც მისი არსებობა!» © GT


ჩვენი გონება ორი სამყაროსგან შედგება, ესენია: ცნობიერი და ქვეცნობიერი სამყარო. ასევე, ისინი შეგვიძლია ცნობიერ და ქვეცნობიერ გონებად მოვიხსენიოთ. ცნობიერი – ეს გონების პატარა ნაწილია, რომელსაც სრულად აკონტროლებს ადამიანი. ყველა ჩვენი ფიქრი, იდეა და აზრი, სწორედ ცნობიერი გონების დონეზე ხდება.

ცნობიერი გონება პასუხს აგებს შენს:

  • ფიქრებზე;
  • გადაწყვეტილებებზე;
  • მოქმედებებზე;
  • ლოგიკურ აზროვნებაზე;
  • საკუთარი თავისა და სხვების აღქმაზე;
  • და ა.შ.

ცნობიერი – ეს არის გონების ნაწილი, რომლითაც შენ ფიქრობ. აი მაგალითად ახლა, შენ კითხულობ ამ პოსტს, აანალიზებ მას, ახდენ მის, სხვა ინფორმაციასთან დაკავშირებას, რაღაცას ეთანხმები, რაღაცას არა – და ყოველივე ამას შენი ცნობიერი გონება აკეთებს.

ცნობიერი გონება – ეს არის შენი ინსტრუმენტი, რომელიც გეხმარება გარესამყაროსთან ურთიერთობაში. შენ არ გაქვს წვდომა საკუთარ ქვეცნობიერთან და მითუმეტეს არ გაქვს წვდომა საკუთარ სულთან და სამყაროსთან [თუმცა შეგიძლია]. მაგრამ, ცნობიერების მეშვეობით, შენ შეგიძლია სერიოზული ზეგავლენა მოახდინო მათზე.

ბუნებრივია შენ გაგიჩნდა კითხვა: როგორ?

შენ თავად ირჩევ რაზე იფიქრო!

თუ ერთი და იგივე აზრი, მუდმივად მეორდება შენს ცნობიერ გონებაში, ის ინაცვლებს ქვეცნობიერში და მის მართველობაში გადადის. ფაქტიურად, ცნობიერი – ეს არის გონების სივრცე, რომელიც ახალ ან ძველ, უბრალოდ შეცვლილ ინფორმაციას ამუშავებს და ინახავს ქვეცნობიერში.

ჩვენი ქვეცნობიერი დიდ საცავს წააგავს, რომელიც ინახავს ყველაფერს, რაც კი მთელი ცხოვრების მანძილზე ხდება ჩვენს თავს. შენ არაფერი გავიწყდება, ეს ყველაფერი შენს ქვეცნობიერში ილექება. უბრალოდ იმ მიზეზის გამო ვერ იხსენებ ხოლმე რაღაცას, რომ შენ არ შეგიძლია [არ იცი როგორ] ქვეცნობიერიდან საჭირო ინფორმაციის მოძიება.

მოდი მოვიყვანოთ მაგალითი: დაუშვათ შენ ცხოვრობ საკუთარ სახლში, რომელიც საკმაოდ დიდია მოცულობით და რომელსაც ძალიან დიდი სარდაფი აქვს. სახლში ინახავ ყველა საჭირო და აუცილებელ ნივთს, რომლებსაც აქტიურად იყენებ შენს ყოველდღიურ ცხოვრებაში: კომპიუტერი, მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და ა.შ, – ეს ის ნივთებია, რომელსაც აქტიურად იყენებ და უვლი მათ.

ნივთები, რომლებსაც არ იყენებ, სარდაფში ჩაგაქვს. მაგალითად: ბავშვების ციგა და თხილამურები – ისინი მხოლოდ ზამთარში გჭირდება. ძველი ტელევიზორი, რომლის გადაგდებაც თან გენანება, მაგრამ სახლში არ გჭირდება და არც არასოდეს დაგჭირდებაwink. და ა.შ. მოცემულ მაგალითში, სახლი – შენი ცნობიერი გონებაა, ხოლო სარდაფი – შენი ქვეცნობიერია. ამ შემთხვევაში, სხვაობა იმაშია, რომ შენი სარდაფის სივრცე შეზღუდულია, ხოლო ქვეცნობიერს საზღვრები არ გააჩნია.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ შენ მთელს „ხარა-ხურას“ სახლში გააჩერებ?

დროთა განმავლობაში ეს „ხარა-ხურა“ ისე დაგროვდება, რომ შენ იქ უბრალოდ ვეღარ შეძლებ ცხოვრებას. ზუსტად ასევეა ცნობიერი გონებაც, რასაც არ იყენებ, ინაცვლებს სარდაფში. მაგრამ სარდაფი იმდენად დიდია, რომ ძალიან ხშირად შენ ვერ პოულობ იმას, რასაც ეძებ.

ასევე, ჩვენი ქვეცნობიერი, პასუხს აგებს ჩვენს განწობებზე და რწმუნებულებებზე. როდესაც გარკვეული მოქმედება, აზრი თუ ემოცია, მეორდება ხშირად, ის გადაეცემა ქვეცნობიერს და ხვდება მის მიერ სრულად კონტროლირებადი. მაგალითად: ველოსოპედის ტარების ცოდნა, თხილამურებზე დგომა, ბურთის კენწლვა, საჭმლის კეთება და ა.შ. სწავლის დროს, ცნობიერი გონება სრულად არის ფოკუსირებული უცხო ნაბიჯების გონებაში რეგისტრირებაზე და ამ ყველაფრის დამახსოვრების პროცესზე.

გახსოვს, როგორ სწავლობდი უცხო ენას?

შენ იმახსოვრებდი თითოეულ სიტყვას, სწავლობდი წესებს და ა.შ. დროთა განმავლობაში მიღებული ცოდნა ინაცვლებდა ქვეცნობიერში და გარკვეული პერიოდის შემდეგ, დგება, მომენტი, როცა შენ უკვე აღარ შეგიძლია ახსნა, თუ როგორ აკეთებ ასე აუღელვებლად და იოლად იმას, რასაც აკეთებ. შენ უბრალოდ იცი! აბა სცადე და აუხსენი ადამიანს, რომელმაც არ იცის ველოსიპედის ტარება, თუ როგორ ატარებ შენ… მსგავს შემთხვევაში შენ აუცილებლად გაიფიქრებ: „უბრალოდ ვჯდები და მივდივარ“. ის კი ჯდება და ეცემა.

ვფოქრობ, რომ სარდაფისა და ჩვევების ფუნქციებს კარგად გავართვით თავი. ახლა კი მოდი ქვეცნობიერის კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე გადავიდეთ, რომელიც, როგორც უკვე გითხარი ჩვენს რწმუნებულებებზეც აგებს პასუხს.

რწმუნებულება – ეს არის ჩვეულებრივი აზრი, რომელიც ხშირი გამეორების მეშვეობით, იმდენად ღრმად ჩაჯდა შენს ქვეცნობიერში, რომ ის შენს უტყუარრწმუნებულებად იქცა.

რწმუნებულება – ეს არის ის, რაშიც შენ ხარ დარწმუნებული!

მაგალითად: 2 ადამიანი წაიკითხავს ამ პოსტს, ერთი 100%-ით დარწმუნებული იქნება, რომ ეს აბსოლუტური სისულელეა, მეორე კი 100%-ით დარწმუნებული იქნება, რომ – ეს ნამდვილად ასეა.

— რომელია მართალი?

— ორივე!

— საიდან გამომდინარე ხდება ასე?

— მათი რწმუნებულებებიდან!

— საიდან ჩნდება რწმუნებულებები?

— ცხოვრებისეული გამოცდილებიდან [მაგრამ — ეს სულ სხვა პოსტის თემაა].


«თუ თქვენ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ან არ შეგიძლიათ, თქვენ ორივე შემთხვევაში მართალი ხართ!» © ჰენრი ფორდი


ქვეცნობიერი, შენს ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან დაკავშირებულ ათასობით ასეთ რწმუნებულებას ინახავს. რწმუნებულება ძალიან სერიოზულად მოქმედებს ჩვენს ცხოვრებაზე.

ქვეცნობიერი პირდაპირ ეკონტაქტება სამყაროს. სწორედ ქვეცნობიერი აგზავნის სამყაროში, ჩვენი რწმუნებულებებისა და ღრმად ჩაპროგრამებული განწყობებისმეშვეობით იმას, რაც ჩვენ გვინდა და არ გვინდა.

წარმოიდგინე, დღეში ცნობიერებაში დაახლოებით ორმოცდაათი ათასი აზრის გაელვება ხდება, სამყარო თითოეულ მათგანზე, რომ ახდენდეს რეაგირებას, დედამიწაზე სრული ქაოსი დაისადგურებდა. ხოლო, ასე სამყარომ ქვეცნობიერს გადააბარა მნიშვნელოვანი აზრების შერჩევის ეს ფუნქცია.

და საბოლოო ჯამში, რას ვღებულობთ?

ადამიანი, რომელშიც ღრმად არის ჩამჯდარი ისეთი ტოქსიკური აზრი, როგორიცაა მაგალითად: „მე არაფერში არ მიმართლებს“, ის მუდმივი უიღბლობისთვის და მარცხისთვის არის განწირული. მისი ქვეცნობიერი ყოველ წამს ამ ტოქსიკური აზრის ტრანლირებას ახდენს სამყაროში, სამყარო კი რეალობად გარდაქმნის ამ ადამიანის აზრებს, რათა ის მის რწმუნებულებას შეესაბამებოდეს. რასაც არ უნდა აკეთებდეს ადამიანი, სანამ არ შეიცვლის თავის ტოქსიკურ რწმუნებულებებს, ის განწირულია.

მოდი ვნახოთ, რას აცხადებს ამ საკითხთან დაკავშირებით, ამერიკელი ბიზნესმენი, ბიზნეს ტრენერი და მულტიმილიონერი, ჰარვ ეკერი, თავის გენიალურ წიგნში:„იფიქრე როგორც მილიონერი“.

რა განსხვავებაა მდიდარსა და ღარიბ ადამიანებს შორის?

პირველ რიგში აზროვნება! მდიდარი ადამიანის ქვეცნობიერი მუდმივად ახდენს სამყაროში შემდეგი აზრის ტრანსლირებას: „მე მდიდარი ვარ“, ხოლო ღარიბი ადამიანის ქვეცნობიერი კი, ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებს – ის მთელი ემოციით აცხადებს: „მე ღარიბი ვარ“.

თქვენ იკითხავთ: დღეს თუ მე ღარიბი ვარ, მაგრამ სურვილი მაქვს, რომ გავმდიდრდე, როგორ უნდა მოვიქცე?

აზროვნება უნდა შეიცვალოთ! ქვეცნობიერში შემდეგი აზრის პროგრამირება უნდა მოახდინოთ: „მე მდიდარი ვარ“ და ეს უნდა გააკეთოთ მიუხედავად იმისა, შეესაბამება თუ არა ამჟამად ეს მტკიცებულება სიმართლეს. თქვენი ქვეცნობიერი ერთმანეთისგან ვერ ანსხვავებს რეალურ მოვლენებსა და წარმოსახვას – და ეს ფუნქცია შემთხვევით არ აქვს მას. გამოიყენეთ ეს ფუნქცია, რათა თვითშთაგონების გზით, დააჯეროთ თქვენი ქვეცნობიერი, რომ თქვენ ხართ წარმატებული და მდიდარი ადამიანი.

— ჰარვ ეკერი


«თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას, თუ დაიჯერებთ, რომ შეძლებთ!» © ნაპოლეონ ჰილი


რეზიუმე

შენი ქვეცობიერი – საინფორმაციო ფილტრია. ის ფილტრავს ინფორმაციას და ქვეცნობიერის „ფაილებში“ არეგისტრირებს მათ. ფილტრაცია ხორციელდება შენი რწმუნებულებების საფუძველზე. ავიღოთ მდიდარი და ღარიბი ადამიანის მაგალითი: ღარიბი ადამიანის ქვეცნობიერი, მხოლოდ სიღარიბესთან დაკავშირებულ ინფორმაციას არეგისტრირებს და ამ ინფორმაციის ცნობიერ გონებასთან წვდომას უზრუნველყოფს, ხოლო წარმატებასთან და სიმდიდრესთან დაკავშირებულ ინფორმაციას ფილტრავს და მათ უკუგდებას ახდენს.

შესაბამისად, ასეთი ადამიანი „თვალახვეულია“. ის უბრალოდ ვერ ხედავს იმ იდეებს, რომლებსაც ის შეეძლო ექცია წარმატებულ და მდიდარ ადამიანად. ის გარშემო მხოლოდ გაჭირვებას, ტანჯვას და სიღარიბეს ხედავს, იმიტომ რომ მისი ტოქსიკური რწმუნებულებებიდან და ღრმად პროგრამირებული განწყობებიდან გამომდინარე, მისი გონება სწორედ ამ გრძნობებზე არის ფოკუსირებული. მდიდარი ადამიანი მუდმივად სიუხვესა და უსაზღვრო შესაძლებლობებს ხედავს გარშემო, იმიტომ რომ მისი ქვეცნობიერი სწორედ ამ ინფორმაციას აფიქსირებს და გადასცემს ცნობიერ გონებას, რომელიც თავის მხრივ ქმნის მოქმედების იმპულსს და ამ ადამიანის მოქმედება ნაყოფიერი ხდება. ის ახდენს ნეგატივისა და პესიმიზმის შემცველი ინფორმაციის ფილტრაციას და მხოლოდ წარმატებაზე, სიუხვეზე და შედეგზეა ფოკუსირებული.

წყარო: http://inteleqtika.com/

ნანახია:(12659)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

“თუ გიყვარს უნდა გაუშვა, თუ შენია დაბრუნდება”- მარკესის 57 ოქროს წესი, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს

ცხოვრებისეული წესები 1, ენდე მას, ვისაც თანაგრძნობა შეუძლია 2. არასოდეს გასცე ბრძანება, თუ დარწმუნებული არ ხარ, რომ შეასრულებენ 3. ოცნებას


„მოგეცეს ის რაც სხვისთვის გინდა“…

შენ რომ შეცდომებს უშვებ, იმიტომ მოგექცენ ცუდად. თუ შეცდომა არ დაგიშვია და მაინც მოგექცენ ცუდად, ეს გაკვეთილია და უნდა ისწავლო


„დატკბი და გაიხარე იმ დროში, რაც განგებამ მოგანიჭა“

არაფრით არ ჯერათ ადამიანებს, რომ ზეიმი და დღესასწაული მხოლოდ რამდენიმე საათი გრძელდება. ჩვენ დრო კი არ გაგვყავს, ან დროს კი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<