ცისანა ტატიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა | Jolo.ge


ცისანა ტატიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა

ცისანა ტატიშვილს 82 წელი შეუსრულდებოდა

ლეგენდარული პრიმადონა, შარშან ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. ქართველ საოპერო დივას,  82 წელი შეუსრულდებოდა.

ცისანა ტატიშვილი, 1963 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტი იყო. 38 წლის განმავლობაში მღეროდა როგორც სოპრანოს, ისე მეცო სოპრანოს რეპერტუარს. გამოდიოდა მოსკოვის დიდი თეატრის და პეტერბურგის მარიას თეატრის სცენებზე. გასტროლებს მართავდა ევროპის მრავალ ქალაქში: ვილნიუსი, რიგა, კიშინოვი, კიევი, ოდესა, მინსკი, სოფია, ბუდაპეშტი, ვარშავა, ბერლინი(დოიჩე ოპერა, კომიშე ოპერა), ბონი, მიუნჰენი, კიოლნი, ბაზელი, ათენი, ლისაბონი, ლონდონი, პრაღა, ვენა, ბუსეტო;

ქართველ სოპრანოს, თბილისთან დამეგობრებული ქალაქების საოპერო თეატრების სცენებზე ნამღერი აქვს ფართო ევროპული რეპერტუარი. ცისანა ტატიშვილი, რ. შტრაუსის «სალომეას» პარტიის ერთ-ერთი პირველი და საუკეთესო შემსრულებელია ყოფილ საბჭოთა კავშირში, ამიტომ მსოფლიო მუსიკის ენციკლოპედიაში, მონსერატ კაბალიესთან და ბირგიტ ნილსონთან ერთად, სალომეას შემსრულებელთა მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია შესული.

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის წინ, ცისანა ტატიშვილის სახელობითი ვარსკვლავი 2010 წელს გაიხსნა.

„როცა ჩვენ დარბაზში ვისხედით და ვუსმენდით, ვუსმენდით ნამდვილ სასწაულს. ისე ზემოქმედებდა ჩვენზე- კოლეგებზე და ზოგადად მსმენელზე,  ისე აღგვაფრთოვანებდა ყველას მისი ხმა და მოქმედება სცენაზე, რომ გვინდოდა გვეყვირა და გვეკივლა. ცისანა იყო ოპერის ქალღმერთი. ის იყო განსაკუთრებული, განსაკუთრებული პიროვნება, მომღერალი და ფენომენალური ხმის პატრონი.“იხსენებს  საქართველოს სახალხო არტისტი თამარ გურგენიძე

თბილისის საპატიო მოქალაქე, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი, ღირსების ორდენოსანი, შოთა რუსთაველისა და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, სსრკ სახალხო არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, შვეიცარიის საპატიო ორდენის კავალერი, ლეგენდარული ქართველი სოპრანო ცისანა ტატიშვილი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

ნანახია:(16)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

კინომუსიკის შედევრები და საჩუქარი იღბლიან მაყურებელს

9 და 10 ნოემბერს თბილისის საკონცერტო დარბაზში!   მაყურებელთა თხოვნით  თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, მსოფლიო კინომუსიკის შედევრები კვლავ გაიჟღერებს. საოცარ


სასიხარულო სიახლე ათენში მცხოვრებ ქართველებს

21 ოქტომბერს ათენში მცხოვრებ ქართველებს საშუალება მიეცემათ ახლოს გაიცნონ საბავშვო პოეტი სოფო ფოცხვერაშვილი და ამასთანავე საჩუქრად მიიღონ საბავშვო ლექსების საოცარი


»ნაწილები» მისტიკა ფილმსა და რეალობაში

ფილმის გადაღების დასრულების შემდეგ, სახლი, სადაც ფილმს იღებდნენ, მეპატრონემ სასწრაფოდ გაყიდა. როგორც მსახიობები ამბობენ, გადაღების პროცესში იქ ბევრი უცნაური რამ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*