ჩვევები, რომლებიც სიღარიბისკენ მიდრეკილებას იწვევს | Jolo.ge


ჩვევები, რომლებიც სიღარიბისკენ მიდრეკილებას იწვევს

ჩვევები, რომლებიც სიღარიბისკენ მიდრეკილებას იწვევს

ხშირ შემთხვევაში სიღარიბე არის არა უსახსრობა არამედ ჩვევები, რომლებიც საბოლოოდ უსახსრობისკენ მიდრეკილებას იწვევენ. ადამიანები ზოგჯერ ვერც ამჩნევენ, რომ მათი საქციელი მიმართულია ნეგატივისკენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე ჩვევას, რომლებიც ღარიბ ადამიანებს ახასიათებთ:

 1.ყოველთვის ეძებენ დამნაშავეს — ღარიბი ადამიანი თავს დამნაშავედ არასდროს თვლის. საკუთარ წარუმატებლობაში ყოველთვის სხვებს ადანაშაულებს.

2.კარგავს დროს — ბავშვობაში გვასწავლეს ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერიო და ჩვენც ხშირად ამ რჩევას მივყვებით, თუმცა სინამდვილეში ეს დროის კარგვაა, დრო კი ძალიან ძვირფასია.

 3.ყოველთვის იმას აკეთებენ, რისიც სჯერათ — ღარიბები რისკზე არასდროს მიდიან, ურჩევნიათ გააკეთონ ის, რაშიც დარწმუნებული არიან.

 4.სწავლობენ უფასოდ — უფასო ტრენინგები და სემინარები სინამდვილეში არაფერს გაძლევთ. ადვილი მისახვედრია, ის რაც ხარისხიანია შეუძლებელია იყოს უფასო.

5.არ იხდის სხვების ხარჯს — ღარიბები მიჩვეული არიან სხვის ხარჯზე ცხოვრებას და თუ ვინმე მათთვის რამეს გააკეთებს საჭიროდ არ თვლიან მათთვის რაიმეს გადახდას.

6.ეცოდებათ საკუთარი თავი — თუ შეძლებულ ოჯახში არ დაიბადეთ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საცოდავი ხართ.

7.წუწუნი — ღარიბები ყოველთვის ბედის უკმაყოფილონი არიან და საკუთარ წარუმატებლობას უბედობას აბრალებენ.

 8.ელოდება სხვისი აზრის გამოხატვას — წარმატებული ადამიანი ინდივიდუალისტია და არ ექცევა სხვისი აზრების გავლენის ქვეშ.

 9.ხარჯავს ფულს სისულელეებში — ღარიბ ადამიანს არანაირი ფინანსური სტრატეგია არ გააჩნია, არ იცის რა არის პრიორიტეტული და ფულს ჰაერში ხარჯავს.

 10.ეძებს დაუყოვნებლივ სარგებელს — საქმეში მოგება უმეტეს შემთხვევაში იგვიანებს, ღარიბ ადამიანს ლოდინისთვის ნერვები არ ჰყოფნის და საქმეს თავს ანებებს.

11.აკეთებს იმას, რაც არ მოსწონს — წარმატებული ადამიანი ყოველთვის ცდილობს დაკავებული იყოს იმ საქმით, რაც მოსწონს და არ აკეთოს ის, რაც სიამოვნებას არ ანიჭებს.

12.ხარჯავს დროს არაფერში — ღარიბი გამუდმებით ფიქრობს იმაზე, როგორ მოკლას დრო და არა იმაზე რა გააკეთოს სასარგებლო თავისუფალ დროს.

13.ცხოვრობს სხვების ცხოვრებით — წარმატებულ ადამიანს სხვებისთვის დრო არ რჩება, მისთვის სულ ერთია რა ხდება სხვების ცხვრებაში.

ნანახია:(10724)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ამიტომ არ არის საჭირო ფიქრი იმაზე თუ რა მოხდება… არამედ“…

„ყველაფერი იცვლება. იცვლება სივრცე. იცვლება დედამიწა. იცვლება დრო. იცვლებით თქვენ… მომავლის რამოდენიმე ვარიანტი არსებობს. და თქვენ გაინტერესებთ რა იქნება და


რატომ ვერ ვახორციელებთ ჩვენს ჩანაფიქრს

ხშირად ვისახავთ მიზანს და გვწადია მისი მიღწევა, მაგრამ ვერ ვახორციელებთ ჩვენს ჩანაფიქრს, თითქოს რაღაც უხილავი ბორკილები გვაკავებს… რატომ? ამ შემთხვევაში


როგორ ვაქციოთ შიში ჩვენს მოკავშირედ

შიში ეს არის ერთგვარი გრძნობა, რომელიც ჩამონტაჟებულია ადამიანის ტვინში იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანი საფრთხეებისგან. ის შეგვიძლია შევადაროთ კანს, რომელიც ფარავს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*