ჩვეულებრივი თვალისთვის დამალული სილამაზე | Jolo.ge


ჩვეულებრივი თვალისთვის დამალული სილამაზე

ჩვეულებრივი თვალისთვის დამალული სილამაზე

„ეს არის გამოფენა, რომელზეც მიღებული დადებითი მუხტი ძალიან დიდხანს გამყვება. თითოეული ნამუშევარი საოცარი პოზიტიური ენერგიით გავსებს, რა უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ფოტოდან გადმოღვრილი მზის სხივებით თბები. მადლობა ავტორს ამ სილამაზისთვის და იმ განწყობისთვის, რომელიც ამ დარბაზში შემოსვლისთანავე გაჩნდა“ —  ამბობს ერთ-ერთი დამთვალიერებელი.

ნინი დგებუაძე: აქ ჩანს ის რაც თითქოსდა უჩინარია, აღიქვამ ჩვეულებრივი თვალისთვის დამალულ სილამაზეს და ეს აღმოჩენა განცვიფრებს.

tatiana„ცოცხალი მზე“ — ამ სახელწოდებით დასათაურებული ფოტო-გამოფენა, რომლითაც ამ დავთვალიერებლების მსგავსად ბევრი სხვაც მოიხიბლა, ტატიანა ლატანსკაიას ეკუთვნის. ის საქართველოს უკრაინიდან ეწვია. თბილისის შემდეგ ამ გამოფენას სხვა ბევრ ქვეყანაშიც იხილავენ.

ტატიანა ლატანსკაია: „ამ ფოტოების შექმნისას ჩემი სურვილი იყო ჩემს ახლობლებს იმ ქვეყნებისა და ბუნების  სილამაზე ენახა, რომელშიც ვმოგზაურობ და არა მარტო ენახა, იგივე განცდით აღექვა, როგორც მე შევიგრძენი ეს. ფოტოს გადაღებისას მთავარია იგრძნო და ენდო შინაგან შეგრძნებას.

ასევე მთავარია განეწყო სილამაზის დასანახად და განსხვავებული რაკურსით მოახერხო მისი გადაღება. ეს სამი ხერხი მეხმარება იმის აღმოჩენაში რაც ჩვეულებრივი თვალისთვის „დამალულია“.

უმეტესობას სილამაზის აღქმა უჭირს და მეკითხებიან თუ რა არის ჩემი საიდუმლო. ვისაც ეს ერთულება, მათთვის პატარა სავარჯიშო მაქვს. რაც შეიძლება ხშირად უნდა უთხრათ კომპლიმენტები გარშემო მყოფთ, როდესაც ადამიანებში იწყებთ სილამაზის დანახვას და თან აღნიშნავთ ამას, ეს გიყალიბდებათ სასარგებლო ჩვევად და თქვენი შინაგანი მზერა ყოველ ჯერზე მიმართულია იმისკენ, რომ კარგი აღმოაჩინოს ირგვლივ. მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში უთხარით ადამიანებს კომპლიმენტები და ნახავთ როგორ იმოქმედებს ეს. მთავარია ეს კომპლიმენტი გულწრფელი იყოს და თქვენ ბევრად უფრო მეტ სილამაზეს აღმოაჩენთ თქვენს ირგვლივ“.

დეა თავბერიძე

tat1tat2

tat3

 

ნანახია:(146)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ალენ დელონის შენიშვნა ქართველ ჟურნალისტს

„თქვენ ბატონო იმის მაგივრად, რომ დაწეროთ შეგიძლიათ ქალბატონს დაუთმოთ ადგილი», — ასე შენიშვნით დაიწყო ალენ დელონის შეხვედრა ქართველ ჟურნალისტებთან.  


ნინო სურგულაძე «ოსკარის» მფლობელი გახდა

ქართველი მეცო სოპრანო ნინო სურგულაძე , საოპერო სამყაროში დაწესებული პრესტიჟული ჯილდოს, საოპერო ოსკარის მფლობელი გახდა. საუკეთესო მეცო სოპრანო, ტენორი და


აკა მორჩილაძის ახალი წიგნის პრეზენტაცია

,,მორიდებული ზურმუხტი“ აკა მორჩილაძის ახალი წიგნია, რომლის სიუჟეტი საუკუნის წინანდელ საქართველოში ვითარდება.    ავტორის თქმით,  წიგნს არ ჰყავს მთავარი გმირი,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<