„ჩვენ პატრიარქს იუმორის დიდი გრძნობა აქვს და იმედია არ მიწყენს“ — არქიმანდრიტი ანთიმოზი

by admin | 1 ноября, 2015 13:01

„ერთი ჩემი მეგობარი უწმიდესთან მივიყვანე დასალოცად, კადრებშია ჩემი საქმეო!“ — იხსენებს არქიმანდრიტი ანთიმოზი.

არქიმანდრიტი ანთიმოზი: „დალოცა პატრიაქმა და ძალიან მალე დიდ თანამდებობაზე დანიშნეს.
ერთი წლის შემდეგ კიდევ კადრებში გადაიყვანეს, კიდევ დალოცა პატრიარქმა და მალე დააწინაურეს. 5 თვის შემდეგ ისევ მოხსნეს. 
მესამედ მივიყვანე უწმიდესთან, უკვე ცნობდა ჩვენი პატრიარქი და უთხრა, მალე გეშველებაო და ცოტა ხანში საკმაოდ მაღალჩინოსანი გახდა;
სამებიდან რომ ვაცილებდი, მაღალჩინოსანმა პატრიარქზე იხუმრა: არ იფიქროს ჩემზე, ამას მე კადრების უფროსი ხომ არ ვგონივარო?!)))))))))))))))))
ჩვენ პატრიარქს იუმორის დიდი გრძნობა აქვს და იმედია არ მიწყენს)))
ეს ჩემი მეგობარი ურწმუნო იყო, ეხლა მოიქცა, აღსარებასაც ამბობს და ეზიარება.
აი, ესეთი დიდი ძალა აქვს ჩვენი პატრიარქის დალოცვას!“

ნანახია:(47)-ჯერ


Comments

comments

Source URL: http://www.jolo.ge/chvens-patriarqs-iumoris-didi-grdznoba-aqvs/