ჩვენი სიცოცხლის პულსი ჩვენს ხელშია… | Jolo.ge


ჩვენი სიცოცხლის პულსი ჩვენს ხელშია…

ჩვენი სიცოცხლის პულსი ჩვენს ხელშია…

ხანდახან რუტინაში ჩაბმულებს, გვგონია, რომ დრო არ გვყოფნის ცხოვრებისთვის… სიხარულისთვის… სიყვარულისთვის… გაოცებისთვის… აღფრთოვანებისთვის… სულ უფრო და უფრო ცოტა დროს ვუთმობთ ჯერ საკუთარ თავს, მერე საყვარელ ადამიანებს და მერე სიცარიელის გარდა აღარაფერი გვრჩება…

არადა დრო ჩვენშია და დრო ჩვენ ვართ… ჩვენ ვართ ჩვენი ცხოვრების რიტმი, ჩვენი სიცოცხლის პულსი ჩვენს ხელშია… და როცა სიყვარულით ავავსებთ თითოეულ წამს, მთელი არსებით შევიგრნობთ, რომ დრო ჯერ შენელდება, შემდეგ კი შეჩერდება… და იმასაც ვიგრძნობთ, რომ ცხოვრება დავიწყეთ, რომ გულმა უფრო გამალებით დაიწყო ფეთქვა, რომ სამყარომ ისევე დაიწყო ზრუნვა ჩვენზე, როგორც ჩვენ — საკუთარ თავსა და საყვარელ ადამიანებზე…

თორემ თუ დროს რუტინასა და უაზრო რბოლაში გავლევთ, დრო არ დაგვინდობს და არ გვაპატიებს ჩვენი თავის გაუფასურებას… მოვა ტკივილი და მას დრო ვერ განკურნავს, რადგან სინამდვილეში, დრო ყველაფრის მკურნალი არ არის… ის ვერაფერსაც ვერ კურნავს… მხოლოდ გაჩვევს იმ ტკივილთან ცხოვრებას, რომელიც შენშია…

ჩვენს თავს თავადვე ვათავისუფლებთ — სიყვარულით… მხოლოდ ამის მერე ჩერდება წამები და დგება მარადისობა.

პოსტის ავტორი: ნატა თვალაძე

ნანახია:(120)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

რა არის სასიცოცხლო ენერგია და საიდან ვიღებთ მას?

აღმოსავლური ფსიქოლოგიის 50% პრანებისგან შესდგება – თეორია და  გარკვეული სუნთქვითი პრაქტიკები, რომელიც ადამიანს აძლევს საშუალებას მუდმივად აივსოს სასიცოცხლო ძალით ენერგიით (პრანით). როგორც


ებრუ — წყალზე ხატვის უძველესი თურქული ტექნიკა

ებრუს მეთოდით მხატვრობა “ქითრედ” წოდებული წებოს ერთ-ერთი სახეობით და სპეციალურად დამზადებული საღებავებით კონცენტრირებული წყლით ქაღალდზე გადატანილი დეკორატიული ხელოვნებაა. დაახლოებით აკვარელს ჰგავს.


5 მარცვალი უმი ბრინჯი ორგანიზმის გასაწმენდად

ბრინჯი მდიდარია ცილებით, ამინომჟავებით, რომლებიც ორგანიზმს ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად სჭირდება, კალიუმით – უმთავრესი ელემენტით გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალური მუშაობისთვის, ასევე ფოსფორით,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*