„ჩვენი შვილების თაობა, თაობა რომელსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში“… | Jolo.ge


„ჩვენი შვილების თაობა, თაობა რომელსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში“…

„ჩვენი შვილების თაობა, თაობა რომელსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში“…

„ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან …

ვინ და თაობა, რომელიც დაამსხვრევს დრომოჭმულ სტერეოტიპებს. თაობა, რომელიც ახლა, ამ წუთას ზის ინტერნეტთან და ეცნობა მსოფლიოს თანამედროვე ღირებულებებს.

თაობა რომელიც დუმილით აკვირდება მამების მიერ არაერთხელ დაშვებულ შეცდომას და ემზადება ამბოხისთვის.
თქვენ მათ ვერ უკარნახებთ თამაშის წესებს. ვერ გაბითურებთ იაფასიანი პოლიტიკანობით, რადგან სიტყვა-სიტყვით იციან, თუ რომელი ფრაზები ამოგლიჯეთ ბიბლიას შარავანდედის მოსარგებად.

ეს, ის თაობაა რომელიც პოსტქრისტიანულ საზოგადოებაში ერთმანეთისგან გამიჯნავს ეკლესია და სახელმწიფოს, რომ არ შეიზღუდოს მათი თვითშემოქმედებითი განვითარება.

ვეღარავინ აღუდგება წინ თვითკრიტიკულობის პოზიციას და არც პირს გაგიღებენ ბურთის ჩასაჩრელად, რადგან ეს არის თაობა, რომელიც სწავლობს ლიბერალიზმის ღირებულებებს, რომელიც ჩემმა თაობამ სალანძღავ სიტყვად აქცია. მათ უკვე შესანიშნავად იციან, რომ ლიბერალიზმი არის პიროვნებებისგან შემდგარი სახელმწიფო სადაც არსებობს თანაბარი წვდომა ყოველი სიკეთისადმი, რომ ეს არის სოლიდარობა თანამოქალაქეებისადმი და პირველ რიგში სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, რომელიც არ გააჩნია ჩვენს თაობას.

ჩვენ, მათ ვეღარასოდეს მოვატყუებთ ღმერთით, რადგან მათ უკვე შესანიშნავად იციან, რომ ის არ არის წარღვნა, ცუნამი, მიწისძვრა და ხანძარი. მათთვის ღმერთი სიყვარული, თავისუფლება და თვითგანვითარებაა.

ჰეი ვინ მოდის მანდ მომავლიდან?
ვინ და ჩვენი შვილების თაობა, თაობა რომელსაც უნდა მოვუხადოთ ბოდიში ყველა შეცდომისთვის და დავულოცოთ გზა სამშობლოს გადასარჩენად!“

სულა სულაშვილი

ნანახია:(93)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

რწმენა თუ ეჭვები? რას აირჩევ?

დღევანდელ სტატიაში მსურს გაგიზიაროთ ჩემი  გაცნობიერება ერთ საინტერესო საკითხზე და ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო და სასარგებლო იქნება მოცემული საკითხის განხილვა. ცხოვრებაში 


პირველად საქართველოში — ფსიქოლოგიური ტრენინგ-შოუ იწყება

ვისაც სიმაღლეები და მათი დალაშქვრა გხიბლავთ, ვისაც მოგწონთ პიროვნული ზრდის პროცესი, ვისაც გსურთ, დისკომფორტთან „შენობით“ საუბრობდეთ და დაბრკოლებები კიდევ უფრო


აი, ასე ხდებიან ჩემპიონები! წაუკიხეთ ეს სიტყვები საკუთარ თავს!

როცა მიზანი დასახულია, იცით რა გსურთ ცხოვრებისგან და მისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიხართ, გაითვალისწინეთ მხოლოდ ეს ერთი რამ: ნურასოდეს დაელოდებით როდის შენიშნავს


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*