„ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორიც არის ჩვენი თვითშეფასება!“ | Jolo.ge


„ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორიც არის ჩვენი თვითშეფასება!“

„ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორიც არის ჩვენი თვითშეფასება!“

„ცხოვრების შეცვლას დიდი ფილოსოფია და თავის მტვრევა კი არა, თვითშეფასების ამაღლება სჭირდება… ჩვენი ცხოვრება ისეთია, როგორიცაა ჩვენი თვითშეფასება!“ — ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ საგინაშვილი.

თამარ საგინაშვილი: თვითშეფასება რომ აიმაღლოთ, ამისათვის საკუთარი თავი უნდა შეიყვაროთ.
აბა, სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენიათ?
არა, მე არ მიყვარს საკუთარი თვი, მაგრამ თვითშეფასება მაღალი მაქვს?
ასე არ ხდება.
იქნებ საკუთარი თავის სიყვარული თქვენთვის ეგოიზმს უდრის და ფიქრობთ, რომ თუ საკუთარ თავს შეიყვარებთ, ცუდი ადამიანი, ეგოისტი იქნებით?
და ჩვენ ხომ არავის გვინდა ცუდი ადამიანები ვიყოთ. ამიტომ უმჯობესია, არ გვიყვარდეს საკუთარი თავი, გვქონდეს დაბალი თვითშეფასება, შესაბამისად, ცხოვრებაც — დაბალი მაჩვენებლებით, სამაგიეროდ, ვიყოთ კარგი გოგოები და ბიჭები.

ყოველთვის, როცა ასეთი ფიქრი დავუშვი და სხვისი ინტერესები საკუთარზე წინ დავაყენე, როცა ვითომ სიკეთის კეთების სურვილით საკუთარ თავს ვივიწყებდი, ისე მწარედ მომხვდა ცხვირში და იმდენჯერ, რომ ბოლოს და ბოლოს გავაცნობიერე, რომ ჯერ შენ უნდა შეივსო საკუთარი თავის სიყვარულით, ჯერ საკუთარი თავისთვის უნდა გინდოდეს სიკეთე, ჯერ შენ უნდა იყო კარგად, ჯერ შენ უნდა იყო საკუთარი თავის მადლობელი ყველაფრისთვის და მხოლოდ მერე შეგიძლია გაუზიარო სხვას სიკეთის, სიყვარულის, მადლიერების ის ენერგია, რომლითაც შენ შეივსე.

ცარიელი ჭურჭელი სხვა ჭურჭელს მხოლოდ იმას თუ გაუზიარებს, რაც აქვს — სიცარიელეს. სხვას ვერაფერს.
რაც არ გაქვს, იმას ვერ გააზიარებ.
თქვენ არ აფასებთ საკუთარ თავს და იმას, რასაც სხვა ადამიანებისთვის აკეთებთ — ისინიც სარკისებურად გირეკლავენ და არ აფასებენ იმას, რასაც მათთვის აკეთებთ, არ არიან მადლობელი, — მომდევნო ეტაპზე კი არათუ მადლიერი არ არიან, სრული უმადურობის დემონსტრირებასაც კი აკეთებენ. ნეტავ ვის ბაძავენ? ვისგან იღებენ მაგალითს?
გგონიათ, ეს მათი ბრალია?
გგონიათ, ისინი არიან უმადური ადამიანები?
სამწუხაროდ, ეს თქვენ ხართ უმადური. უმადური საკუთარი თავის, არ დამფასებელი საკუთარი სულის და გულის, არ მოყვარული საკუთარი სხეულის, არ დამნახავი საკუთარი შესაძლებლობების
სხვები კი მხოლოდ იმას აკეთებენ, რასაც თქვენ კარნახობთ . ისინი თქვენს „დაკვეთას“ ასრულებენ.

საღამოს საფიქრალს გაგიჩენთ: გაიხსენეთ სიტუაციები, როცა „დაუმსახურებლად“ არ დაგაფასეს, არ დაინახეს თქვენი შესაძლებლობები, გამოიჩინეს უმადურობა.
და გააანალიზეთ, რატომ მოხდა ეს და რა გასწავლათ ამ სიტუაციამ?

 

ნანახია:(1454)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„თუ თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ შეგიძლიათ უფრო მეტი“ — სუპერეფექტურობა 5 იწყება

ადამიანის წინაშე ყოველთვის არის 3 არჩევანი: გადადგას ნაბიჯი წინ დარჩეს ადგილზე ან გადაგას ნაბიჯი უკან და წაგებული რჩება ყოველთვის ის,


აღმოაჩინე შენი მისია

…მწვრთნელის და მასწავლებლის კომპეტენტურობა განისაზღვრება არა იმით, თუ რა შეუძლია ან უკეთებია თავად….მთავარია შენ ვინ ხდები მის გარემოცვაში,მის გვერდით… არიან


ხშირად მშობლებს ურჩევნიათ „მეზობლების მოსაწონი „შვილი ჰყავდეთ, ვიდრე ბედნიერი

…ადამიანი დაბადებიდან არც კეთილია და არც ბოროტი…  ყოველი თვისება, რომელსაც შემდგომ იგი მშობლიურად და თავისად აღიქვამს, გარემოდან, ოჯახიდან, საზოგადოებიდან ამოკრეფილი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*