ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენს ბედიწერას და არა გარემო და გარესამყაროს მოვლენები | Jolo.ge


ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენს ბედიწერას და არა გარემო და გარესამყაროს მოვლენები

ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენს ბედიწერას და არა გარემო და გარესამყაროს მოვლენები

ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილებები განსაზღვრავს ჩვენს ბედიწერას და არა გარემო და გარესამყაროს მოვლენები თავისთავად. ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილება ედება საფუძვლად ჩვენს ქცევებს და თუკი ეს გადაწყვეტილებები უცვლელია, ჩვენი ქცევებიც უცვლელი იქნება და შესაბამისად შედეგებსაც იგივეს მივიღებთ, რასაც გუშინ, გუშინწინ ან იმის წინ ვღებულობდით.

თუკი ფინანსურ სიდუხჭირეს განვიცდით და სადღეისოდ გუშინდელივით და გუშინწინდელივით ვმოქმედებთ, დღესაც იგივენაირ სიდუხჭირეში ვიქნებით და ხვალაც. იგივენაირ მოქმედებებს იგივენაირ შედეგებამდე მივყავართ.

ადამიანთა უმეტესობას ჩვენში სურს ისეთნაირადვე იაზროვნონ და იმოქმედონ, როგორც აქამდე მოქმედებდნენ და თანაც ცხოვრება გაიუომჯობესონ. თუ გინდა შენი ფინანსური ან სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს, ჯერ შენ უნდა შეიცვალო, რაღაც უნდა შეცვალო ანუ უნდა გააკეთო ახალი არჩევანი და მიიღო ახალი გადაწყვეტილება, თუ რა და როგორ აკეთო ახლებურად.

ცვლილებას იწვევს ახალი არჩევანი და გადაწყვეტილება, ხოლო ამის საფუძველზე აღმოცენებული მოქმედებები ქსოვენ ახალი ბედისწერის ქსოვილს. ამიტომაც უკვე დღეს და სულაც ახლა მიიღეთ ახალი, თუნდაც მცირედ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და იმოქმედეთ ამ ახალი არჩევანის საფუძველზე.

დიდი ცვლილებები პატარა ცვლილებებით იწყება!

მიეჩვიეთ იმას, რომ ყოველდღე აკეთეთ ახალი არჩევანი და მიიღეთ ახალი გადაწყვეტილება, იმოქმედეთ ამ ახალი გადაწყვეტილებების საფუძველზე. ამით თქვენ განივითარებთ წარმატების „კუნთებს“, რამეთუ მცირედ მნიშვნელოვანი , მაგრამ მრავალი და ურყევი გადაწყვეტილებები ქმნიან წარმატების ‘კუნთურ სისტემას“. გაძლიერდით და იბედნიერეთ!

 ნოდარ სარჯველაძე

ნანახია:(613)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ჩინელი მილიარდერი: რატომ რჩებიან ღარიბი ადამიანები ღარიბებად

ღარიბი ადამიანების დაკმაყოფილება ყველაზე რთულია. მიეცით მას რაიმე უფასოდ, ის იფიქრებს, რომ ვიღაც მის გამოჭერას ცდილობს. უთხარით მას, რომ ეს


„დააგროვეთ“ 200 ღიმილი

გაიღიმეთ ხშირად და „დააგროვეთ“ 200 ღიმილი დღის განმავლობაში. ამისთვის საჭიროა საშუალოდ 5 წუთში ერთხელ გაიღიმოთ.  ღიმილის რაოდენობით ადვილად შეიძლება განსაზღვრო


„ისინი აღწევენ ათჯერ მეტს, ვიდრე გაცილებით მეტი “დონის” ან მეტი ინტელექტის მქონე ადამიანები“

არის ერთი რამ რასაც უნდა ფლობდე გამარჯვებისთვის. ეს არის განსაზღვრული მიზანი, ცოდნა იმისა, თუ რა გინდა და მწველი სურვილი მიაღწიო


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<