„ჩვენ ყველა ერმთმანეთს ვკლავთ, ვასამარებთ, არ ვინდობთ, ვანადგურებთ“ — პეტრე კოლხი | Jolo.ge


„ჩვენ ყველა ერმთმანეთს ვკლავთ, ვასამარებთ, არ ვინდობთ, ვანადგურებთ“ — პეტრე კოლხი

„ჩვენ ყველა ერმთმანეთს ვკლავთ, ვასამარებთ, არ ვინდობთ, ვანადგურებთ“ — პეტრე კოლხი

კლინიკის შუშებიანი კარი შევაღე, მენეჯერი ჰოლში მიცდიდა. შორიდან გამიღიმა, მომიახლოვდა, ხელი ჩამომარვა და კარდიოლოგთან შემიძღვა… მკურნალი ექიმი გამაცნო…

-ხო მშვიდობა გაქვთ, მამა პეტრე?!

-ალბათ, უბრალოდ, გული მტკივა ექიმო…

წარმოვთქვი და ფეხქვეშ მიწა იძრა… წარმოვიდგინე, ამ სიტყვების გაგონება, დედას გულს როგორ მოუკლავდა…
ვმალავდი, დიდხანს ვმალავდი… ვიცოდი, მოვლას ვერ შეძლებდნენ და მდგომარეობა უარესად რატომ უნდა გამერთულებინა… ახლა დედა აღარ მყავს და ერთით ნაკლები სადარდებელი მომეხსნა… არ ინერვიულებს…
როგორ ვუთხრა ექიმს, გული რა ფორმით მტკივა?! კარდიოგრამაც რომ გადამიღონ, მაინც არ გამოჩნდება, სანამ გულს ფაქტის წინაშე არ დააყენებენ…

ტკივილით გაბერილ გულში ვფიქრობ, ეჰ, ჩემო ექიმო, ნეტავ იცოდე, გული რამდენ რამეზე მტკივა…
იმ ქვების გამო, უსამართლოდ ხშირად რომ მომხვედრია,

იმ ცილისწამების გამო, საკუთარი სიბინძურეების დამალვის მიზნით რომ ავრცელებენ,

იმ აგრესიის გამო, რჯულის კანონის დაცვას რომ უწოდებენ,

იმ ,,მეგობრის» გამო, შავ მიწაში ცოცხლად რომ გმარხავს,

იმ ბოროტების გამო, ნიჭს და მონდომებას რომ არ გპატიობენ,

იმ სტატუსის გამო, სიმართლის ძიებისთვის გამყიდველს რომ გიწოდებენ,

იმ ფარისევლების გამო, ზნეობის დაცვის სადარაჯოზე ჩემს დასჯას რომ ითხოვენ და უზნეობაში იხრჩობიან,

იმ სიბნელის გამო, თვალებში მზის სხივებს რომ გიკლავენ,

იმ მომხვეჭველობის გამო, საკუთარი სტომაქის ხარჯზე უამრავი ადამიანი მშიერი რომ იხოცება,

იმ ფანატიკოსების გამო, თავისუფლად სუნთქვას რომ გიკრძალავენ,

იმ უწიგნურობის გამო, მსოფლიო ლიტერატურის წაკითხვა, ღვთის გმობა რომ ჰგონიათ,

იმ უცოდინრობის გამო, მღვდელს ლექსის წერა რომ ეკრძალება,

იმ სილაჩრის გამო, ძალაუფლების მოყვარულებს, უპირობოდ რომ ემორჩილებიან,

იმ ურწმუნოების გამო, ქრისტეს შურისმაძიებლად რომ მოიხსენიებენ,

იმ იმედგაცრუების გამო, ქრისტეს სახელით მოვაჭრეებმა რომ მომიტანეს,

იმ სასიწარკვეთილების გამო, გულგაყინულმა მორალისტებმა რომ მიმიყვანეს,

იმ… იმ… იმ ყველაფრის გამო, რაც ითქმის და ვერ ითქმის…

კარგია, რომ დედა ვერ ხედავს შვილის ტკივილს, მაგრამ შვილები ხედავენ მამის ამოუთქმელ ტკივილებს და იტანჯებიან უსიტყვიდ…

ჩვენ ყველა ერმთმანეთს ვკლავთ, ვასამარებთ, არ ვინდობთ, ვანადგურებთ… მერე კუბოსთან გვირგვინებით მივდივართ… ამ ყველაფერს ოპერაცია ვერ უშველის… ან რატომ უნდა იყოს საჭირო, როდესაც თავისუფლად შეიძლება ვუმკურნალოთ ერთმანეთს…

პეტრე კოლხი

ნანახია:(96)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

„ნუ ვყიდით ჩვენს მამა-პაპისეულ მიწებს“ — ანიტა რაჭველიშვილი

„დავუბრუნდეთ სოფელს და ნუ ვყიდით ჩვენს მამა-პაპისეულ მიწებს ნურავიზე საერთოდ! მე და ჩემი ოჯახი მალე რაჭაში გადავსახლდებით! იქ დავბინავდებით და


ბაკურიანის კურორტი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ ათეულში მოხვდა

«Forbes»_ის რუსულმა ვერსიამ ბაკურიანის კურორტი მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში შეიყვანა. გამოცემამ ის კურორტები დაასახელა, რომლებიც აქტიური საზაფხულო დასვენებისთვის არის


პარკი ოქროს უბანს — თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება

ოქროს უბანში ცხოვრების გაუსაძლისი პირობებია — ავტოტრანსპორტის მოძრაობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურება და ხმაური ამ ადგილს ცხოვრებისთვის უვარგისად ხდის. ასეთ პირობებში


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<