„ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ წიგნის კითხვა, რომ სწორად ვიცხოვროთ» | Jolo.ge


„ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ წიგნის კითხვა, რომ სწორად ვიცხოვროთ»

„ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ წიგნის კითხვა, რომ სწორად ვიცხოვროთ»

„მე მინდა შოტლანდიელი ფილოსოფოსის — ბიატის ცხოვრების ერთი ფურცელი შეგახსენოთ.

მას ჰყავდა ვაჟი, რომელიც ძალიან უყვარდა და სურდა, მისთვის სასულიერო განათლება მიეცა. ამიტომაც ცდილობდა, ღვთის სიყვარული თავიდანვე გავღვივებინა მასში.

როდესაც ბავშვს 5-6 წელი შეუსრულდა და კითხვა ისწავლა, მამამ ასეთი გამოცდა ჩაუტარა: ბაღის ერთ კუთხეში, ხნულზე, ისე, რომ არავის დაენახა, შვილის სახელი დაწერა, კვლებში ყვავილების თესლი ჩაყარა, მერე მიწა მიაყარა და გაასწორა. რამდენიმე დღის შემდეგ ბიჭმა მამასთან მიირბინა და გახარებულმა უთხრა, რომ ბაღში თავისი სახელი ნახა ყვავილებით დაწერილი. მან გაიცინა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ამას დიდ ყურადღებას არ აქცევდა. ბიჭი არ მოეშვა და აიძულა, წაჰყოლოდა იმ ადგილის სანახავად. როცა მივიდნენ, მამამ თავშეკავებით თქვა, რომ ამაში საკვირველი არაფერი იყო და იგი შემთხვევითობას მიაწერა. ბიჭი არ დაეთანხმა.

მაშ, მიგაჩნია, რომ შენი სახელი თავისით არ დაწერილა აქ? — ჰკითხა მამამ.

დიახ, — მტკიცედ მიუგო პატარამ.

ბოლოს მამამ აღიარა, თუ როგორ დათესა კვლებში ყვავილების თესლი და დაუმატა, რომ მსგავსად ამისა, არც სამყარო და მასში დაცული გასაოცარი წესრიგია თავისით შექმნილი, რომ იგი გამოვლენაა ღვთაებრივი გონისა და სიყვარულისა, ქმნილება ღვთის ხელისა.

დიახ, ცა, მიწა, ზღვა… მთელი კოსმოსი დიდი და ბრწყინვალე წიგნია უფლისა, რომელშიც უსიტყვოდაა განცხადებული ღმერთი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ამ წიგნის კითხვა, რომ სწორად ვიცხოვროთ.»

ილია II

1988

ნანახია:(133)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

შვილიშვილის სიურპრიზი 103 წლის ბებიას

ერთხელ, ამერიკაში ბებია ჰოსპისში მოათავსეს და როცა მედდებმა ჰკითხეს, წელს, ყველაზე მეტად რას ისურვებდიო, უპასუხა — შვილიშვილის ქორწილში ყოფნასო… ვინ


რამ გააბედნიერა ეკა ხოფერიას თოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი

„მე ვარ ბედნიერი!“ — წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეკა ხოფერიას თოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი თამარ მაჭავარიანი    თამარ მაჭავარიანი: „დილით დამირეკა


იაპონიისა და მთელი მსოფლიოს ქართული სენსაცია

დღეს მსოფლიო იმ ქართველ მებრძოლზე საუბრობს, რომელმაც იაპონიაში დიდი გამარჯვება მოიპოვა. ამაყები და ბედნიერები არიან ქართველები. „საქართველოდან იაპონიაში ჩახვიდე და


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<