„ჩვენს შვილებთან არ დავუშვათ იგივე შეცდომები“… | Jolo.ge


„ჩვენს შვილებთან არ დავუშვათ იგივე შეცდომები“…

„ჩვენს შვილებთან არ დავუშვათ იგივე შეცდომები“…

მთელი ჩვენი ცხოვრება ჩვენი მშობლების მიერ დაშვებული შეცდომებია ჩვენი ბავშვობის პერიოდში, დანარჩენი პერიოდი კი ჩვენი მხრიდან მათი შეცდომების გამოსწორება და ტრავმების მკურნალობა. ამაში დავრწმუნდი ბოლომდე. ოღონდ ეს არ არის «საბრალდებო დასკვნა» მათ მიმართ, ისინიც ისეთივე ბავშვები იყვნენ თავის დროზე და ისინიც ისეთივე ტრავმირებულები… 

მათი ბრალი არ არის…

უბრალოდ, ის ადამიანები, ვინც ამას დროულად აცნობიერებენ, აქვთ შანსი თავი დააღწიონ ამ «ეშმაკის წრეს» და გათავისუფლდნენ, ყველანაირი ბრალდების და უკურეაქციის გარეშე.

კი, ჩვენ ჩვენივე მშობლების გამო ვართ ხშირად ის რაც ვართ, ის რაც გვტკივა, ის რაც შევძელით ან ვერ შევძელით, თუმცა ჩვენს ხელშია ამ ყველაფრის სასიკეთოდ შემობრუნება.

ტყუილია, რომ მშობლის და შვილის ურთიერთობა უპირობო სიყვარულის საზომია, ეს ისეთივე იშვიათია, რამდენადაც თვითონ მშობელია გაცნობიერებული. ხშირად ამ «უპირობო სიყვარულის» უკან მშობელი ცდილობს საკუთარი სიცარიელის შევსებას და საკუთარი ფუჭი ცხოვრების რეალიზებას შვილში, რომლის მისწრაფებებიც ხშირ შემთხვევაში არ ემთხვევა ერთმანეთს.

დღეს ჩვენ შეგვიძლია ეს შევცვალოთ, მინიმუმ გავთავისუფლდეთ და მაქსიმუმ ჩვენს შვილებთან არ დავუშვათ იგივე შეცდომები. ნუ გახდით საკუთარ შვილებს მანიპულირების ობიექტად

(არ მიყვარს მსგავსი მოწოდებები, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა თაობები იცვლებიან ამის გამო). უბრალოდ გიყვარდეთ და მიეცით თავისუფლად სუნთქვის საშუალება, მიუხედევად იმისა ყველაზე კარგად დაწერს თუ არა საკონტროლოს, ყველაზე პირველი იქნება თუ არა კლასში… სულაც რომ უკანასკნელი იყოს, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის მაინც ეყვარებათ. 

Emma

ნანახია:(117)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

როგორ უნდა აღვზარდოთ სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი ბავშვი — დიდი მოაზროვნის შეხედულებები

უდიდესი ბრიტანელი მოაზროვნე ჯონ ლოკი, რომლის იდეებმა დიდი გავლენა მოახდინა კაცობრიობაზე, ბავშვისადმი მკაცრი  მოპყრობის წინააღმდეგი იყო. მიაჩნდა, რომ მაგარი ხელი


როცა დედა ხარ …

როდესაც შვილს ელოდები ნელ-ნელა იწყებ მოძრაობას, თითქოს უფრთხილდები ასე, უფრო მოხდენილად დადიხარ და გინდა ყოველჯერზე უფრო გაუფრთხილდე თავს, რადგან მარტო


„მინდა რომ იცოდეთ… რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას“…

მინდა რომ იცოდეთ: ყოველთვის, როდესაც თქვენ ურტყამთ თქვენს შვილს — წამოარტყამთ თავში, წაუთათქუნებთ კეფაში, ხელს კრავთ ან უბიძგებთ, ამით თქვენ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*