«ჩვენ შესაძლოა არც კი გვქონდეს გაცნობიერებული ის, თუ რამხელა რამე შეუძლია ერთ უბრალო გაღიმებას» | Jolo.ge


 «ჩვენ შესაძლოა არც კი გვქონდეს გაცნობიერებული ის, თუ რამხელა რამე შეუძლია ერთ უბრალო გაღიმებას»

 «ჩვენ შესაძლოა არც კი გვქონდეს გაცნობიერებული ის, თუ რამხელა რამე შეუძლია ერთ უბრალო გაღიმებას»

დედა ტერეზაზე 1969 წელს bbc-მ გადაცემა გააკეთა და იმ დღიდან იგი მსოფლიოს ცნობილი ადამიანი გახდა. ბრიტანულ ტელერადიომაუწყებლობაზე გადაცემის გასვლის შემდეგ რედაქციამ უამრავი წერილი მიიღო. უამრავმა ადამიანმა დედა ტერეზასთან მუშაობისა და მისთვის ფულის მიცემის სურვილი გამოხატა. 1979 წელს მას ნობელის პრემია მიენიჭა, (მაშინდელი ფულადი ჯილდო 150 000 ამერიკული დოლარი იყო). ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში როცა იგი მშვიდობასა და სიყვარულზე საუბრობდა, მას ჰკითხეს, თუ როგორ შეიძლებოდა მსოფლიოში მშვიდობის მიღწევა. დედა ტერეზას პასუხი ასეთი იყო: «წადით სახლში და მთელი გულით შეიყვარეთ თქვენი ოჯახი.»

დედა ტერეზა 1997 წელს კალკუტაში, ქველმოქმედი მისიონერის ოჯახში გარდაიცვალა. ამ დროისთვის უკვე მსოფლიოს 123 ქვეყანაში 4 000 ქველმოქმედი მისიონერი მოღვაწეობდა.

დედა ტერეზა ღარიბ-ღატაკებს, უპოვრებს, უსახლკაროებს, მომაკვდავებსა და მძიმე ავადმყოფებს ეხმარებოდა.

«თუ არ შეგიძლია რომ ათასი ადამიანი გამოკვებო, მიეცი სარჩო-საბადებელი მხოლოდ ერთს მაინც.»

მოდით, ერთმანეთს ყოველთვის ღიმილით შევხვდეთ. ღიმილი სიყვარულის დასაწყისია.

მოდით, ნუ ვიქნებით კმაყოფილნი მხოლოდ ფულის გაცემით. მხოლოდ ფული არაა საკმარისი. ის შეიძლება მიიღონ, მაგრამ ადამიანებს თქვენ ფულზე მეტად თქვენი გული და სიყვარული სჭირდებათ. ასე, რომ განავრცეთ ყველგან თქვენი სიყვარული, სადაც კი ფეხს დადგამთ.

მარტოობა და შეგრძნება იმისა, რომ საჭირო არ ხარ, ყველაზე საშინელი სიღარიბეა.

სიყვარული არის ხილი, რომელიც ყველა სეზონზე ხარობს.

მშვიდობა ღიმილით იწყება.

ჩვენ შესაძლოა არც კი გვქონდეს გაცნობიერებული ის, თუ რამხელა რამე შეუძლია ერთ უბრალო გაღიმებას.

ჩვენ შესაძლოა ვფიქრობთ, რომ ჩვენს მიერ გაკეთებული ესა თუ ის საქმე ზღვაში წვეთია, მაგრამ ზღვა ამ წვეთის გარეშე უფრო პატარა იქნებოდა.

ჩვენ გვესაჭიროება მოვძებნოთ ღმერთი და იგი ვერ მოიძებნება ხმაურსა და მოუსვენრობაში. ღმერთი სიწყნარის მეგობარია. შეხედეთ ხეებს, ყვავილებსა და ბალახს, თუ როგორ იზრდებიან ისინი სიწყნარეში. შეხედეთ, ვარსკვლავებს, მთვარესა და მზეს, როგორ მოძრაობენ სიწყნარეში. ჩვენ გვესაჭიროება სიწყნარე, რათა შევძლოთ მივწვდეთ სულებს.

ალბათ არის იმის მიზეზი თუ რატომ ცხოვრობს ზოგიერთი შეძლებულად. მათ როგორც ჩანს იშრომეს ამ კარგი ცხოვრების შესაქმნელად. მე მხოლოდ იმაზე ვბრაზდები, როცა ვუყურებ დაუდევრობას, როცა ადამიანები ნაგავში ყრიან ისეთ რაღაცეებს, რომელთა გამოყენებაც შეიძლება.

 

ნანახია:(495)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ტყუილა არავინ ცხოვრობს, ყველას აქვს მისია

ამ ცხოვრებაში არაფერია მუდმივი… სიხარულსაც, ბედნიერებასაც თავის ვადა აქვს, ჩვენც არ ვართ მუდმივები, ერთადერთი რამ, რაც მუდმივია — ეს რის


„ყველაფერი გაივლის“ — მეფე სოლომონის ბეჭედი

«მეფე სოლომონს საყვარელი ბეჭედი ჰქონდა. ბეჭდის შიდა მხარეზე ეწერა: — ყველაფერი გაივლის. როცა მეფე თავს ცუდად გრძნობდა, იხსნიდა თითიდან ბეჭედს,


„ორი კვირის შემდეგ უკვე იგრძნობთ დადებით ფსიქოლოგიურ ეფექტს“

„დაიწყეთ საკუთარი აზროვნების ვარჯიში. როგორც მარათონელს, რომელსაც მონდომებით სჭირდება მომზადება ასეული კილომეტრების დასაძლევად, ასევე სჭირდება ჩვენს აზროვნებას ვარჯიში იმისათვის, რომ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<