— ჩვენ, ქართველები… – აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე… თვალები ცრემლით ამევსო… | Jolo.ge


— ჩვენ, ქართველები… – აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე… თვალები ცრემლით ამევსო…

— ჩვენ, ქართველები… – აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე… თვალები ცრემლით ამევსო…

ინდოეთში ყოფნისას, უდაიპურისკენ მიმავალ გზაზე, გიდი შემეკითხა:

— ალბათ, ქართული ენა ინდოევროპულ ოჯახს განეკუთვნება?!

— არა, ქართულ ენას თავისი, საკუთარი ოჯახი აქვს.

— რამდენი ხართ ქართველები? – მოწკურა თვალები დამცინავად.

— საქართველოში დაახლოებთ 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში ქართველები ვიქნებით ალბათ 3 მილიონი, – ვუპასუხე მე.

— და 3 მილიონ ადამიანს საკუთარი ენის ოჯახი გაქვთ? შეუძლებელია, – შეიცხადა.

— დაგუგლე სუშანტ, – ვუთხარი მე, რადგან იგი ინტერნეტს აქტიურად იყენებდა.

დაგუგლა.
არის ჩუმად.
ხმას არ იღებს…
იყურება ფანჯარაში.
კიდევ დაგუგლა.
კითხულობს…
ისევ ჩუმად იყურება ფანჯარაში.

— რაო, რა წერია? – ვერ მომითმინა გულმა.

უცბად მოტრიალდა გიჟივით:

— თითქმის მთელი ევროპის ენა ინდოევროპული ენის ოჯახს ეკუთვნის (ინდოევროპულს ხაზს უსვამდა ხოლმე) და ვინა ხართ თქვენ, ქართველები, რომ ასე მცირე ხალხს ენის საკუთარი ოჯახი გაქვთ?

უცებ ამიდუღდა სისხლი:

— ჩვენ, ქართველები… – აქ ჩამეხრინწა ხმა და ვეღარ ამოვიღე… თვალები ცრემლით ამევსო…

ახლა მე გავიხედე ფანჯარაში.

მანქანა მიქროდა უდაიპურისკენ და მე გულში ვიმეორებდი: „ჩვენ ქართველები“…

რამაზ გიგაური 

ნანახია:(547)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ვინ არის ბიჭი, რომლის თაოსნობითაც საქართველოსთვის 45 000 დოლარი შეგროვდა

ამერიკაში მცხოვრებ ახალგაზრდა ბიჭს, გიორგი ნიკოლაიშვილს დღეს უამრავი ადამიანი ემადლიერება. გიორგი ამერიკაში 23 წლის ჩავიდა და 5 წელია რაც ნიუ-იორკში


სასიამოვნო ინფორმაცია: 2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა

„დღევანდელ დაძაბულ ფონზე მინდა, ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მოგაწოდოთ. დღემდე ამ საკითხის გადაჭრა პრობლემატური იყო.  სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება კატეგორიულად მოითხოვდა


ნანუკა გოგიჩაიშვილი: ‘’რა მაგარი იდეაა, გავგიჟდი’’

ბოლო პერიოდში საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა იმაზე საუბარი თუ რა ცუდი ერი ვართ და როგორ გვძულს ერთმანეთი, როგორ გაცივდა საზოგადოება,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*