ჩვენ მხოლოდ გვაქვს დღევანდელი დღე! მოდით, დავიწყოთ…» | Jolo.ge


ჩვენ მხოლოდ გვაქვს დღევანდელი დღე! მოდით, დავიწყოთ…»

ჩვენ მხოლოდ გვაქვს დღევანდელი დღე! მოდით, დავიწყოთ…»

დღევანდელ დღეს გილოცავთ, როგორც ერთ–ერთს იმ დღეთაგან, რომელიც არასოდეს განმეორდება.

სამი რამ არ ბრუნდება უკან არასოდეს: დრო, სიტყვა, შესაძლებლობა.

დაფიქრებულხარ ოდესმე, რამდენი რამის კეთება შეიძლება ამ სამყაროში. როგორ ფიქრობ, რამდენი რამეა ისეთი, რისი გაკეთებაც პირადად შენ შეგიძლია?

დიახ, ძალიან ბევრი. ჩვენ ყველამ ვიცით ეს გულის სიღრმეში, ყველას გვჯერა, რომ ერთ დღესაც გაგვიმართლებს, რომ დრო ყველაფერზე გვეყოფა, რომ «დადგება დღეე», რომ მთავრობა შეიცვლება და უკეთესი გარემო იქნება მიზნების ასასრულებლად, რომ… ეს «რომ» არასოდეს მთავრდება. მუდამ გვგონია, რომ შეუზღუდავი დრო გვაქვს, რომ არასოდესაა გვიან…

«გუშინდელი დღე წარსულია, ხვალინდელი დღე ჯერ არ არის დამდგარი. ჩვენ მხოლოდ გვაქვს დღევანდელი დღე. მოდით, დავიწყოთ…»

ჩვენ შეგვიძლია ბევრი რამ გადავდოთ, მაგრამ დროს – არა!

არაფერი არ არის ისე შორს როგორც გასული წუთი. ოდესმე გიგრძვნია გასული წუთის სიშორე? თუ ასეა, გილოცავ, შენ ნამდვილად შეგძლებია დროის დაფასება. დროის, რომელიც ყველაზე მეტად გვჭირდება და რომელსაც, უმეტესწილად, ყველაზე ცუდად ვიყენებთ.

წარმოიდგინე, თითქოს ფული არ არსებობს და გაქვს მხოლოდ დრო [წუთები, წამები, საათები], რომლითაც შეგიძლია იყიდო ყველაფერი, მაგრამ თუ ამოგეწურა, მოკვდები. ხომ ეცდებოდი, რაც შეიძლება მეტი მოგესწრო. გერბინა, გეჩქარა, სწრაფად მოგეგვარებინა მოსაგვარებელი საქმეები… ამისათვის კი მაქსიმალურად ეფექტიანად უნდა გამოგეყენებინა თითოეული წამი.

უნდა ვეცადოთ, რომ ჩასუნთქვა–ამოსუნთქვას შორის არსებული 1 პაწაწინა წამიც კი იმ მისიის შესრულებას მოვახმაროთ, რომელიც გვაკისრია.

დანიელი ფილოსოფოსის, სიორენ კირკეგორის თქმით კი «დაყოვნება ჰგავს იმ ძაფს, რომელსაც ძირითად ნასკვს არ უკეთებ კერვისას და, შესაბამისად, პრაქტიკული შედეგიც არასასურველია».

თუ არ იცი წამის გამოყენება, მაშინ წუთსაც, საათსაც, დღესაც და ცხოვრებასაც უაზროდ გამოიყენებ!… ასე რომ, დაიჭირეთ წამი ახლავე. გამოიყენე შანსი, რომელიც გეძლევა!

ავტორი: Tako Januashvili

P.S. გინდა, დღევანდელი დღე შენთვის ისტორიული მნიშვნელობის გახდეს? გსურს თქვა, რომ შენ ეს შეძელი, ბოლოს და ბოლოს გადადგი პირველი ნაბიჯი საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის აღებასა და თვითკონტროლისკენ?! მაშინ გადადი ბმულზე www.matrix1.ge/land და მიჰყევი ინსტრუქციას.

მე ვიცი — შენ შეგიძლია! www.matrix1.ge/land

 

ნანახია:(228)-ჯერ


Comments

comments


Related Articles

ატარეთ 21 დღე იასამნისფერი სამაჯური და ნახეთ, რა მოხდება თქვენს ცხოვრებაში

ამერიკელ მღვდელმსახურ უილ ბოუენს უბრალო და იმავდროულად გენიალური აზრი დაებადა იმის შესახებ, რომ მთელი ჩვენი სამყარო უკეთესად შეიძლება ვაქციოთ…იისფერი სამაჯურის


ეძებეთ თქვენი „რატომ“, თუ გინდათ იპოვოთ პასუხი კითხვაზე — „როგორ“

ერთმა მოგზაურმა დაინახა როგორ ეზიდებოდა სამი ადამიანი მძიმე ქვებს. ამასთან, სამივე განსხვავებული სახის გამომეტყველებით. ის მივიდა პირველთან, რომელიც გაღიზიანებული და


რაში გვეხმარება სიცილი ?

აძლიერებს იმუნურ სისტემას სიცილი აუმჯობესებს არა მარტო ფსიქიკურ, არამედ, ფიზიკურ ჯანმრთელობასაც. როდესაც იცინით ირგანიზმი მოშვებულია, სადღაც ქრება დაძაბულობა და მცირდება სტრესი. როგორ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<