ჩვენ გვაქვს პრეტენზია ჯანსაღ პროდუქციაზე | Jolo.ge


ჩვენ გვაქვს პრეტენზია ჯანსაღ პროდუქციაზე

ჩვენ გვაქვს პრეტენზია ჯანსაღ პროდუქციაზე

👆დღეს რამოდენიმე გამოხმაურება იყო იმის თაობაზე, რომ გოგრა ერთერთ მაღაზიაში 30 თეთრი ღირს და თქვენთან რატომ ღირს 1.5ლარიო. არასოდეს არ გაგვიკეთებია რომელიმე მაღაზიის ანტი რეკლამა, რადგან არასწორად მივიჩნევთ, ისედაც უჭირს საქართველოში ბიზნესს და არ გვინდა ჩვენი უარყოფითი კომენტარით რაიმე ზიანი მივაყენოთ რომელიმე სუპერმარკეტს.
სადაც გოგრა 30 თეთრი ღირს და ლობიო 2.5ლარი იქ ხარისხზე და პროდუქტის სიჯანსაღეზე ლაპარაკი ზედმეტია. მარტო შხამქიმიკატები არაა საზიანო. ასევე საზიანოა გენმოდიფიცირებული და ზოგიერთი ჰიბრიდული ჯიშები. ჩვენ გვაქვს პრეტენზია ჯანსაღ პროდუქციაზე და სიჯანსაღე მარტო შხამქიმიკატებით არ განისაზღვრება, უამრავი გარემოებაა გასათვალისწინებელი რასაც პირნათლად ვასრულებთ. ჩვენი პროდუქტები მოყვანილია საქართველოში, სუფთა გარემოში და ყველა პროდუქტზე გვაქვს ინფორმაცია დაწყებული დათესვით, დამთავრებული შენახვით. შენახვასაც თავისი წესები აქვს, რომ არ გააფუჭოს და დააზიანოს პროდუქტი.

დაზიანებულ პროდუქტში უამრავი ცუდი მიკრობია და მისი მირთმევით დიდი ალბათობაა მოვიწამლოთ და დავიბინძუროთ სხეული.

ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ 

უშანგი კევლიშვილი, ბიოლოგიური პროდუქციის ონლაინ მაღაზიიის დამფუძნებელი 

ბიოლოგიური პროდუქციის ონლაინ მაღაზია

ნანახია:(56)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

თუ გსურს იყო ძლიერი, ლამაზი, ჭკვიანი …

,, თუ გსურს იყო ძლიერი — ირბინე, გსურს იყო ლამაზი — ირბინე, გსურს იყო ჭკვიანი — ირბინე.» — ეს სიტყვები ელადაში


როგორ გავიგოთ, რომელი ვიტამინი აკლია ორგანიზმს?

ვიტამინები ორგანიზმისთვის აუცილებელი ქიმიური ნივთიერებებია. ადამიანმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს ვიტამინების გარკვეული დოზა, რაც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება. ვიტამინები ზრდისა და განვითარებისთვის


ადამიანი წარმოადგენს იმას, რითაც იკვებება …

ჯანსაღი კვების აუცილებლობა ცალსახაა. მრავალი პროფესიონალის მიერ კვება განიხილება, როგორც უმთავრესი ფაქტორი ადამიანის ორგანიზმის პოზიტიური თუ ნეგატიური ფუნქციონირებისთვის. როგორც ინტელექტუალურად, ასავე,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

<