ჭკვიანები, ძლიერები, ლიდერები!  | Jolo.ge


ჭკვიანები, ძლიერები, ლიდერები! 

ჭკვიანები, ძლიერები, ლიდერები! 

არწივი მონოგამიური ფრინველია, ერთ მეწყვილეს ირჩევს და ვიდრე­ ორივე ცოცხალია, ერთად არიან, მაგრამ მეწყვილე თუ მოკვდება, მის ადგილს სხვა დაიკავებს. 

არწი­ვები უმეტესად 2 მართვეს ზრდიან, თუმცა, ხშირად ამასაც ვერ ახერხებენ. მართვეების რაოდენობა დამოკიდებულია საკვებზე: თუ საკვები საკმარისად აქვთ, იმ წელს შეიძლება ორი მართვეც გამოზარდონ, თუ არა და, ერთი.

40 წლის ასაკში არწივის კლანჭები ძალიან გრძელი და დრეკადი ხდება, ეს ხელს უშლის საკვების მოპოვებაში, ვეღარ იჭერს ნადავლს. ნისკარტიც ძალიან დიდი და მოკაუჭებული უხდება რაც ხელს უშლის ჭამაში. ბუმბული მკერდზე და ფრთებზე ძალიან უხშირდება, ეს ამძიმებს და ხელს უშლის ფრენაში.
არწივი დგება არჩევანის წინაშე, ან უნდა შეეგუოს და მოკვდეს, ან უნდა გაუძლოს ცვლილებების უმძიმეს პერიოდს, რომელიც 150 დღე გრძელდება.

იგი მიფრინავს კლდეზე აგებულ თავის ბუდეში და მთელი ძალით ურტყამს ნისკარტს კლდეზე მანამ, სანამ არ გაუტყდება და მოსძვრება… მერე იცდის სანამ ახალი არ წამოეზრდება და ამ ახალი ნისკარტით იგლეჯს თავის ბრჭყალებს… მერე ისევ იცდის სანამ ახალი ბრჭყალები წამოეზრდება და როცა გაეზრდება, ამ ახალი ბრჭყალებით იგლეჯს ზედმეტ ბუმბულს გულმკერდიდან და ფრთებიდან….
და შემდეგ, ხუთთვიანი ტკივილის, წვალების და შიმშილის მერე ახალი ნისკარტით, ახალი ბრჭყალებით და გამსუბუქებული ფრთებით იგი ხელახლა იბადება და კიდევ 30 წელი შეუძლია იფრინოს და დატკბეს თავისი სიცოცხლით!

ჭკვიანია — როდესაც არწივს ერთი ფრთიდან ბუმბული წყდება, საჰაერო ბალანსის დაცვისთვის ის მეორე ფრთიდან ბუმბულს თავისით წყვეტს.
-.როდესაც წვიმს, ყველა ფრინველი თავშესაფრისკენ მიფრინავს,
ერთადერთი ფრინველია არწივი, რომელიც წვიმის თავიდან ასაცილებლად ღრუბლების მაღლა დაფრინავს!

*****
ხოდა ასე, იმისთვის რომ ვიცხოვროთ (ვიარსებოთ კი არა), უნდა შევიცვალოთ, ეს ზოგჯერ მტკივნეულია და შეუძლებელიც გვეჩვენება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია!
მხოლოდ წარსულის ტვირთისგან გათავისუფლება გვაძლევს საშუალებას, რომ ვიცხოვროთ და დავტკბეთ აწმყოთი, რომ მოვამზადოთ ჩვენი თავი უკეთესი მომავლისთვის!

-რომ იცოცხლო, უნდა შეიცვალო! უნდა ადაპტირდე!

 მაია ჯანაშვილი 

ნანახია:(307)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
არწივიფრინველი

Related Articles

ბენჯამინ ფრანკლინი: 13 სათნოება

1. თავშეკავება: ● ნუ შეჭამთ ძღომამდე, ნუ დალევთ დათრობამდე. 2. დუმილი: ● ისაუბრეთ მხოლოდ იმაზე,რაც თქვენთვის და სხვათათვის სასარგებლოა. ეცადეთ


შეეცადეთ გამარჯვებულის პოზიცია აირჩიოთ

ისწავლეთ ის , რომ საკუთარ თავს ესაუბროთ არა ხელმოცარულისა და დამარცხებულის პოზიციიდან, არამედ შედით გამარჯვებულის როლში და ამ როლის გადმოსახედიდან


„როგორ შეგეძლო შეხებოდი ქალს, შენ ხომ აღთქმა გაქვს დადებული“?

ყოველი ჩვენთაგანის ცხოვრებაშია შემთხვევა, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ გვაძლევს მოსვენების საშუალებას. ხშირად დაუსრულებლად ვატრიალებთ ამ მოვლენას თავში და ვხარჯავთ


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*