ჩინელი მილიარდერი: რატომ რჩებიან ღარიბი ადამიანები ღარიბებად | Jolo.ge


ჩინელი მილიარდერი: რატომ რჩებიან ღარიბი ადამიანები ღარიბებად

ჩინელი მილიარდერი: რატომ რჩებიან ღარიბი ადამიანები ღარიბებად

ღარიბი ადამიანების დაკმაყოფილება ყველაზე რთულია.

მიეცით მას რაიმე უფასოდ, ის იფიქრებს, რომ ვიღაც მის გამოჭერას ცდილობს. უთხარით მას, რომ ეს მცირედი ინვესტიციაა, გეტყვის – ამით ბევრს ვერ ვიშოვი. უთხარით მას, რომ თვითონ ჩადოს ცოტა მეტი, გეტყვის, რომ ფული არ აქვს. შესთავაზეთ, სცადოს ახალი ინიციატივა, გეტყვის, გამოცდილება არ მაქვს. უთხარით, რომ ეს ტრადიციული ბიზნესია, გეტყვის, რომ ეს მძიმეა. უთხარით მას, რომ ეს ახალი ბიზნეს-მოდელია, გეტყვის – პირამიდაა. უთხარით მას, გახსნას მაღაზია, გეტყვის – თავისუფლება არ მაქვს. უთხარით, დაიწყოს ახალი ბიზნესი, გეტყვის, რომ არ აქვს მტკიცებულება, რომ ახალი ბიზნესი მოგებას მოიტანს.

ღარიბ ადამიანებს ბევრი საერთო აქვთ: უყვართ google-ში ძრომიალი, მეგობრების მოსმენა, ისეთი ბიზნესტიპაჟების, როგორებიც თვითონ არიან. ისინი იძირებიან ფიქრებში უფრო მეტად, ვიდრე უნივერსიტეტის პროფესორი და აკეთებენ იმაზე ცოტას, ვიდრე ბრმა.

უბრალოდ, ჰკითხეთ მას, რა შეუძლია? ის არ გიპასუხებთ.

ჩემი დასკვნა: იმის ნაცვლად, რომ ითხოვო გულით, არ სჯობია, რომ გული ჩქარა გიფეთქავდეს უბრალოდ იმიტომ, რომ თავად მოქმედებ ცოტა უფრო ჩქარა? იმის ნაცავლად, რომ ფიქრებში გაატარო დრო, არ ჯობია, გააკეთო ის, რაზეც ფიქრობ?

ღარიბი ადამიანები ითმენენ წარუმატებლობას ერთი რამის გამო: ყოველი მათგანის ცხოვრება მოლოდინში მთავრდება.

 

ჯეკ მა, კომპანია „ალიბაბას“ დამფუძნებელი

 

თარგმანი (ი.ბ.)

წყარო: http://comments.az/

ნანახია:(2671)-ჯერ


Comments

comments


Tags assigned to this article:
ჩინელი მილიარდერი

Related Articles

დამანგრეველი სიტყვები

„ჩაატარეთ გენერალური „უბორკა“ თქვენს ლექსიკონში“ — ამბობს წარმატების ექსპერტი თამარ კვარაცხელია და ადამიანის ფსიქიკის დამანგრეველ სიტყვებსა და ქმედებებზე საუბრობს. თამარ


იმისთვის, რომ იყო ჰარმონიაში საკუთარ თავთან …

სიმშვიდე, თავისუფლება, საკუთარი თავის უკეთ შეცნობა, სიმსუბუქის განცდა და იმ ბედნიერების აღმოჩენა, რომელიც თითოეულს ასე სჭირდება — ამ ყოველივეს ნუცა ჯოხაძის ქოუჩინგ-ცენტრში


სიყვარული ათავისუფლებს

* ეგო — ფიქრობს როგორ მიიღოს; * სიყვარული — ფიქრობს როგორ გასცეს; * ეგო — აცალკევებს და ჰყოფს; * სიყვარული


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*