“ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული”- გამონათქვამები სიყვარულზე | Jolo.ge


“ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული”- გამონათქვამები სიყვარულზე

“ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული”- გამონათქვამები სიყვარულზე

= სიყვარული გიჟს აჭკვიანებს, ჭკვიანს აგიჟებს.

= გაზარდე მისი სიყვარული, ვინც შენს სიყვარულს ზრდის.

= სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა.

= სიყვარული ეს ის გრძნობაა, როცა სამყაროს ერთ კონკრეტულ ადამიანში და მის გარშემო ხედავ.

= თუ იცი რატომ გიყვარს, ე.ი არ გიყვარს.

= სიყვარული ქარში გამოტანილ სანთელს ჰგავს, თუ ყოველი მხრიდან ხელი არ მიაფარე, წამში ჩაქვრება.

= სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს.

= სიყვარული გრძნობათა სარდალია.

= რა უცნაურია, სიყვარულს მალავენ, სიძულვილს კი ვერა (სჯობდა კი პირიქით?!)

= ენამ თქვა: შევარცხვინე ის სიყვარული, რომელსაც მე ვჭირდებიო.

= სიყვარულმა თუ ფრთები შეგასხა, ნუ გიხარია, რა იცი, საით გაფრინდები.

= ზოგჯერ სიყვარული ისე ამაღლდება, რომ ეჭვიანობისთვის აღარ სცალიათ.

= სიყვარული ბეჭედია, ბეჭედს კი ბოლო არა აქვს.

= სიყვარულს ორი დაუძინებელი მტერი ჰყავს: “ეჭვი” და “სიამაყე”.

= სასიყვარულო თავგადასავალში ყველაფერია, გარდა სიყვარულისა.

= სიყვარულის საუკეთესო წუთი ის არის, როცა საყვარელი ადამიანის სახლის კიბეზე ადიხარ.

= ომში და სიყვარულში ყველა საშუალება ნებადართულია.

= გიყვარდეთ ის, ვისთანაც ცხოვრობთ, თუკი არ შეგიძლიათ იცხოვროთ იმასთან ვინც გიყვართ.

= სიყვარული ბრმაა, მაგრამ ქორწინება გენიალური ოკულისტია.

= ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი.

= შეიყვარე ადამიანი და არა მასზე შემოხვეული მატერია.

= შეიყვარეთ და განიკურნებით.

= სიყვარული გულს წვავს, სილამაზე- თვალებს.

= ჭეშმარიტი სიყვარული უმანკო ბავშვივით გულწრფელია.

= ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, რადგან ჭეშმარიტი გრძნობა საქმით უფრო გამოიხატება, ვიდრე სიტყვით.

= სიყვარული არის თავის დავიწყება.

= სიყვარული იმას გაურბის, ვინც მუდამ მას დასდევს; ვინც სიყვარულს გაურბის, ის მას უკან დასდევს.

= სიყვარული ყვავილია, რომელსაც გამუდმებით მორწყვა სჭირდება.

= უპასუხო სიყვარული ყოველთვის დიდი და სრულყოფილია.

= სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს.

= ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული.

= ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ.

= ისე არაფერი აძლიერებს სიყვარულს, როგორც გადაულახავი წინააღმდეგობანი.

= პირველი სიყვარულისთანა მშვენიერ გრძნობას გული ვერასოდეს გამოსცდის.

= ეჭვიანობა სულია სიყვარულისა.

= სიყვარული ბრძანებით არ მოდის.

= ყველაზე ძნელია იმ სიყვარულისაგან განკურნება, რომელიც უცბად წარმოიშვება.

= სიყვარული არც მაშინ გვეკითხება, როცა მოდის და არც მაშინ, როცა მიდის.

= სიყვარული ხშირად ართმევს გონებას იმას, ვისაც ის აქვს, და აძლევს იმას, ვისაც არ გააჩნია.

= ვისაც სიყვარული არ განუცდია, მას არც უცხოვრია.

= სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია.

= თუ თქვენ რაიმე პირობების გარეშე სიყვარული არ შეგიძლიათ, ეს სიყვარული კი არა, ვაჭრობაა.

= უსიყვარულო, უგულო გული და უყვავილო ბაღი ერთია.

= სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.

= სიცოცხლე რა ტკბილი ყოფილა, როდესაც ორი სიყვარულით მთრთოლვარე გული შეერთდება.

= თუ თქვენ ჭეშმარიტ სიყვარულს შეხვდებით, ის არ გაქრება არც ერთი კვირის, არც რამდენიმე თვისა და არც რამდენიმე წლის შემდეგ…

ნანახია:(444)-ჯერ


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

Comments

comments


Tags assigned to this article:
სიყვარული

Related Articles

თუ ხანგრძლივი ცხოვრება გსურთ…

გჯერათ ამის თუ არა თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ გაიხანგრძლივოთ სიცოცხლე. ამისთვის ბევრი რამ სულაც არაა საჭირო, მხოლოდ ჯანსაღი საკვები. არსებობს რამდენიმე


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

უპასუხეთ ამ კითხვებს ვიდრე დაქორწინდებით

  ქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ამიტომ აუცილებელია კარგად გქონდეთ გააზრებული სწორად იქცევით თუ არა როდესაც ამ ნაბიჯს


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

რატომ უნდა წავიკითხოთ წიგნები

იყო პერიოდი როცა კითხვა საერთოდ არ მიყვარდა. ვერ ვხვდებოდი რატომ უნდა წამეკითხა ვიღაცის თავგადასავალი, როცა შემეძლო მთელი დღე უდარდელად მეთამაშა


Share on FacebookShare on Google+Tweet about this on TwitterShare on LinkedIn

No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*