„ჭეშმარიტი აღზრდა ის არის, როცა ბავშვი ვერც გრძნობს, რომ მას ზრდიან“ | Jolo.ge


„ჭეშმარიტი აღზრდა ის არის, როცა ბავშვი ვერც გრძნობს, რომ მას ზრდიან“

„ჭეშმარიტი აღზრდა ის არის, როცა ბავშვი ვერც გრძნობს, რომ მას ზრდიან“

👧«ბავშვი საკუთარ თავს ვერ აღზრდის, რადგან არ შეუძლია, არ იცის როგორ გააკეთოს ეს. ბუნებამ არ ჩადო მასში ეს შესაძლებლობა. ბავშვი მხოლოდ მაშინ შეძლებს თვითაღზრდას, როცა ჩვენი დახმარებით საკუთარი ბუნების სრულყოფის ძლიერ იმპულსს შეიგრძნობს»

👪ჭეშმარიტი აღზრდა ის არის, როცა ბავშვი ვერც გრძნობს, რომ მას ზრდიან. ამ შემთხვევაში მას ეუფლება ილუზია, რომ თვითონ არის საკუთარი თავის აღმზრდელი. ასე ხდება იმ ოჯახში, სადაც ბავშვებსა და მშობლებს შორის სულიერი ურთიერთობაა დამყარებული. »

****

⁉️ «ვინ გვითხრა, რომ თითქოს დასჯა აღზრდის საუკეთესო მეთოდიაო, რომელიც ცხოვრებამ და საუკუნეებმა გამოსცადეს?
💔გვითხრა იმან, ვისაც არ სჯერა კეთილი საწყისებისა ბავშვში, არამედ სჯერა, რომ მასში იმთავითვე ბოროტი საწყისია. ვინც შეეზარდა ავტორიტარიზმს, გაიხადა იგი თავის პედაგოგიურ ხასიათად.

როგორიღაა ასეთი დასჯის შედეგი? 
👨‍👩‍👧‍👦აღმზრდელობით ეფექტს ჩვენ აქ ვერანაირს ვერ მოვძებნით. ეს არქაული მეთოდი მხოლოდ იმას აკეთებს, რომ განაწყობს ბავშვს ჩვენ წინააღმდეგ. იგი იწყებს თავდაცვის ხერხების ძიებას, ასეთები კი მისთვის შეიძლება გახდეს: სიცრუე და გაიძვერობა, უხეშობა, უტიფრობა, განკერძოება, კარჩაკეტილობა, გულჩათხრობილობა, და არა მხოლოდ ეს.

👧ბავშვს მხოლოდ ისეთი მოთხოვნები და აკრძალვები შეიძლება წავუყენოთ, რომლებიც ახლოსაა მისი ნებისყოფის ძალისხმევასთან და თუნდაც ნაწილობრივ ეხება მის ცხოვრებისეულ ინტერესებს. »

****

👨‍👩‍👧‍👦 «კაცობრიობა, ჩვენი ჩათვლით, განუწყვეტლივ იმეორებს ერთსა და იგივე შეცდომას: ვთვლით, რომ ბავშვი უგუნური არსებაა და გვინდა ძალით მოვაჭკვიანოთ. ვცდილობთ დავუმორჩილოთ ჩვენს ერთადერთ «სწორ» ზნეობრიობასა და ნებას; ვღებულობთ მას, როგორც ცარიელ ჭურჭელს, რომელსაც ჯიუტად არ სურს რაიმე სიკეთით შეივსოს.

👧 ამიტომ ვცდილობთ ძალით შევავსოთ, რადგან ეს მისსავე საკეთილდღეო საქმედ მიგვაჩნია.

💔 შეცდომა ის არის, რომ არ გვინდა გავიგოთ: ბავშვის არსი ვერ ითმენს იძულებას და როცა ვაიძულებთ, ირღვევა კავშირი, ურთიერთგაგება.»

შალვა ამონაშვილი, აღზრდის სიმფონია

ნანახია:(108)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ენდეთ საკუთარ გულს და დაფიქრდით, რის თქმა სურს თქვენს პატარას — შვილები მშობლების კარმაა

მირეკავს ერთი მარტოხელა დედა. ძალიან უჭირს. ფინანსური პრობლემები აქვს. მისი ათი წლის ბიჭუნა გამუდმებით ავადმყოფობს. ექიმთან წასაყვანი ფულიც არ აქვს


„უკეთესია ბავშვებისგან კი არ მოითხოვოთ, არამედ სთხოვოთ და მერწმუნეთ მეტი მოგეცემათ“

„ნურასოდეს შეზღუდავთ ბავშვებს მიიღონ ის ინფორმაცია, რომელიც მათ სურთ. მიეცით საშუალება მათ გონებას მიიღონ თუნდაც ის სიახლე, რომელიც უაზრობად გეჩვენებათ


ანგელოზი, რომელიც გელოდება დედამიწაზე

ბავშვი, რომელიც დედამიწაზე მოსავლენად ემზადება, ღმერთს ეკითხება: — უფალო, მითხრეს რომ მალე დედამიწას უნდა მოვევლინო, მაგრამ ასეთმა პატარამ და უმწეომ,


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*