ჭეშმარიტ სიყვარულამდე ასასვლელი 7 საფეხური (ეტაპი) | Jolo.ge


ჭეშმარიტ სიყვარულამდე ასასვლელი 7 საფეხური (ეტაპი)

ჭეშმარიტ სიყვარულამდე ასასვლელი 7 საფეხური (ეტაპი)

შეგიძლიათ, თემაში მოცემული საკითხები გაიზიაროთ ან არ გაიზიაროთ, გამოიყენოთ ან ჩათვალოთ მორიგ სისულელედ, გაითვალისწინოთ ან „გაატაროთ“, „ყური არ უგდოთ“. თქვენი ნებაა. როდესაც ინფორმაციას გავეცანი მომეწონა, გავაცნობიერე, პარალელები გავავლე და ჩავთვალე საჭიროდ თქვენთვისაც მომეწოდებინა. მხოლოდ მათთვის: ვისაც აინტერესებს პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბება და ასევე მათთვის, ვინც თვლის რომ „ჩაკეტილ წრეზე ტრიალებს“ ❤

აღმოჩნდა, რომ წყვილს ურთიერთობებში ჭეშმარიტ სიყვარულს 7 ეტაპის გადალახვა უწევს. თუ კი ისინი, რომელიმე (განსაკუთრებით, პირველი, მეორე, მესამე) მათგაზე „გაიჭედნენ“, აღარ იზრდებიან და „უჭირთ საერთო ენის გამონახვა“

1.შეყვარებულობა (მოზიდვა-მოხიბვლის ეტაპი) ❤
2. შეჩვევა („ნაყროვნების“, „ყელშიამოსვლის“ ეტაპი) 🙂
3. კამათის („ზიზღის“ ეტაპი)
4. მოთმინების
5. მსახურების
6. მეგობრობის
7. სიყვარულის

ახლა კი მივყვეთ დაწვრილებით:

1. როგოც წესი, ურთიერთობები იწყება შეყვარებულობის ხანით. როდესაც მამკაცი და ქალი მოხიბლულები არიან ერთმნეთით, ჩაძირულნი არიან გრძნობებში, ვნებებში და „რომანწიკაში“ 🙂 . პეპლობა-ყვავილობა-საჩუქრობანას პერიოდი, რომელსაც ფონად გასდევს ჰორმონალური „აფეთქებები“ და „ფეერვერკი“ . ეს ეტაპი, როგორც წესი გრძელდება 3 თვიდან 2 წლამდე.

2. მოგვიანებით, დგება შეჩვევის პერიოდი. როდესაც „რომანწიკულმა“ ურთიერთობებმა მიაღწია პიკს და გახდა ყოველდღიურობა – „ნაყროვანება“ და მოგვიანებით „ყელშიამოსვლა“. ამ ეტაპზე ურთიერობები ჰგავს ჭექა-ქუხილის წინმსწრებ ამინდს: ყველაფერი საეჭვოდ მშვიდია,  წყნარია, მაგრამ ჰაერში ქარბუქის სუნი ტრიალებს.

3. ჩხუბები. ეს ზიზღის ეტაპია. კონფლიქტი მომწიფდა და ღიად ვლინდება. დაგროვილი გამოდის სააშკარაოზე.

ეს სამი პუნქტი კარგად აღწერს, საზოგადოებაში ყველაზე მეტად გავრცელებულ ურთიერთობების ფორმას: –(მოზიდვის)-(„ნაყროვანება“ „ყელშიამოსვლის“)-(ზიზღის).

ხშირად, სწორედ ამ ეტაპზე (კამათის და ჩხუბის სტადიაში) წყვილები ეყრებიან. ისინი ფიქრობენ, რომ სხვა პარტნიორთან გაუმართლებთ. თუმცა, მათდა გასაკვირად, სიტუაცაიები მეორდება. ამ ეტაპზე დაცილებული წყვილების უმრავლესობა, ადვილად კი გადაეშვება ახალ ურთიერთობებში, მაგრამ მოგვიანებით ხვდება – „ტრიალებს ჩაკეტილ წრეზე“.

4. მოთმინება. ამ ეტაპზე გადასული წყვილი აცნობიერებს ან ინტუიციით გრძნობს – უნდა გადაიარონ ეს კონფლიქტი – „ესეც გაივლის“. მართლაც, კამათის პერიოდი გადის და ურთიერთოებები ახლდება. ისევ იწყება პერიოდი – შეყვარებულობის, მიჩვევის, კამათის, მოთმინების და… აგორდა ახალი  ტალღა.

 … და კიდევ ერთი, მორიგი ეტაპი ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გადალახულია!!!

ახალ ტალღაში, უკეთესად რომ ვთქვათ, მომდევნო საფეხურზე ასული ურთიერთობები, შეიძლება, აღმოჩნდეს უფრო ხანგრძლივი. რადგან, პარტნიორებმა იციან – „ჩხუბი ეს ეტაპია, რომლის გავლის შემდეგ დგება, განახლებული ურთიერთობების ტკბილი პერიოდი“. წყვილმა რომელმაც, პირველი სამი ეტაპი გადალახა და მივიდა მოთმინებამდე, კვლავ დგას განსაცდელის წინაშე – როგორც კი მოთმინების „ფილა“ აევსებათ, მოთმინების რესურსი ამოეწურებათ (და ეს ასეც იქნება, რადგან ესეც გასავლელი და სასწავლია) ან დაშორებაზე იღებენ გადაწყვეტილებას ან სურვილი უჩნდებათ იპოვონ – მყარი საყრდენი ჰარმონიული ურთიერთობებისთვის. თუ ეს უკანასნელი აირჩა, ისინი შეძლებენ მომდევნო საფეხურზე ასვლას.

5. მსახურება. ეს კორდინალურდ სხვა მიდგომაა ურთიერთობებში. ერთმანეთის მსახურება. ჭეშმარიტად, სწორედ ამ ეტაპზე იწყებენ ნამდვილ „სიყვარულთან“ მიახლოებას და ზიარებას. თუ კი ადრინდელი ეტაპები და არსებული მოტივები იყო ეგოცენტრული, აქ უკვე ჩნდება სურვილი უანგაროდ ემსახურო პარტნიორს. სიამოვნებით აკეთო ყველაფრი, მისი სიამოვნებისთვის.

6. განვითარების შემდეგი საფეხურია – მეგობრობა. ის საფუძველს იღებს და ბუნებრივად გადმოედინება წინამორბედი ეტაპიდან – უანგარო მსახურებიდან, სადაც პარტნიორებს „ნდობის ბანკში“ დაუგროვდათ  – ბევრი მადლიერება. დააკვირდით, რაც მეტი სიძნელეები და პრობლემები იქნა გადალახული, მით მეტად  მდიდრები არიან ერთმანეთით.

7. სიყვარული! რა გრძელი გზა გამოიარა წყვილმა, არა? ამ გრძელი გზის ბოლოს წყვილი ღებულობს დამსახურებულ ჯილდოს – ნამდვილ სიყვარულს, უპირობოს, რომელსაც დრო ვერაფერს აკლებს – არ წყდება და არ სუსტდება, პირიქით, რაც დრო გადის, იზრდება და მყარდება.

ითვლება რომ,  ეს შვიდი ეტაპი წარმოადგენს ერთ ციკლს.

რთი ციკლის გავლას სჭირდება 12 წელი ან მეტი და ის პერიოდულად მეორდება!

გისურვებთ, მყარ-ძლიერ სიყვარულს, რომელსაც დრო ვერფერს აკლებს. ბედნიერება და ჰარმონიული ურთიერთობები თქვენ, მეგობრებო!!!

გაცილებით ადვილი ხდება გაუფრხილდე ურთიერთობებს, როდესაც იცი რომ ყველაფერი, რაც რომ ცხოვრების მოცემულ მომენტში ხდება, საჭიროა  ნამდვილ, უპირობო სიყვარულამდე მისასვლელად! თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? გამიზიარეთ აზრი კომენტარებში და გაუზიარეთ თემა მეგობრებს!

მოამზადა ქოუჩმა და წარმატების ექსპერტმა თამარ კვარაცხელიამ

სრული ინფორმაცია და თამარ კვარაცხელისთან ინდივიდუალურ ქოუჩ-სესიებზე ჩაწერა http://kvaratskhelia.pro

წყარო: https://zrda.wordpress.com/

ნანახია:(631)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

დაიმსგავსეთ პარტნიორი…

თითქმის ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ აზრი არ აქვს სცადოთ პარტნიორის შეცვლა, რადგან ეს შედეგს მაინც არ მოიტანს. ამაში არის გარკვეული


ჭეშმარიტი ქალი არ ღელავს — ის აღელვებს

რით განსხვავდება სიყვარულში გამარჯვება კაპიტულაციისგან, რა უფრო მნიშვნელოვანია ქალისთვის — სილამაზე თუ ჭკუა და რა არის საჭირო ქალის ერთგულებისთვის  


მამაკაცის ფსიქოლოგიის შესახებ, ანუ რჩევები ქალებს

ლოგიკურ საქციელს ელიან, ამიტომ, თუ ქალი თავისი მავნე ჩვევების კორექტირებას მოახდენს, მისთვის ღია იქნება ნებისმიერი მამაკაცის გული. ქალმა მამაკაცს მისი


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*