უინსტონ ჩერჩილი:„არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ!“ | Jolo.ge


უინსტონ ჩერჩილი:„არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ!“

უინსტონ ჩერჩილი:„არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ!“

ერთხელ მოხუცი უინსტონ ჩერჩილი უნივესიტეტში, გამოსაშვებ ჯგუფთან შეხვედრაზე მიიწვიეს და სიტყვით გამოსვლა სთხოვეს, რათა გზა დაელოცა ბრიტანეთის მომავალი თაობისთვის.

ეს გახდა ღირსშესანიშნავი დღე. შორიდან მოდიოდა და იკრიბებოდა ხალხი, უნდოდათ თავალი მოეკრათ და ყური დაეგდოთ ცოცხალი ლეგენდისთვის, ინგლისის სიამაყისთვის.

ითქვა, რომ ის უნდა გამოსულიყო მნიშვნელოვანი სიტყვით, სადაც იქნებოდა თავმოყრილი მთელი მისი ცხოვრებისეული სიბრძნე.

 უნივერსიტეტის ყველაზე დიდ დარაზში ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი,  განაბულნი ელოდებოდნენ ჩერჩილის სიტყვას.

ჩერჩილიც მიუახლოვდა მიკროფონს და მოულოდნელად დაიყვირა: „არასოდეს არ დანებდეთ“! შემდეგ გაჩუმდა, თითქმის 30 წამი გაგრძელდა სიჩუმე. ის იდგა მიკროფონთან და მშვიდად ათვალიერებდა გაოგნებულ  სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას.

შემდეგ გადაიხარა მიკროფინისკენ და უფრო ხმამაღლა დაიძახა: „არასოდეს არ დანებდეთ!“ ისევ შეავლო თვალი დამსწრე საზოგადოებას და ბოლოჯერ, მთელი ძალით შეჰყვირა: „არასოდეს, არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდეთ!“…  მას მეტი არაფერი უთქვამს. გაეშურა გასასვლელისკენ და ასე გაოგნებული დატოვა დარბაზში მყოფნი.

ჩერჩილს არ სურდა ეთქვა სხვა რამ, რადგან იმ წამს არაფერი მიაჩნდა იმაზე მნიშვნელოვნად, — „ არ დანებდე“  ხომ მისი ცხოვრების დევიზი იყო.

ნანახია:(552)-ჯერ


Comments

comments



Related Articles

ცხოვრება არ გვახვედრებს ადამიანებს, რომლებიც გვაწყობს…

💛💚ცხოვრება არ გვახვედრებს ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გავაწყობს.. ის გვიგზავნის ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ვსაჭიროებთ ცხოვრების ამა თუ იმ მომენტში, გასანთავისუფლებლად. ამ


ბედნიერება (იგავი)

ერთხელ გზაზე მიდიოდა ბრძენი. ტკბებოდა სამყაროს სილამაზით და სიხარულით ევსებოდა გული. უცებ შეამჩნია ცხოვრების სიმძიმით, ჯავრით, ჯაფით ნატანჯი,  მხრებში მოხრილი კაცი.


როგორ გადავიდეთ სიტყვიდან საქმეზე

მოდით ნუ დაველოდებით საუკეთესო მომენტს, შესაბამის განწყობას და ვარსკვლავების განლაგებას. ჯობია თქვენი პირველი მოქმედება იყოს სპონტანური, პაუზის გარეშე: “გადავწყვიტე გავაკეთოსა”


No comments

Write a comment
No Comments Yet! You can be first to comment this post!

Write a Comment

Your e-mail address will not be published.
Required fields are marked*